1987 წლის Buick Grand National, რომელსაც ვინ დიზელი მართავდა, აუქციონზე იყიდება
ორი გადარჩენილი Buick Grand National-დან, რომლებიც Fast and Furious 4-ში გამოიყენეს, ერთ-ერთი სკოტდეილში, არიზონაში აუქციონზე იყიდება აუქციონზე გაიყიდება. აუქციონი 29 იანვარს გაიმართება.
Grand National-ი „ფორსაჟის“ მეოთხე სერიის გახსნით სცენაში გამოჩნდა. სცენაში საწვავის ტანკერს მისდევენ და დომენიკ ტორეტო ამ ავტომობილით უკუსვლით სწრაფად მოძრაობს.
მეორე გადარჩენილი ეგზემპლარი ძლიერად მოდიფიცირებულია. 1987 წლის მოდელი, კი რომელიც აუქციონზე გაიყიდება, ქარხნულთან უფრო ახლოსაა. მას მხოლოდ კინოსთვის აუცილებელი ცვლილებები აქვს. მაგალითად, უსაფრთხოების კარკასი მგზავრის ყალბი სავარძლით ისეა მოწყობილი, რომ მიშელ როდრიგესი ერთი სცენისთვის იატაკზე დადგეს და ფანჯრიდან გამოხოხდეს. დაკიდების სისტემა დადაბლებულია. დისკები არაქარხნულია. ერთ-ერთი უკანა პანელში კი დაჭეჭყილია.
კრეიგ ლიბერმანის თქმით, „ფორსაჟში“ გამოყენებული Grand National-ებიდან რეპლიკა არც ერთი არ ყოფილა. ერთ ავტომობილს V8 ძრავა ჰქონდა ჩასმული. ეს კონკრეტული კი 3.8-ლიტრიანი ტურბოდაბერვის V6 ძრავითაა, რომელიც 245 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
„ფორსაჟის“ Grand National-ი ბარეტ-ჯექსონის აუქციონზე ერთადერთი Grand National-ი არ იქნება. სკოტდეილში უკანასკნელი წარმოებული მოდელიც გაიყიდება, რომელსაც მხოლოდ 53 კილომეტრი აქვს გავლილი. როგორ ფიქრობთ, ჰოლივუდთან კავშირი მოუმატებს ფასს?