10 ავტომობილი, რომლებსაც სახალისო ზედმეტსახელი აქვს
Aa
Aa

10 ავტომობილი, რომლებსაც სახალისო ზედმეტსახელი აქვს

ამ ავტომობილებს ყველაზე ლეგენდარული ზედმეტსახელები აქვს

1885 წელს ავტომობილის გამოგონებიდან უამრავი ავტომობილი გამოსულა. ზოგი ცუდი, ზოგი კარგი და ზოგიც ლეგენდარული, მაგრამ ზედმეტსახელები მხოლოდ რჩეულებს აქვთ.

ზედმეტსახელს ავტომობილი სხვადასხვა მიზეზის გამო იღებს. ეს მიზეზი, შესაძლოა, გარეგნული მსგავსება ან ტექნიკური შესაძლებლობები იყოს. ჩვენ ამ სიაში ასეთ 10 ავტომობილს გაგაცნობთ. რა თქმა უნდა, ზედმეტსახელი ბევრ ავტომობილს აქვს და ეს სიის მხოლოდ პირველი ნაწილია.

MERCEDES S-CLASS (W140) - THE BEAR - დათვი

W140-თაობის Mercedes S-Class-მა გამოსვლიდან პოპულარობა მალევე მოიპოვა. ის რუსული მაფიის რჩეული გახდა. როცა ქუჩაში ჩაშავებულ შუშებიან W140-ს დაინახავდით, ეს იმას ნიშნავდა, რომ რაღაც მაფიოზური ხდებოდა.

სხვა მხრივ W140 ტიპური 1990-იანების Mercedes-ი იყო. ეს სედანი პოპულარობას დღემდე ინარჩუნებს და ბაზარზე ფასი იმაზე კარგად შეინარჩუნა, ვიდრე მისმა შემცვლელმა W220-მა. დათვი ძრავების მრავალფეროვნებით იყო ხელმისაწვდომი. ტურბოდიზელისა და ბენზინის ძრავების მოცულობა 3.4-6.0-ლიტრამდე იყო.

ყველაზე მოთხოვნადი მოდელი S500-ია, რომლსაც 5.0-ლიტრიანი M1119 V8 ძრავა აქვს, რომელიც 320 ცხენის ძალასა და 470ნმ-ს გამოიმუშავებს. უფრო მეტად პოპულარული S600-ია. მას 6.0-ლიტრიანი V12 ძრავა აქვს, რომელიც 394 ცხენის ძალასა და 570ნმ-ს გამოიმუშავებს. ეს ძრავა (M120) მოგვიანებით Pagani Zonda-ში გამოიყენეს.

BMW 6 SERIES (E24) - SHARK NOSE - ზვიგენის ცხვირი

მეექვსე სერიის BMW E24 ლეგენდარული ავტომობილია. ის იმ პერიოდის წარმომადგენელია, როცა BMW პიკში იყო, როგორც ავტოსპორტში, ასევე დიზაინის ენაში. ზვიგენის ცხვირი 1960-იანებისა და 70-იანების ხელწერაა, რომელსაც BMW მიმართავდა. ყველაფერი კი BMW 3.0 CSL E9 მოდელიდან დაიწყო.

თუმცა, ამ დიზაინის კულმინაცია E24 იყო. შემდეგ მოდელებს უფრო გლუვი დიზაინი ჰქონდა, რაც საბოლოოდ BMW-ს დიზაინის დღევანდელ ენაში გადაიზარდა. ზვიგენის ცხვირი განსხვავდება იმისგან, რასაც დღევანდელი ავტომობილების წინა ნაწილებში ვხედავთ.

როგორც აღმოჩნდა, ამ დიზაინზე BMW უარის თქმას არ აპირებს. 2024 წელს ახალი თაობის BMW 5 Series-ში ზვიგენის ცხვირს ისევ ვიხილავთ.

NISSAN SKYLINE 2000 GT-R (C10) - HAKOSUKA 

Skyline GT-R-ის გაგონებაზე ყველა ავტომოყვარულს ჟრუანტელი უვლის. ყველაფერი 1969 წელს C10 თაობით დაიწყო. C10 სინამდვილეში მესამე თაობის Skyline იყო. ის იყო პირველი, რომელმაც GT-R ვერსია მიიღო. მან ცხოვრება Prince-ს, პატარა იაპონური კომპანიის სახელით დაიწყო, რომელიც მოგვიანებით Nissan-მა შეიძინა.

Hakosuka ორი იაპონური სიტყვის შეერთებით მიიღეს. Hako ნიშნავს კვადრატულს, suka კი Skyline-ის - ჰორიზონტის შემოკლებაა. GT-R-მა ყველა რბოლა მოიგო რომელშიც მონაწილეობდა. საბოლოოდ, მისი წაუგებელი სერია როტორულმა ძრავიანმა Mazda-მ შეწყვიტა. მართალია, მისი S20 ძრავა მხოლოდ 2-ლიტრიანი იყო, მაგრამ იმ დროისთვის შთამბეჭდავ 160 ცხენის ძალასა და 180ნმ-ს გამოიმუშავებდა. ხმა კი გიჟური ჰქონდა.

VOLVO 850 - FLYING BRICK – მფრინავი აგური

გახსოვთ ოთხკუთხა ვოლვოები“ წარსულიდან? Volvo 850 ერთ-ერთი ბოლო მოდელი იყო, რომელსაც კვადრატული დიზაინი ჰქონდა. უფრო ცხელი, 850R ვერსიის წყალობით, ეს ავტომობილიც საკმაოდ პოპულარულია. ვინ წარმოიდგენდა, რომ 1997 წელს 2.3-ლიტრიან ტურბოკომპრესორიან 5-ცილინდრიან ძრავას 250 ცხენის ძალა და 350ნმ ექნებოდა.

აგურის ფორმა იმ დროს ვოლვოს“ დიზაინის ენა იყო. 850-ის შემთხვევაში კი მას სიტყვა მფრინავი“ ნამდვილად შეეფერებოდა. მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ვერსიები 100კმ/სთ-მდე 6.5 წამში აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე - 255კმ/სთ. ავტომატურ გადაცემათა კოლოფიან მოდელებს ნაკლები ძალა ჰქონდა: 240 ცხენის ძალა და 300ნმ.

Volvo-მ გადაწყვიტა, რომ ეს ავტომობილი უნივერსალის სახით ტურინგის ბრიტანულ სერიებში გამოეყვანათ, სადაც მან ზედმეტსახელი გაამართლა.

BMW Z3 COUPE - CLOWN SHOE - კლოუნის ფეხსაცმელი

BMW Z3 წელს გამოვიდა და 2002 წლამდე უშვებდნენ. მას რბილსახურავიანი და კუპე ვერსია ჰქონდა. უკანა ნაწილის დიზაინის გამო მოგვიანებით მას ზედმეტსახელად კლოუნის ფეხსაცმელი შეარქვეს. სხვა კუპეებისგან განსხვავებით, Z3 კუპეს შუთინგ ბრეიქ დიზაინი ჰქონდა. სახურავის ხაზი მალევე სრულდებოდა და მრგვალი დაბოლოებებისკენ დახრას იწყებდა.

მიუხედავად საკამათო გარეგნობისა, ეს ავტომობილი 6-ცილინდრიანი ძრავების მრავალფეროვნებას გვთავაზობდა. მათგან ყველაზე ძლიერი S54 იყო. 3.2-ლიტრიანი ძრავა 321 ცხენის ძალასა და 350ნმ-ს გამოიმუშავებდა. ამერიკულ ვერსიას კი 315 ცხენის ძალა და 340 ნმ ჰქონდა. Z3 E36 პლატფორმაზე იყო დაფუძნებული, თუმცა, E30-ის უკანა ნაწილი ჰქონდა.

MAZDA RX-7 - ROTARY ROCKET- როტორული რაკეტა

ეს ავტომობილი Mazda-ს მოყვარულებს შორის ყველაზე პოპულარულია. ზოგი ამ ზედმეტსახელს Mazda RX3-ს უკავშირებს. ავტომობილს, რომელმაც Nissan Skyline 2000 GT-R-ს რბოლებში დომინაცია შეწყვიტა. საბოლოდ კი შეთანხმდნენ, რომე ეს ზედმეტსახელი RX-7 FD-ს ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ 13B REW როტორულ ძრავას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, მან სწორ გზაზე აჩქარებით თამაში მთლიანად შეცვალა და ავტომობილს როტორული რაკეტის წოდება მოუტანა.

1990-იანებში Supra, Skyline და 300ZX დომინირებდნენ, მაგრამ Mazda მათ არაფრით ჩამოუვარდებოდა და ამას იდეალური ბალანსით და მსუბუქი წონით ახერხებდა.

