2022 წლის შემდეგ BMW V12-ს აღარ შექმნის
BMW V12-ძრავიან მოდელებს ემშვიდობება.
გასულ სამშაბათს ბავარიულმა ავტომწარმოებელმა განაცხადა, რომ ივნისში BMW-ს მოდელებისთვის უკანასკნელ V12 ძრავას გამოუშვებს. BMW-ს შვილობილი კომპანია Rolls-Royce-ი BMW-ს მიერ მიწოდებულ ძრავებს იყენებს. ეს კი ნიშნავს, რომ ძრავების წარმოების სრულად შეწყვეტა ჯერ არ იგეგმება.
მწარმოებელი V12 ძრავებს BMW-ს მოდელების შემადგენლობისთვის 1987 წლიდან ქმნის. ახლა კი ამ აპოქის დასასრული დადგა, რომელის აღსანიშნადაც კომპანია სპეციალურ "Final V12" ვერსიას გამოუშვებს. ის მეშვიდე სერიის M760i xDrive-ში მოხვდება. ავტომობილის ფასი 200 000$-ს გადააჭარბებს. შტაბებისთვის კი 12 ეგზემპლარი გამოვა.
მეშვიდე სერიის Final V12 მხოლოდ ერთი, სრულად აღჭურვილი კონფიგურაციით იქნება ხელმისაწვდომი. შესაბამისად, მოდელი ლაზერული მაშუქებით, Bowers & Wilkins-ის აუდიო სისტემითა და Driving Assistance Professional Package-ით (მძღოლის პროფესიონალური დამხმარე კომპლექტი) სტანდარტულად იქნება ხელმისაწვდომი. ის, რაც ვერსიას სხვა მოდელებისგან განასხვავებს უნიკალური V12 წარწერები და მუქი ვერცხლისფერი აქცენტების მქონე 20-იანი დისკები იქნება.
ექსკლუზიურობა შესამჩნევი იქნება ინტერიერშიც. კოკპიტზე „The Final V12” იქნება დატანილი, ხოლო ცენტრალურ კონსოლზე „1 Of 12” სერიული ნომერსაც შეამჩნევთ.
ამ ავტომობილებში არსებული V12 აგრეგატი ზუსტად იმ სიმძლავრის იქნება, რა სიმძლავრეც M760i xDrive-ს აქვს. 6.6-ლიტრიანი ორტურბინიანი აგრეგატი 600 ცხენის ძალასა და 850ნმ-ს გამოიმუშავებს. შედარებისთვის გეტყვით, რომ BMW-ს 1987 წელს შექმნილი 5-ლიტრიანი V12 ძრავა 295 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ეს აგრეგატიც მეშვიდე სერიაში იყო ხელმისაწვდომი.
12-ცილინდრიანი აგრეგატებთან დამშვიდობების შემდეგ ყველაზე მძლავრი მეშვიდე სერია ელექტრო i7 იქნება.
სამწუხაროდ, ყველაფერს თავისი დასასრული აქვს. V12 ძრავებს კი ღირსეული გულშემატკივრები ჰყავს. რას ფიქრობთ ამ ფაქტის შესახებ? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში.