Aa Aa
17 დეკემბერი 2021  |  13:09

BMW M3 Competition-ი ავსტრალიაში პატრულის მოვალეობას ასრულებს

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქმეში სწრაფ ავტომობილს რთავენ.

ავსტრალიის, ვიქტორიას პოლიციის საპატრულო დეპარტამენტმა ახლახან მის არსენალს სულ ახალი BMW M3 Competition დაუმატა.

M3 Competition-ს თეთრი ექსტერიერი აქვს, რომელზეც საპატრულო პოლიციისთვის დამახასიათებელი ყვითელი და ლურჯი ზოლებია დატანილი. ლურჯი და წითელი მაშუქები ამ ავტომობილს სამოქალაქო M3-ებისგან განასხვავებს.  

კაპოტის ქვეშ ქარხნული, ტვინ ტურბო 3.0-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავაა, რომელიც 503 ცხენის ძალასა და 650ნმ-ს გამოიმუშავებს. გადაცემათა კოლოფი 8-სიჩქარიანი, ავტომატური M Steptronic-ია. 0-100კმ/სთ-მდე 3.9 წამში აღწევს. ეს ცოტათი უფრო ნელია, ვიდრე წინაწამყვანი ვერსია, რომელსაც M xDrive სისტემა.

ეს ის ცხაურა არაა, რომლის დანახვაც კანონდამრღვევ მძღოლებს უკანა ხედვის სარკეში დანახვა გაუხარდებათ. ვიქტორიას პოლიციის დეპარტამენტის თანახმად, ეს ავტომობილი თავის მოვალეობას უკვე ასრულებს.

ეს პირველი სწრაფი ავტომობილი არაა, რომელსაც ავსტრალია პატრულირებისთვის იყენებს. 2019 წელს იმავე დეპარტამენტმა BMW M5 Competition-ი დაიმატა. 2018 წელს - Mercedes-AMG E43. ამ დეპარტამენტს ძალური აგრეგატების მრავალფეროვნებაც უყვარს. 2019 წელს ისინი მოვალეობის შესასრულებლად Tesla Model X-ს იყენებდნენ.

გაზიარება: