Ford, Mustang, ფაქტები
Aa
Aa

ფაქტები, რომლებიც კლასიკურ Ford Mustang-ზე არ იცოდით

რამდენად კარგად იცნობთ ლეგენდარულ საავტომობილო ხაზს?

ეჭვი არავის ეპარება, რომ Ford Mustang-ი საავტომობილო ისტორიაში უბერებელი ხაზია. ასეთი სტატუსისა და რეპუტაციის შექმნაზე უამრავმა ფაქტორმა იქონია გავლენა. ეს ავტომობილი პოპულარული არამხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელს მსოფლიოშია. ის ჩვენში საიდუმლოდ მცხოვრებ ამერიკელს აღვიძებს. სწორედ ესაა მიზეზი, რომ Mustang-ის გაყიდვებით მწარმოებელი უკმაყოფილო არასდროს ყოფილა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილი არსებობის მრავალ ათწლეულს ითვლის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის შესახებ ყველაფერი იცით. სწორედ ამიტომ, ქვემოთ იმ ფაქტებზე მოგიყვებით, რომლებიც საზოგადოების ფართო მასებისთვის ნაკლებად ცნობილია.

ცხენის ემბლემის წარმოშობა


„მუსტანგის“ სახელის წარმოშობის ირგვლივ გარკვეული მისტიკურობა ტრიალებს. ზოგი ფიქრობს, რომ ეს P-51 საბრძოლო თვითმფრინავის სახელს უკავშირდება. ხალხის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სახელი ველური დასავლეთის ცხენთან, მუსტანგთან ასოცირდება. არსებობს უამრავი ისტორია იმის შესახებაც, რომ ამ მოდელისთვის Cougar-ის (პუმას) დარქმევა სურდათ.

მიუხედავად ყველაფრისა, ერთი რამ ფაქტია: „მუსტანგის“ ემბლემაზე ცხენია გამოსახული, რომელიც მარცხნივ მირბის. უამრავმა ადამიანმა ამაში გარკვეული სიმბოლოც ამოიკითხა - ველური ცხენი, რომელიც დასავლეთით თავისუფლად მინავარდობს.

„მუსტანგის“ ლოგოს შთაგონება SMU-ს, აშშ-ს ერთ-ერთი უნივერსიტეტის ლოგო გახლავთ. აქ ცხენი საპირისპირო მიმართულებით გარბის. შეიძლება ითქვას, რომ Ford-მა ეს ლოგო უბრალოდ შემოატრიალა.  

სახელის წარმოშობა


ხალხი „მუსტანგის“ სახელის წარმოშობაზე უკვე 50 წელია კამათობს. ამ ადამიანებში Ford-ის ყოფილი დასაქმებულებიც არიან. თუმცა, ისინი, ვინც პროექტზე იმუშავეს ამბობენ, რომ სახელი თავდაპირველად ზემოთ ნახსენები P-51 Mustang-ითაა შთაგონებული. მოგვიანებით ეს იდეა დაიწუნეს, რადგან მასისთვის რთულად აღსაქმელად ჩათვალეს. შემდეგ კი სახელი ცხენთან დააკავშირეს, რაც „ფორდის“ მენეჯმენტის გუნდს მოეწონა.

1964.5 ოფიციალურად არ გამოსულა


Mustang-ის თავგადაკლული გულშემატკივრები ტანსაცმლიდანაც ამოხტებიან, რათა Ford-ის მიერ 1964.5 წლის ოფიციალურად დამოწმება დაამტკიცონ. საწმუხაროდ, ეს ჭეშმარიტება არ არის. მაშინ, როცა კოლექციონერები და მოყვარულები 1964.5-ის სახელს პირველი „მუსტანგის“ გამოსარჩევად იყენებენ, მოდელი ოფიციალურად 1965 წლის ავტომობილად ითვლება.

ყველაზე დიდი მოცულობის ძრავა


Ford Mustang-ი საკმაოდ მძლავრ ძრავებს იყენებდა. როდესაც საქმე ხაზის ყველაზე დიდი მოცულობის ძრავას ეხება უნდა გვახსოვდეს, რომ რეკორდი ძალზედ დიდი ხნის წინ დამყარდა. 1969-1970 წლების Boss 429-ს ჰომოლოგაცია NASCAR-ისთვის ნახევრად-hemi V8 ძრავით გამოვიდა. Boss 429-ს სიმძლავრე 375 ცხენის ძალა გახლდათ. მრგვალ ოვალს კი ამ ძრავაზე მძლავრი ვერსია სერიულად არ უწარმოებია.

კაპოტის ჭრილები


„მუსტანგის“ მოყვარულებისთვის ყველაზე გამაღიზიანებელი ფაქტი კაპოტზე არსებული უფუნქციო საჰაეროებია. საბედნიეროდ, 1968 წლის Mustang 428 CJ-ს მოდელის ჭრილები ფუნქციური გახლდათ.

ფუნქციური იყო 1965 წლის Shelby GT350-ის ჭრილებიც, თუმცა Ford-ს ეს დეტალი ქარხნულად არ ჰქონდა შემუშავებული.

პირველი კომპრესორი


მწარმოებელს დიდი დრო არ დასჭირვებია იმისთვის, რომ Mustang-ი კომპრესორით გამოეშვა. ეს ქეროლ შელბის უშუალო დამსახურებაა. 1966 წელს მან Paxton-ის Supercharger-ის GT350-ში განთავსება გადაწყვიტა. იმ პერიოდისთვის ეს დამატებითი ოფცია, რომელიც 670$ ღირდა, მხოლოდ თერთმეტმა მყიდველმა მოითხოვა.

Shelby-ს მტკიცებით, Ford-ის Hi-Po V8-ს 289 ცხენის ძალიანი სიმძლავრე კომპრესორის შემდეგ 395-მდე გაიზარდა. გამოვიდა, რომ Paxton-მა წარმადობა 46%-ით გააუმჯობესა.

მიმდევრობითი ციმციმები


„მუსტანგის“ უამრავმა მფლობელმა უკანა ციმციმების მიმდევრობითად ასანთებად სპეციალურ მოწყობილობა შეუკვეთა. ალბათ, დაგვეთახმებით, რომ სწორად მოიქცნენ. თუმცა, იცოდით, რომ 1968 წლის Shelby GT350 და GT500 Thunderbird-ის მაშუქებს იყენებდა?

Ford-მა Mustang-ისთვის შექმნილი მიმდევრობითი მაშუქები პირველად 2010 წელს გამოუშვა. ეს კი ბევრმა არ იცოდა. დიახ, Shelby-ს მოდელები საერთოდ სხვა ლიგაში ასპარეზობდნენ.

5.0-ის ტრადიცია


უამრავი გულშემატკივარი ფიქრობს, რომ Mustang-ის პირველი ვერსია, რომელიც 5.0 V8-თი გამოვიდა 1980 წლის მოდელია. სინამდვილეში კი 1968 წელს Ford-ს სამი 5-ლიტრიანი ძრავა ჰქონდა გამზადებული. ეს აგრეგატები 1969-70 წლების Boss-ში და 302 ვერსიებში განთავსდა. 302ci V8 220 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

მსგავსი სიახლეები