Aa Aa
26 დეკემბერი 2021  |  13:03

Mustang Mach 1-ის ბროშურაში დაშვებული შეცდომა Ford-ს ძვირად დაუჯდა

Ford ავსტრალიამ, გულუბრყვილო შეცდომის გამო, 3 მილიონ დოლარზე მეტი იზარალა.

Ford Mustang-ის არსებობის დიდი ნაწილი ჩრდილოეთ ამერიკას უკავშირდებოდა. ეს შეიცვალა, როცა მიმდინარე მოდელი გამოვიდა. ეს მოდელი სხვადასხვა ბაზარზე სხვადასხვა ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. როგორც ჩანს, ძირეული ცვლილებები ავსტრალიის ბაზარზე კლიენტებს კარგად არ განუმარტეს და „ფორდს“ ეს შეცდომა მილიონები დაუჯდა.

პრობლემა თავად ავტომობილს არ აქვს. პრობლემა ბროშურაშია. ბროშურაში ის აღჭურვილობა იყო ჩამოთვლილი, რომელიც ავსტრალიისთვის განკუთვნილ ვერსიას არ აქვს. ბროშურის თანახმად Mach 1-ს ადაპტური კრუიზ კონტროლი, LED ნისლსაწინააღმდეგო მაშუქები, უკანა პარკირების სენსორები და Torsen-ის თვითბლოკირებადი დიფერენციალი აქვს. სინამდვილეში კი ავსტრალიის ვერსიას ეს აღჭურვილობა არ გააჩნია.

ამის გამოსასწორებლად ფორდს ბევრი მსხვერპლის გაღება მოუხდა. ისინი კლიენტებს სამწლიან უფასო მომსახურებას და სარბოლო ტრასაზე გასეირნებას შეჰპირდნენ. დამატებით $4,000 უკან დაუბრუნეს. ავსტრალიაში ბაზარზე სულ 700 Mach 1 იყო ხელმისაწვდომი. ჯამში „ფორდს“ ეს შეცდომა $3.2 დაუჯდება.

ჯამში ავსტრალიის მთავრობამ ავტომწარმოებელი კლიენტების შეცდომაში შეყვანისთვის $38,240-ით დააჯარიმეს. სანამ შეცდომას საბოლოოდ გამოასწორებდნენ, ამ ბროშურის 4 ვერსია გამოვიდა.

გაზიარება: