ცხენი, რომელსაც ყველგან ცნობენ: Ferrari-ს ლოგოს ისტორია
Ferrari! ამ სიტყვის გაგონებაზე ჩვენ თვალწინ გვიდგას წითელი, სპორტული სწრაფი ავტომობილი, რომელიც ავტომოყვარულებში ვნებას აღძრავს. ეს არის უბრალოდ ლეგენდარული ბრენდი, რომელსაც ავტომობილების წარმოებისა და ავტორბოლებში მონაწილეობის უდიდესი ისტორია აქვს. იტალიური ავტომწარმოებლის ყველა ავტომობილის გული ყალყზე დამდგარი ცხენია. Ferrari-ს ლოგო კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლოგოა. თუმცა, რა ისტორია იმალება ამ ლოგოს უკან? ჩვენს სტატიაში სწორედ ამ კითხვას ვუპასუხებთ.
მნიშვნელობა და ისტორია
სანამ ავტომობილების აწყობას დაიწყებდა, ენცო ფერარი მრბოლელი იყო. მას სიჩქარე ძალიან უყვარდა, რამაც რბოლების მიმართ ვნება გაუღვივა. საბოლოოდ, მან თავისი ბედი Alfa Romeo-ს დაუკავშირა. დედამისი ლუგო დი რომანიაში იყო დაბადებული, იმავე ქალაქში, რომელშიც ფრანჩესკო ბარაკა. გმირი იტალიელი პილოტი, მებრძოლი და პირველი მსოფლიო ომის ეისი. ავიატორი მონტელოს ფერდობებზე 1918 წლის 19 ივნისს დაიღუპა.
ყალყზე დამდგარი ცხენის ისტორია კი 1692 წლიდან მოდის. სწორედ ეს სიმბოლო იყო ვიქტორ ამადეუს მეორეს კავალერიის „სამეფო პიემონტის“ გერბი. ეს გერბი უნდა ყოფილიყო ასოცირებული ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე კავალერიასთან იტალიური არმიის და ევროპის ისტორიაში. ფრანჩესკო სწორედ ამ ისტორიით იყო შთაგონებული, როცა ყალყზე მდგარი ცხენის სიმბოლო თავისი თვითმფრინავის ფუზელაჟზე დაიტანა. თავდაპირველად ცხენი წითელი ფერის იყო, ბარაკას გარდაცვალების შემდეგ კი ეს ცხენი შავად გადაღებეს.
Ferrari-ს ლოგოს წარმოშობის ისტორია
1923 წელს Alfa Romeo RL-ით რბოლაში გამარჯვების შემდეგ ენცო ფერარუ და ჯულიო რამპონი ავიატორის მამას გრაფ ენრიკო ბარაკას შეხვდნენ. როგორც რბოლაში გამარჯვებულს, ენცო ფერარის წილად ხვდა პატივი ყალყზე დამდგარი ცხენის გამოსახულება, გრაფის გარდაცვლილი შვილის პატივსაცემად, ხელში დაეჭირა. მოგვიანებით, ენცო ფერარი გმირი მფრინავის დედასაც შეხვდა და მის სიტყვებს იხსენებდა:
„როცა 1923 წელს სავიოს ტრასაზე, რავენაში პირველი რბოლა მოვიგე, გმირის მამას, გრაფ ენრიკო ბარაცას შევხვდი. შემდეგ დედასთანაც მომიწია შეხვედრა, გრაფინია პაოლინა ბარაკასთან. მან მითხრა: „ფერარი, გამოსახე ჩემი შვილის ყალყზე დამდგარი ცხენი შენს ავტომობილებზე. იღბალს მოგიტანს“. მე ბარაკას სურათი ჯერ კიდევ მაქვს. ცხენი იყო და ჯერ კიდევ შავია, ფონზე კი ყვითელი ფერი დავამატე, რადგან ეს მოდენას ფერია“, - ენცო ფერარი.
ფერარიმ საჩუქარი მადლიერებით მიიღო და ის მხოლოდ მცირედით, სამი ასპექტით, შეცვალა. კუდის ცხენი ზემოთ მიმართა, უკან ქალაქ მოდენას ყვითელი ფერი დაუმატა, ზემოთ კი იტალიის დროშის საპატივცემულოდ, სამფერიანი კომბინაცია.
ფერთა ეს გამა ბრენდის გამორჩეულობას, ძალას, სილამაზეს და ავსტოინდუსტრიაში მყარ პოზიციას განასახიერებდა. ასოები ხელნაწერივით იყო დატანილი. წლების განმავლობაში კი ამ ლოგომ რამდენიმე ცვლილება განიცადა.
Ferrari-ს ლოგოს განვითარება
1929
ლოგოს პირველი ვერსია ძალას ერთი შეხედვითვე გამოსახავდა. ყალყზე მდგარი ცხენი: დაუღლელი, ფიზიკურად განვითარებული, რბოლისთვის ყოველთვის მზად. ადრეულ ვერსიაზე ყვითელ ფონზე შავი ცხენი იყო გამოსახული, რომელსაც თეთრი აქცენტები ჰქონდა. ფარის ფორმას ორ-ფერი საზღვარი ჰქონდა (ყვითელი და შავი). ზედა ნაწილში წითელი-თეთრი-შავი ზოლები. დაბლა კი S და F ასოები.
