ამ Bronco-ს თავგადასავალი ცუდად დასრულდა
Aa
Aa

ამ Bronco-ს თავგადასავალი ცუდად დასრულდა

ორკარიანი Ford Bronco უგზოობაში სიარულისას როგორღაც ქვებს შორის გაიჭედა.

ახალი Bronco-ს გამოსვლას ავტომოყვარულები დიდხანს ველოდით. ბაზარზე გამოჩენისთანავე მას ბევრი მსურველი გამოუჩნდა. მას შემდეგ, ამ ავტომობილის ხარისხის პრობლემებზე არაერთი პოსტი გვინახავს. ზოგი მის ყველგანმავალ შესაძლებლობებზე, ზოგი კი ჰერმეტულობის პრობლემებზე ჩივის.

Bronco6G ფორუმზე ფოტოები გამოჩნდა, რომლებშიც ჩანს, რომ Bronco აყირავდა და სავალ გზას შორის გაიჭედა. არ ვიცით, როგორ მოახერხა მძღოლმა ასეთ შედეგამდე მისვლა, თუმცა, ზიანი, რომელიც ავტომობილს მიადგა სახალისო სულაც არაა.

უცნობია, როგორ შეძლეს ავტომობილის 4 თვალზე დაბრუნება, თუმცა, ერთ-ერთ სურათში ჩანს, რომ ის ისევ გზაზე დგას. მძღოლის მხარეს კარი დაზიანებულია. ჩამტვრეულია ფანჯარაც. ძირი დაკაწრულია, მაგრამ რაიმე მექანიკური დაზიანება არ ჩანს. სურათებიდან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ავტომობილის შეკეთება ძნელი არ იქნება. თუმცა, საინტერესოა, როგორ გაიჭედა იქ Bronco. ვისი ან რისი ბრალი იყო: მძღოლის თუ ავტომობილის?

მსგავსი სიახლეები