Top 10 ყველაზე სწრაფი წარმოებული ავტომობილი
სულ რამდენიმე წლის წინ 500-ცხენისძალიანი ავტომობილები ეგზოტიკურად ითვლებოდა. დღეს კი იმდენივე ან მეტ ცხენის ძალას საოჯახო კროსოვერებსა და სედანებშიც შევხვდებით.
ელექტრო ტექნოლოგიების და საბურავების დახვეწამ, ჩაჭიდებისა და სტაბილურობის სისტემების გაუმჯობესებამ, ავტომწარმოებლების ცხენის ძალების უსაზღვროდ გაზრდის შესაძლებლობა მისცა.
მაგრამ, რომელია დღეს ყველაზე სწრაფი წარმოებული ავტომობილი და რამდენად სწრაფია ის? დღეს ჩვენ 10 ყველაზე სწრაფ წარმოებულ ავტომობილზე გესაუბრებით.
Bugatti Chiron Super Sport
ამ ავტომობილის სიის სათავეში დანახვა არავის გაუკვირდება. 2005 წელს Veyron-ის გამოსვლის შემდეგ, ეს ავტომობილი რეკორდებს ამყარებს. როგორც ჩანს, ბრენდი შეჩერებას არც აპირებს. ახლა Bugatti ელექტრო ავტომობილების მწარმოებელ Rimac-თან ერთად მუშაობს. ამჟამად ყველაზე სწრაფი Bugatti Chiron Super Sport-ია. მისი 8.0-ლიტრიანი ოთხმაგი ტურბოდაბერვის W16 ძრავა 1 578 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 300+ ვერსიის მაქსიმალური სიჩქარე 483კმ/სთ-ია.
Hennessey Venom F5
ვინც ჰიპერქარების განვითარების პროცესს თვალს ადევნებს, Hennessey-ს მარკის Bugatti-სთან ასე ახლოს დანახვა არავის გაუკვირდება. ტეხასში დაფუძნებულმა ატელიემ ცალკე ბიზნესი შექმნა, რომელსაც Hennessey Special Vehicles ჰქვია. 91 ოქტანობის საწვავზე Venom F5 1 542 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. E85-ის შემთხვევაში ცხენის ძალების რაოდენობა 1 817-მდე იზრდება, რაც მას მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ავტომობილად აქცევს (E85 ნაზავია, რომელშიც 85% ეთანოლია და 25% ბენზინი). თუმცა, ეს საწვავი ყველგან ხელმისაწვდომი არ არის, ამიტომ სიის სათავეში ისევ Bugatti დარჩა. როცა Venom F5 მაქსიმალური სიჩქარის ტესტს გაივლის, ის შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ავტომობილი გახდეს.
Koenigsegg Regera
Regera 2015 წლიდან გამოდის, თუმცა, დღემდე ძნელად მოიპოვება ავტომობილი, რომელიც მას დაჩრდილავს. ეს ყველაფერი კი იმის წყალობით, რომ 5.0-ლიტრიანი ტვინ-ტურბოდაბერვის V8 ძრავა 3 ელექტრო მოტორთან ერთად მუშაობს. ამ სისტემას Koenigsegg-ი Direct Drive-ს უწოდებს. ცხენის ძალების რაოდენობა - 1 500. კომპანია თავდაპირველად ჯამში 80 ეგზემპლარის წარმოებას აპირებს, რის შემდეგაც 1 280-ცხენისძალიანი Jesko-ს da 1 700-ცხენისძალიანი Gemera-ს წამოებას დაიწყებს.
SSC Tuatara
SSC-მ ათწლიანი მუშაობის შემდეგ, როგორც იქნა, გასულ წელს Tuatara გამოუშვა. ავტომობილი 91-ოქტანიანი საწვავით, ტვინ ტურბოდაბერვის 5.9-ლიტრიანი V-8 ძრავით 1 350 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. E85-ზე ცხენის ძალების რაოდენობა 1 750-მდე იზრდება, რაც მას Venom F5-ის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ავტომობილიდან აქცევს. ეს ავტომობილი გამოსვლისთანავე დიდ ყურადღებას იქცევს და რამდენიმე სკანდალშიც კი გაეხვა. 2020 წელს SSC ამტკიცებდა, რომ ავტომობილმა 533კმ/სთ დააფიქსირა. თუმცა, ეს ტყუილი აღმოჩნდა. საბოლოოდ, Tuatara-მ 455კმ/სთ-ს განვითარება შეძლო.