1931 – 1939
პირველად ლოგო 1931 წელს შეცვალეს. შავი ცხენი, ფარის ფორმა და S და F ასოები უცვლელი დატოვეს. "S" და “F" "Scuderia Ferrari"-ის აღნიშნავდა. სამკუთხა, წითელი, შავი და თეთრი ზოლები ლოგოს ზედა ნაწილში გაქრა და მისი ადგილი , ბრტყელმა სამფერიანმა იტალიის დროშამ დაიკავა. ეს ლოგო პირველად 1932 წელს SPA Grand Prix-ზე სარბოლო ავტომობილზე გამოჩნდა.
1947 – 2002
ეს არის წელი, როცა კომპანია დროისთვის ფეხის აწყობას ცდილობს და თანამედროვე ფორმატში გადადის. შავი ცხენი ისევ ადგილზეა. ასევე ყვითელი უკანა ფონი და იტალიის დროშის ფერებით. ლოგოს ფარის ფორმა აღარ აქვს. ქვემოთ კი Ferrari წერია. ასო F-i ზედა ხაზი გაგრძელებულია და ბოლო ასო i-ს წერტილამდე წყდება. S და F ასოები ლოგოზე აღარაა.
2002 – დღემდე
რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში Ferrari-ს ლოგო თითქმის უცვლელი დარჩა. 1994 წელს პიერლუიჯი ჩერიმ ერთ სახელმძღვანელოდ შეკრიბა ლოგოს კარგად გამოსახვის ასპექტები. 2002 წელს სააგენტო Seidlcluss-მა ლოგოს დახვეწაზე იზრუნა. დაამუშავეს ყველა დეტალი. უფრო მკვეთრად გამოიყვანეს ცხენის კონტურები. დახვეწეს ასოების ფორმა. ეს იყო ამ ლოგოს გარდაქმნის ისტორიაში მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი.
ცვლილებები შეეხო ფერებსა და ხაზებსაც. ყვითელი ფერი უფრო მკვეთრი გახდა. ყვითელ უკანა ფონს და იტალიის დროშას შორის გამომყოფი ხაზი წაშალეს. ცხენი კიდევ უფრო ძლიერად გამოსახეს. წინა მარჯვენა ფეხი კიდევ უფრო მაღლა აწიეს. მას მარცხენა ფეხი აღარ ფარავდა.
პირველი FERRARI, რომელსაც ეს ლოგო ჰქონდა
ენცო ფერარი ერთდროულად მრბოლელიც იყო და Alfa Romeო-ს გაყიდვების აგენტიც. მას უფლება არ ჰქონდა იმის, რომ ავტომობილებზე თავისი ლოგო მიეხატა. „სკუდერია ფერარი“ 1929 წელს, როგორც Alfa Romeo-სა სარბოლო დივიზია, ისე დაარსდა. ყალყზე დამდგარი ცხენის ლოგოთი კი პირველად 1932 წელს ორი Alfa Romeo 8C Monza სპას 24 საათის რბოლაზე გამოჩნდა.
1943 წელს გუნდი მარანელოში გადავიდა. იქ ქარხანა აშენდა, რომელსაც თვითონ „ფერარი“ ფლობდა. 1945 წელს ფეერარი მილანელ გრავიორ ელიჯიო გეროსას დაუკავშირდა და მას ლოგოს ახალი დიზაინის შექმნა სთხოვა. ცხენის უფრო მკვეთრი დიზაინითა და აწეული კუდით.
1947 წელს ფერარიმ ავტომობილების წარმოება Alfa Romeo-სგან დამოუკიდებლად დაიწყო. Ferrari 125 S იყო პირველი დამოუკიდებლად წარმოებული საგზაო ავტომობილი, რომელზეც Ferrari-ს ლოგო გამოჩნდა. სარბოლო ავტომობილებისგან განსხვავებით, მასზე მართკუთხედის ფორმის ლოგო იყო და არა ფარის ფორმის.
ამ ლოგომ, როგორც ტრაგიკულად დაღუპული გმირი მფრინავი ბარაკას დედამ თქვა, ენცო ფერარის იღბალი ნამდვილად მოუტანა. ბრენმა ავტოწარმოემაში მყარი ადგილი დაიმკვიდრა და შექმნა ისეთი ლეგენდარული ავტომობილები, როგორიცაა Dino, F40, LaFerrari და ა.შ. Scuderia Ferrari არის ერთადერთი გუნდი, რომელიც ფორმულა 1-ში მისი შექმნის დღიდან დღემდე ყველა სეზონში მონაწილეობდა. კონსტრუქტორთა თასი 16-ჯერ მოიგეს, პილოტების ჩემპიონატი კი 15-ჯერ. ეს ყველაფერი შეიძლებოდა არც ყოფილიყო, რომ არა ცხენი, რომელიც რბოლისთვის ყოველთვის მზადაა!