ამერიკელი ჯარისკაცი
სამხედრო დანიშნულება
ათწლეულების განმავლობაში Hummer-მა ბევრი განსხვავებული როლი ითამაშა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც. 50-იან წლებში ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი, მცირე ზომის სატრანსპორტო საშუალებების და მსუბუქი სატვირთოების ჩანაცვლება „ჰამერის“ პირველ მანქანას უკავშირდება.
პირველი „ჰამერი“ ბრძოლის ველზე 10 განსხვავებული დიზაინით გამოჩნდა. აგრეგატი 6.2 ლიტრიანი V8 ძრავა იყო. ავტომობილის გაბარიტები იმდენად დიდი იყო, რომ ეს ყველაფერი მის წონაზე აისახებოდა და 2300 კილოგრამს შეადგენდა. ევროპის სახმელეთო ომის დროს მისი გადაადგილება ხშირად დიდ სირთულეს წარმოადგენდა.
პირველად Hummer-ი 1989-90 წლებში პანამის შეიარაღებული ძალების დაშლისთვის გამოიყენეს, რასაც ამერიკის ჯარში მორიგი სპეცოპერაციები მოყვა.
 
სამოქალაქო ვერსია
„ჰამვის“ გაყიდვების განვითარებში არნოლდ შვარცნეგერმა დიდი როლი ითამაშა. პირველი სამოქალაქო ვერსია გაყიდვაში 1992 წელს ჩუშვეს. კომპანია მომხმარებლებს რამოდენიმე განსხვავებულ ვერსიას სთავაზობდა, მათ შორის „პიკაპის“ და უნივერსარული ვერსიაც იყო. სერიული წარმოების ვერსიები სამი ტიპის ძრავით იყო აღჭურვილი: ორი დიზელის და ერთი ბენზინის ძრავით. მიუხედავად დიდი გაბარიტებისა, ინტერიერში პატარა ადგილი იყო, მაგრამ ავტომობილს საბურავებში წნევის რეგულირების (მომატება-დაკლების) ფუნქცია გააჩნდა.
სამოქალაქო ვერსიამ ბაზარზე 12 წელი იარსება, თუმცა მისი პოპულარული იმიჯიდან გამომდინარე გაყიდვები საკმაოდ მოკრძალებული იყო. 1992 წლიდან 2004-მდე რეალურად მხოლოდ 11 818 ერთეული გაიყიდა. ეს მოდელი ამერიკის შეიარაღებულ ძალებში დღემდე ლეგენდარული jeep-ის ერთადერთ შემცვლელად რჩება.