AC FIREBIRD TRANS AM - SCREAMING CHICKEN - მყვირალა ქათამი

Pontiac Firebird Trans Am-ი, ისევე, როგორც ბევრი სხვა ამერიკული მალქარი, ფილმში გამოჩნდა. ბარტ რეინოლდსი ამ ავტომობილს ფილმში Smokey and the Bandit მართავდა. ის ასევე გახდა შთაგონება Knight Rider-ის K.I.T.T-ის. სამწუხაროდ, 1970-იანებში გამონაბოლქვის სტანდარტების გამკაცრების გამო, ეს ავტომობილი მხოლოდ სწრაფად გამოიყურებოდა. 1977 წელს მისი 6.6-ლიტრიანი ძრავა მხოლოდ 185 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

ამ ავტომობილის შთაგონება ფენიქსი იყო და ავტომობილს Firebird ამიტომ ეწოდა. თუმცა, ხალხმა მას „მყვირალა ქათამი შეარქვა და მას შემდეგ ეს ზედმეტსახელი შერჩა.

LAMBORGHINI LM002 - RAMBO LAMBO - რემბო ლამბო

Lamborghini თავისი სუპერქარებითაა ცნობილი. თუმცა, ამ კომპანიამ ტრაქტორების წარმოებით დაიწყო. შუალედში კი Lamborghini LM002 სუვი იყო. ის სამხედრო ავტომობილზე იყო დაფუძნებული – Cheetah-ზე, რომელსაც ამერიკის არმია ამზადებდა. AM General-მა დაასწრო და HUMVEE გამოუშვა. საბოლოოდ კი, არნოლდ შვარცნეგერის წყალობით, Hummer H1.

საბოლოოდ, Lamborghini-Cheetah-სა და LM001 პროტოტიპზე დაყრდნობით LM002 ააწყო. Lamborghini LM002 1986 წელს გამოვიდა და 1993 წლამდე 328 ეგზემპლარი აიწყო. ზოგიერთი ვარაუდით, ამ ავტომობილს რემბო იმიტომ დაერქვა, რომ სწორედ სილვესტერ სტალონეს რემბოს პოპულარობის დროს გამოჩნდა. სხვა ვერსიით კი ეს სახელი თავიდანვე მისი დანიშნულების გამო შეერქვა.

LM002-ს 5.2-ლიტრიანი V12 ძრავა ჰქონდა, რომელიც Countach-იდან ისესხა. ამერიკულ ვერსიაში ის 420 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, ევროპულში კი 450-ს. ზოგიერთი ვერსია უფრო ძლიერი 7.2-ლიტრიანი V12 ძრავითაც იყო.

TOYOTA MR-2 SW20 - POOR MAN’S FERRARI - ღარიბი კაცის Ferrari

1990-იან წლებში იტალიურ სტილში ბევრი ხელმისაწვდომი კუპე გამოვიდა. ზედმეტსახელს ღარიბი კაცის ferrari ბევრი მათგანის მიმართ გამოიყენებოდა.

თუმცა, ეს ზედმეტსახელი ყველაზე მეტად SW20 თაობი Toyota MR2-ს უხდებოდა. მას შუაძრავიანი განლაგება ჰქონდა. ასევე Ferrari-ს მსგავსი საჰაეროები და ამოსაწევი მაშუქები. ყველაზე სასურველ GTS ვერსიას 2.0-ლიტრიანი ძრავა ჰქონდა, რომელიც 245 ცხენის ძალასა და 304ნმ-ს გამოიმუშავებდა.

ის მხოლოდ 0.1 წამით ნელი იყო, ვიდრე Ferrari 348, ომელიც 0-100კმ/სთ-მდე 5.5 წამში აღწევდა. რა თქმა უნდა, Toyota გაცილებით იაფი ღირდა, ვიდრე Ferrari.

BMW 3.0 CSL (E9) – BATMOBILE - ბეტმობილი

BMW E9 BMW E24-ის წინაპარია, რომელიც კიდევ ერთი ბავარიული ლეგენდაა. გერმანული კუპე 1968 წელს გამოჩნდა, მაგრამ ყველაზე საინტერესო ვერსია 1972 წელს გამოვიდა Coupe Sport Leicht (CSL). c3.0 CSL-ი ჰომოლოგაციური სპეციალური გამოშვება იყო. იმისთვის აიწყო, რომ European Touring Car Championship-ში მიეღო მონაწილეობა.

თავდაპირველად 3.0 CSL-ს იგივე ძრავა ჰქონდა, რაც 3.0 CS-ს. საბოლოოდ, მან 3.2-ლიტრიანი აგრეგატი მიიღო, რომელიც 206 ცხენის ძალასა და 286კმ/სთ-ს გამოიმუშავებდა.

რაც შეეხება ზედმეტსახელს, ეს სახელი BMW 3.0CSL-მა თავისი აღჭურვილობის გამო მიიღო, რომელიც ბეტმობილის შესახედაობას აძლევდა. მას დიდი უკანა ფრთა და წინა სპლიტერი ჰქონდა. სხვადასხვა აეროდინამიკული დანამატით მან საშიში გარეგნობა მიიღო.

მსგავსი სიახლეები