ბიემვი, უცნაური, მინი, ბიემვი 700
Aa
Aa

უცნაური და მინიატურული BMW 700

BMW-ს ეს უცნობი მოდელი თავისი მინაიტურული გაბარიტებითაა გამორჩეული. 1959 წელს, გამოჩენისთანავე ჟურნალისტების სამიზნე გახდა და დიდი აღრფთოვანება დაიმსახურა. მან 50-იანი წლების მიწურულს პატარა ზომის ავტომობილებისთის გზის გაკვალვა მოინდომა. მისი დიზაინერები და ინჟინრები თანმიმდევრული მსუბუქი ტექნოლოგიებით ძალიან ამაყობდნენ. BMW 700-ის წონა სულ რაღაც 640 კილოგრამს შეადგენდა. ეს მახასიათებელი საწვავის ეკონომიას და კარგ აჩქარებას უზრუნველყოფდა.

BMW 700 1959 - 1965 Coupe :: OUTSTANDING CARS

ინჟინრებს უნდოდათ, რომ ხედვის არეალის ოთხივე კუთხე მძღოლისთვის თვალსაჩინო ყოფილიყო, რაც პარკირების დროს მანევრირებას უფრო ადვილს გახდიდა. აგრეთვე უკანა სავარძლის ტრანსფორმირება ისე იყო შესაძლებელი, რომ ამით საბარგულის ტევადობა ორჯერ იზრდებოდა. ყველაფერი მცირე ზომის ჰქონდა, საწვავის ავზში 30 ლიტრი ბენზინი ეტეოდა და ავტომობილის წინა ნაწილში იყო მოთავსებული. ამ კომბინაციით ინჟინრებმა საბარგულის ტევადობა შეინარჩუნეს. 100 კმ-ზე 6 ლიტრ საწვავს მოიხმარდა, რაც 50-იან წლებში საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი იყო. კომპანიის წარმომადგენელის თქმით, BMW 700 თავისი 0.7 ლიტრის მქონე ძრავითა და 30 ცხენის ძალით მომხმარებლებს იგივე აჩქარებას სთავაზობდა, რაც იმ დროისთის არსებული 6-ცილინდრიანი 2-ლიტრიანი სხვა მოდელები.

 1962 BMW 700 Sport Coupé: A Rare Munich Masterpiece | EN.WHEELZ.ME

ჟურნალისტები BMW-ს ჩანაფიქრს დასაწყისშივე მიხვდნენ, რომ ეს მსუბუქი და სპორტული კუპის იდეა იყო. მოცემული მოდელის წარდგენიდან ერთ წელიწადში BMW 700 Sport-ი გამოვიდა. მას უკვე 40 ცხენის ძალა და უკანა დაკიდებაში მშრალი ამორტიზატორი ჰქონდა დამატებული, რაც მის მართვის უნარებს კიდევ უფრო აუმჯობესებდა. 1960 წელს Saloon და Coupe ვერსიები გაყიდვაში ჩაუშვეს. 1 წლის განმავლობაში 35000-ზე მეტი ერთეული გაიყიდა, რაც იმ დროისთვის კომპანიის მთლიანი შემოსავლის 58 % იყო. აღნიშნულმა მოდელმა ნამდვილად გაამართლა. ის ლეგენდარული VW Beetle-ის კონკურენტად მოგვევლინა და ისეთ ავტომოყვარულებზე იყო გათვლილი, რომლებსაც უმრავლესობისგან გამორჩევა უნდოდათ.

მსგავსი სიახლეები