Top 5 წარმოუდგენლად ძვირადღირებული Mercedes-ი
Aa
Aa

Top 5 წარმოუდგენლად ძვირადღირებული Mercedes-ი

Mercedes-Benz-ი ეგზოტიკური ავტომობილების მწარმოებელი ბრენდი არ არის. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ავტომწარმოებელს ძვირადღირებული ავტომობილები არ ჰყავს. სანამ Mercedes-AMG Project One ჰიპერქარის დებიუტი შედგება, გავიხსენოთ 5 წარმოუდგენლად ძვირადღირებული ავტომობილი, რომელიც წლების განმავლობაში Mercedes-მა გამოუშვა.

2011 MERCEDES-BENZ SLR MCLAREN 999 RED GOLD DREAM - $10 მილიონი

Mercedes-Benz SLR McLaren -ი ისედაც იშვიათი და ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილია, რაც კი Mercedes-ს გამოუშვია. ეს პროექტი იმითაც იყო ღირებული, რომ საქმეში McLaren-ი ჩაერთო., რომელიც იმ დროს მხოლოდ ავტოსპორტში იყო ჩართული. გაინტერესებთ, რომელია კიდევ უფრო ძვირიანი SLR McLaren-ი? რა თქმა უნდა, მოდიფიცირებული.

ეს კონკრეტული სპორტული ავტომობილი არა რომელიმე გერმანულმა ტიუნინგ ატელიემ გარდაქმნა, არამედ შვეიცარიელმა დიზაინერმა ული ანლიკერმა. შედეგად, SLR 999 Red Gold Dream-ი მივიღეთ. ეს ავტომობილი დაახლოებით იმდენივე ღირს, რამდენიც 4 Bugatti Chiron-! ეს ავტომობილი იმის დამამტკიცებელია, რომ ბევრი ფული კარგ გემოვნებას არ ნიშნავს. ავტომობილს ექსტერიერსა და ინტერიერს 24-კარატიანი ოქრო ამშვენებს. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და 600 ლალის ქვაც დაუმატეს. მხოლოდ საღებავში $300,000-ის ღირებულების ოქროა გარეული.

ძრავა ხელშეუხებელი დატოვეს. 5.4-ლიტრიანი კომპრესორიანი V8 ძრავა 617 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც 2000-იანების შუისთვის საკმაოდ ბევრია. ისევე, როგორც ავტომობილის ფასი.

2005 MERCEDES-MAYBACH EXELERO - $8 მილიონი

ახსოვთ Exelero? ერთადერთი გრანდ ტურერი, რომელიც Fulda-სთვის დაამზადეს. Fulda გერმანული საბურავების მწარმოებელი Goodyear ის შვილობილი კომპანიაა. ეს ავტომობილი 2004 წელს, Daimler-თან (იმ დროს DaimlerChrysler ) თანამშრომლობით Stola-მ ააწყო. ეს უნდა ყოფილიყო ავტომობილი, რომელსაც Fulda საბურავების გამოსაცდელად გამოიყენებდა.

5.9-ლიტრიანი ტვინ-ტურბო V12 ძრავა 690 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ეს კი იმ დროისთვის საკმაოდ ბევრი იყო. ამ ავტომობილს, SLR McLaren-ის მსგავსად, 5-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით იყო. 0-100კმ/სთ-მდე 4.4 წამში აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე – 350+კმ/სთ.

ცრემლის ფორმა, გრძელი კაპოტი და 23-იანი დისკები Transportation Design School of Pforzheim University of Applied Sciences-ის 4 სტუდენტის შემოქმედებაა. ეს ავტომობილი მდიდრულადაა არვილი ისევე, როგორც სხვა Mercedes Maybach-ები. რაც უჩვეულო ისაა, რომ ამ ავტომობილს რამდენიმე სპორტული დეტალიც აქვს. მაგალითად, კარბონის აქცენტები, სპორტული სავარძლები და უსაფრთხოების ღვედები.

ეს არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი Mercedes-ია, რაც გამოსულა, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულიც. ამას მისი აღჭურვილობის გარდა, ისიც განიპირობებს, რომ ეს მსოფლიოში ერთადერთი ეგზემპლარია.

