პირველი წინა წამყვანი ავტომობილი
სამგზავრო ავტომობილებში წამყვანი თვლების მიხედვით სამი ტიპი არსებობს: წინა წამყვანი, უკანა წამყვანი და ოთხივე წამყვანი.
დღევანდელი მონაცემებით ავტომობილის ყველაზე გავრცელებული კონფიგურაცია წინა წამყვანია. თუმცა, ისტორია სხვა რამეს ამბობს. ძველი ავტოწარმოებიდან მოყოლებული უკანა წამყვანი ავტომობილის კონფიგურაცია ყველაზე ხშირი იყო. გავიდა დრო და თანამედროვე წინა წამყვანმა ავტომობილებმა შესამჩნევად იმატა. მცირე და საშულო ზომის ავტომობილების სეგმენტში უმრავლესობა წინა წამყვანია. თვით ლეგენდარულმა BMW-მაც კი თავის მრავალწლიან ტრადიციას უღალატა და 2019 წლის პირველი სერიის მოდელი წინა წამყვანი თვლებით გამოუშვა.
ამ კონფიგურაციის ავტომობილის ისტორია 30-იან წლებში, კერძოდ საფრანგეთში იწყება. მასიური წარმოების პირველი წინა წამყვანი ავტომობილი Citroen Traction Avant-ი იყო. სახელწოდებაც წინა წამყვანს ნიშნავდა. იგი 1934 წელს გამოუშვეს და სულ რაღაც 13 ცხენის ძალა ჰქონდა. წინა წამყვანის ერთერთი უპირატესობა ძრავის მიერ გამომუშავებული ენერგიის ნაკლები დანაკარგია. ფრანგებს არ შეეძლოთ ძლიერი ძრავების წარმოება. ამიტომ მათ მოიფიქრეს წინა წამყვანი მანქანის კონცეფცია, რომ აღნიშნული 13 ცხენის ძალა საბურავზე ნაკლები დანაკარგით მიეღოთ.