პოლიციას კატალიზატორების ქურდების ბანდა დევნისას თავს დაესხა
ქურდები ელექტრო სალესებით იყვნენ შეიარაღებულნი.
ვტომობილში დამონტაჟებულ კამერაში გამოჩნდა, როგორ დაისხა თავს პოლიციის მანქანას კატალიზატორების ქურდების ბანდა დევნის დროს.
ეს შემთხვევა მანჩესტერში მოხდა. როცა პოლიცია ეჭვმიტანილებს მიუახლოვდა, VW Jetta-ს მძღოლმა დაამუხრუჭა.
Jetta-დან ნიღბიანი მამაკაცი ხტება. პოლიციის ავტომობილის საქარე მინას ელექტრო სალესს ესვრის. შემდეგ მძღოლი უკუსვლით მოდის და პოლიციის ავტომობილს ეჯახება. ნიღბიან კაცს კარი ხვდება და ეცემა, შემდეგ ისევ მანქანაში ხტება და დევნა გრძელდება.
ეს ადამიანები კატალიზატორების ქურდობაში არიან ეჭვმიტანილები. პოლიციის ოფიცრები საეჭვო Volkswagen Jetta-ს ქურდობაზე შესული საჩივრების შემდეგ გაჰყვნენ. როგორც ჩანს, ავტომობილს ყალბი ნომრები ჰქონდა.
დევნა უშედეგოდ დასრულდა. პოლიციამ ეჭვმიტანილები ვერ დააკავა.