დაკიდების სისტემის მოდიფიცირება ხშირად არც არაფერს ცვლის
Aa
Aa

დაკიდების სისტემის მოდიფიცირება ხშირად არც არაფერს ცვლის

არ აქვს მნიშვნელობა საქმე ავტომობილის კორპუსის მაღლა აწევას, დაწევას თუ უკეთესი მართვადობისთვის რეგულირებას ეხება - დაკიდების სისტემის მოდიფიცირება მოყვარულებში ძალზედ პოპულარული გახლავთ. მიუხედავად ამისა, თქვენს ავტომობილზე ამ ასპექტის გაუმჯობესება, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ვიზუალს ცვლის. ამის შესახებ ჯეისონ ფენსკი Engineering Explained-ში საუბრობს.

მაშინ, როდესაც დაკიდების სისტემის მოდიფიცირება ძირითადად სვლის სიმაღლის შეცვლას გულისხმობს, ხშირ შემთხვევაში ეს მხოლოდ ესთეტიკური მხარეს აუმჯობესებს. დაკიდების სისტემა საბურავისა და ზედაპირს შორის კონტაქტს ზრდის. რატომ არ უნდა ნიშნავდეს ეს მართვადობის გაუმჯობესებას?

ფენსკი ამბობს, რომ შესამჩნევი ცვლილების მისაღწევად, ზამბარებისა და ამორტიზატპრების რეგულირება არაა საკმარისი. ამისთვის აეროდინამიკური დანამატებიც საჭიროა, რაც მიმჭერ ძალას ცვლის.

ფენსკიმ დაკიდების სისტემის ოთხი სხვადსხვა კონფიგურაციით BMW 3 Series-ის სედანზე ცდა ჩაატარა. ერთი მოწყობა სრულად ქარხნული გახლდათ, მეორეს დადაბლებული ამორტიზატორები ჰქონდა, მესამეს გაუმჯობესებული ამორტიზატორები და არაქარხნული განივი მდგრადობის სტაბილიზატორი ჰქონდა, ხოლო მეოთხეს კლაკნილა ამორტიზატორები დაუმონტაჟა, მაგრამ ქარხნული განივი მდგრადობის სტაბილიზატორი დაუტოვა.

მიუხედავად იმისა, რომ „აფტერმარკეტ“ ნაწილებით მოდიფიცირებული დაკიდების სისტემა უკეთეს შეგძნებას იძლეოდა, ციფრებში განსხვავება მინიმალური გახლდათ. მძღოლებისთვის მოდიფიცირებულ ამორტიზატორებს უკეთეს შეგრძნებას ტოვებს. ამას გარდა, იცვლება ავტომობილის ვიზუალიც. რეალური სარგებელი კი წარმადობაზე არ აისახება.

ხალხის გარკვეული ნაწილისთვის მხოლოდ ვიზუალის შეცვლაც კმარა. თუმცა, თუ ნაწილების ფასსა და მონტაჟის ხარჯებს გავითვალისწინებთ ეს ყველაფერი შესაძლოა არამიზნობრივად მოგეჩვენოთ. ფენსკი მიიჩნევს, რომ ამ მექანიკური ნაწილების გაუმჯობესებას აზრი მხოლოდ სარბოლო ავტომობილებისთვის აქვს. საგზაო მანქანებისთვის კი ბევრს არაფერს ცვლის. ასეთი დასკვნის გამოტანის საფუძველი კი მის მიერ ჩატარებული ცდაა.

ეთანხმებით ჯეისონ ფენსკის? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

იმ შემთხვევაში, თუ ეს თემა თქვენთვის აქტუალური არაა და უბრალოდ გსურთ თქვენი ავტომობილის დაკიდების სისტემა დიდი ხნით გემსახუროთ, მაშინ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს რჩევებს, ამ ლურჯ სიტყვებზე დაჭერით გაეცანით.

მსგავსი სიახლეები