2002 MERCEDES-BENZ CLK GTR ROADSTER - $3.5 მილიონი


Mercedes-Benz CLK GTR-ი იმ ლე მანის ოქროს ერაში გამოვიდა. იმ დროს FIA-GT Championship-ი დაიწყო. ლე მანის გამძლეობის ავტომობილები, მაგალითად, Toyota TS050, საგზაო ავტომობილებისგან ძალიან შორს იყო. ახალი ჩემპიონატის რეგულაციები კი მოითხოვდა, რომ სარბოლო ავტომობილები საგზაო ავტომობილებზე ყოფილიყო დაფუძნებული.

Mercedes-Benz CLK GTR სულ 26 ეგზემპლარად აიწყო. 20 კუპე და 6 როდსტერი. შესაბამისად, ეს სუპერქარი საკმაოდ იშვიათია. გამოსვლის დროს CLK GTR თავის დროში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი იყო. 1998-199 წლებში ის $1,547,620 ღირდა.

კაბრიოლეტი AMG-ის სპეციალისტების გუნდმა H.W.A.-მ შექმნა. მას 6.9-ლიტრიანი V12 ძრავა აქვს, რომელიც 604 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გადაცემათა კოლოფი – 6-სიჩქარიანი თანმიმდევრული მექანიკური. რა თქმა უნდა, ასეთ ავტომობილში ინტერიერის კომფორტულობას ნაკლები ყურადღება ენიჭება. ეს იყო სარბოლო ავტომობილი ქუჩებისთვის.

2002 MERCEDES-BENZ CLK GTR SUPERSPORT - $3 მილიონი


იცოდით, რომ Mercedes-Benz CLK GTR- Super Sport ვერსიაც ჰქონდა? AMG-ს სპეციალისტების ჯგუფმა H.W.A-მ 5 კუპე Super Sport ვერსიად გადააკეთა. ის გამოირჩეოდა დიდი ზომის სპლიტერით და უფრო დიდი ატმოსფერული 7.3-ლიტრიანი V12 ძრავით, რომელიც 711 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

ს ძრავა  Pagani Zonda S 7.3-შიც გამოჩნდა, რომელიც დაახლოებით იმ დროს გამოვიდა, რა დროსაც CLK GTR Supersport-ი. 107 ცხენის ძალით მეტს გამოიმუშავებდა, ვიდრე სტანდარტული მოდელი. Super Sport ვერსიას 6-სიჩქარიანი მიმდევრობითი გადაცემათა კოლოფი ჰქონდა.

გასაკვირი არაა, რომ CLK GTR Super Sport-ი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სტანდარტული მოდელი. გარდა იმისა, რომ ის ძალიან იშვიათია, ის ამ სიაში ყველაზე ძლიერიცაა. თუმცა, მისი ფასი მაინც უფრო ნაკლებია, ვიდრე CLK GTR Roadster-ი.

1991 MERCEDES-BENZ C112 - $3 მილიონი

Mercedes-Benz C112 ახალი ტექნოლოგიების გამოსაცდელად შეიქმნა. საბოლოოდ კი წარმოებულ ავტომობილად იქცა. ადაპტური დაკიდების სისტემა, საბურავების წნევის მონიტორინგი და მსგავსი სისტემები 1991 წლისთვის ახალი იყო.

ამ ავტომობილის შექმნაში მონაწილეობა იტალიურმა ატელიე Carrozzeria Coggiola-მ მიიღო. C112-ის წინა და უკანა ფრთა ელექტრონულად კონტროლდებოდა.

Mercedes-Benz C112-ს უკან მოთავსებული 6.0-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავა აქვს, რომელიც 402 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძალა უკანა თვლებს 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით გადაეცემა. ეს იყო Sauber-ის აწყობილი C11 Group C სარბოლო პროტოტიპის გზებზე დაშვებული ვერსია.

C112 იმ დროისთვის მაღალ ტექნიკურ შესაძლებლობებს გვთავაზობდა. 0-100კმ/სთ-მდე 4.9 წამში აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე – 309კმ/სთ. გარდა ამ ტექნიკური მონაცემებისა, ამ ავტომობილს მაღალ ფასს მისი იშვიათობაც განაპირობებს.

მსგავსი სიახლეები