Zenvo TSR-S
TSR-S ის ავტომობილია, რომლის შესახებაც შესაძლოა არც გსმენიათ. ეს იმიტომ, რომ დანიური კომპანია Zenvo წელიწადში მხოლოდ 5 ავტომობილს აწარმოებს. მათი ყველაზე სწრაფი და გზებზე დაშვებული მოდელი TSR-S-ია. 5.8-ლიტრიანი V8 ძრავა 1 1777 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. TSR-S გარდა უზარმაზარი ძალისა, მისი უკანა ფრთითაც გამოირჩევა, რომელიც აიწონა-დაიწონას პრინციპით მუშაობს.
Aston Martin Valkyrie
თუ თქვენ საგზაო ავტომობილში ფორმულა 1-ის ბოლიდის მსგავს გამოცდილებას ეძებთ, მაშინ ეს ავტომობილი შესაძლოა წარმოებულთა შორის საუკეთესო არჩევანია. მისი დიზაინი Red Bull Racing-ის აეროდიმანიკოსმა ედრიან ნიუიმ შექმნა. ეს არის ადამიანი, რომელიც რედ ბულის ბოლიდების წარმატებაზეა პასუხისმგებელი. მათ შორის, RB16B მოდელზე, რომელმაც 2021 წელს ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ამ ავტომობილს Cosworth-ის განვითარებული V12 ძრავა აქვს, რომელიც წუთში 11 000 ბრუნს ასრულებს. ატმოსფერული ძრავა ჰიბრიდულ სისტემასთან ერთად 1 139 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
Lucid Air Dream Edition Performance
Lucid-ის ამ სიაში დანახვა გასაკვირია, რადგან ის არ არის ჰიპერქარი. ის მდიდრული სედანია! ორი ელექტრო მოდელის საშუალებით მას 1 111 ცხენის ძალა აქვს. ბატარეა 113კვ/სთ-იანია. ბოლომდე დამუხტულზე მას 758 კილომეტრის გავლა შეუძლია.
McLaren Speedtail
ამჟამად McLaren-ისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოდელი სწორედ Speedtail-ია. ის F1-ის შთამომავალია. უფრო გრანდ ტურერია, ვიდრე სარბოლო ავტომობილი. მას 3-ადგილიანი განლაგება აქვს. მძღოლის სავარძელი შუაშია განთავსებული. სამწუხაროდ, ამ ავტომობილს V12 ძრავა არ აქვს. McLaren-მა 4.0-ლიტრიანი ტვინ-ტურბოდაბერვის V8 ძრავა გამოიყენა. გარდა ამისა, ავტომობილს ელექტრო მოტორიც აქვს. ჯამში კი 1 055 ცხენის ძალა მივიღეთ.
Tesla Model S Plaid და Model X Plaid
Tesla-მ მსოფლიო შოკში ჩააგდო, როცა Model S-ის Plaid ვერსია და Model X-ი გამოუშვა. 1 020 ცხენის ძალა სამი ელექტრო მოტორისგანაა. ეს ავტომობილები მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ავტომობილებს შორის მოხვდა. 0-100კმ/სთ-მდე წარმოებულ ავტომობილებში აჩქარების რეკორდი მოხსნა. 100კმ/სთ-მდე აჩქარებას 2 წამში ნაკლებ დროში ახერხებს. Model S Plaid-ს ელექტრო ავტომობილების რეკორდიც აქვს. მან ნიურბურგრინგის დაძლევა 7:35.579-ში შეძლო.
GMC Hummer EV Edition 1
თუ ამ სიაში ფასით ყველაზე ხელმისაწვდომ ავტომობილს ეძებთ, მაშინ ეს Hummer თქვენთვისაა. მისი აგრეგატი 1 000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტომობილის ფასი კი $112,595-ია. თუ ერთ წელს მოიცდით, ეს ფასი კიდევ უფრო შემცირდება. კომპანია Hummer EV 3X-ის გამოშვებას გეგმავს, რომელსაც იგივე 3-მოტორიანი კონფიგურაცია ექნება და მისი ფასი $99,995-დან დაიწყება. თუმცა, უცნობია ექნება თუ არა მას 1 000 ცხენის ძალა.
უცნაურია, რომ ამ სიაში ვერც ერთი Ferrari ვერ მოხვდა. ამჟამად იტალიური ავტომწარმოებლის ყველაზე სწრაფი მოდელი SF90 Stradale-ა. ეს ოთხივეწამყვანი ფლაგ ინ ჰიბრიდია, რომელსაც 986 ცხენის ძალა აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ მომავალი ელექტრო ჰიპერქარებისაა და მათი ცხენის ძალების რაოდენობა უკვე 2 000-ს აღწევს. სამი მათგანი უკვე გამოჩნდა. 1 973-ცხენისძალიანი Lotus Evija, 1 914-ცხენისძალიანი Rimac Nevera და 1 877-ცხენისძალიანი Pininfarina Battista. თუმცა, ამ ავტომობილების ოფიციალური წარმოება 2022 წელს იწყება.