Aa
Aa

თუფაქის 1961 წლის Chevy Impala-ს რესტავრაცია ჩაუტარეს და ახლა ის ნამდვილი Lowrider-ია

„To Live & Die In LA-ს“ კლიპი 1996 წელს გამოვიდა, სადაც ეს ავტომობილი ნამდვილი ვარსკვლავი იყო.

1961 წლის Chevrolet Impala თუფაქის „To Live & Die in LA-ს“ კლიპში მონაწილეობდა. წლების შემდეგ ავტომობილს ახალი მფლობელი გამოუჩნდა, რომელმაც ყვითელი კაბრიოლეტი ნამდვილ „lowrider-ად“ გადააქცია. რესტავრირებული ავტომობილი Barcroft Cars-ის YouTube არხზე გასაჯაროვდა.

ლოიდი გასაყიდად გამოტანილ ავტომობილს ორი წლის წინ წააწყდა. ამ მანქანით ის მაშინათვე შეპყრობილი გახდა და მის შესაძენად ყველაფერი გააკეთა. შეძენის შემდეგ გარკვეულმა პრობლემებმა იჩინა თავი. პირველ სატესტო გავლაზე Impala-ს ძრავის პრობლემები შეექმნა და ტრანსმისია გაუფუჭდა. ეს საკმაოდ დიდი დარტყმა აღმოჩნდა. ლოიდმა ძალოვანი აგრეგატი მაშინათვე შეცვალა და კაპოტის ქვეშ 350-CI-ს V8 ჩადგა. ეს უკანასკნელი 350 Turbo-ს ტრანსმისიასთანაც დააწყვილა, თუმცა, ეს მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი იყო.

თუფაქის ვიდეოში Impala ნამდვილი “lowrider-ი“ არ გახლდათ. ლოიდმა ეს ასპექტიც გამოასწორა და მანქანა ჰიდრავლიკური დაკიდების სისტემით აღჭურვა. მოწყობა საბარგულშია განთავსებული, რომელიც უზარმაზარ 2-კარიან ავტომობილს ჰაერში თავისუფლად ათამაშებს.

მიუხედავად ასეთი გასაოცარი თვისებისა, ამ ავტომობილის მთავარი ხიბლი ვიზუალშია - ღია ყვითელი ფერის ექსტერიერი მოოქროვილი აქცენტებით. მაშუქებზე იასამნისფერი ფერების შემჩნევაცაა შესაძლებელი, რაც ამ ქალაქის საკალათბურთო გუნდის, LA Lakers-ის პატივსაცემადაა დატანილი. აღსანიშნავია 13-დიუმიანი Dayton-ის დისკებიც, რომელზეც ქარხნული წითელის ნაცვლად, ყვითელი ლოგოა გამოსახული.

სალონში Chevy-ს სპეციალური შეკვეთით დამზადებული ცენტრალური კონსოლი, მოოქროვილი საჭე და იასამნისფერი ნათება აქვს. LA Lakers-ი აქაც იგრძნობა.

აშკარაა, რომ ლოიდი ჩვეულებრივი ავტომობილების მოყვარული არაა. ეს Impala მან თავისი სურვილების მიხედვით კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა. რაც ყველაზე მთავარია, ამ ლეგენდარულ მოდელთან კიდევ უფრო ლეგენდარულ რეპერს, თუფაქს აქვს კავშირი. ასეთი ავტომობილის ფლობა კი ნამდვილად დიდი პასუხისმგებლობაა.

მსგავსი სიახლეები