Honda-ს სპორტული მოდელები საქართველოში
Aa Aa

Honda-ს სპორტული მოდელები საქართველოში

საქართველოში იაპონური ავტომობილები მტკიცე სტატუსით და დიდი პოპულარულობით სარგებლობენ. წლების განმავლობაში დაგროვებულმა გამოცდილებამ ქართველი ავტომოყვარულები გარკვეულ აზრამდე მიიყვანა: იაპონური ავტომობილი იაფია, ადვილი მოსავლელია და გამძლეობით გამოირჩევა.

ამ სტატიაში „ჰონდას“ ის სპორტული მოდელები იქნება განხილული, რომლებსაც 1990-2000 წლების საქართველოში ყველაზე მეტად შეხვდებოდით. აუცილებელი კრიტერიუმი მისი სპორტული უნარებია.

Honda Civic

Post Oil & Grip

ამ კომპანიაში Honda Civic-ი ყველაზე გავრცელებული და გაყიდვადი მოდელია. მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას უაღრესად ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. მან წლების განმავლობაში საქართველოში ადგილი მტკიცედ დაიმკვიდრა. იმდენად სპორტული ავტომობილის სტატუსი აქვს, რომ ძრავის მოცულობას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, თუ „სივიკია“ ესე იგი სპორტულია. ჩვენს ქვეყანაში დროში გამძლეობის ტესტი ყველაზე კარგად „სივიკის“ სამ თაობას აქვს გავლილი: EF, EG და EK მოდელებს. სამივე ერთმანეთზე უკეთესია. ამ მოდელების საბაზისო და ეკონომიური ვარიანტები გაცილებით მეტი ჰყავს, ვიდრე სპორტული, თუმცა ჩვენ მხოლოდ სპორტულ ვარიანტებზე გვაქვს საუბარი. თუ, რომელიმე მათგანი DOHC VTEC ვერსიაა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს წინაშე მსოფლიო კლასის სპორტული მოდელია. მოცემული მოდელები მსოფლიო და ქართულ ავტოსპორტში უდიდესი წარმატებებით სარგებლობენ. 1600 კლასში კონკურენტი თითქმის არ ჰყავთ. 160 ცხენის ძალა, „ვიტეკის“ სისტემა და მსუბუქი ძარა დაუვიწყარი შეგრძნებების მომტანია. ამ ყველაფრის გვირგვინი კი Type R მოდელია, რომელიც ზევით ჩამოთვლილებიდან, მხოლოდ EK მოდელს გააჩნია და 185 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Honda Civic Type-R X (EK9) 1999–2000 wallpapers (1280x960)

Honda Prelude

TOPRANK GLOBAL | Find top quality used cars from our stock

სპორტული Coupe 90-იანი წლების საქართველოში საკმაოდ მიმზიდველი იყო. „ჰონდის“ თაყვანისმცემლებმა Prelude-ის მოდელი აირჩიეს, რომელიც ლამაზი ვიზულით გამოირჩეოდა. თუ მას 2.2 VTEC-ის ძრავა ჰქონდა, ვიზუალურ მონაცემებს ტექნიკურიც ემატებოდა და თქვენს წინაშე სწრაფი და მოქნილი „კუპე“ ყალიბდებოდა. ჩვენს სამშობლოში გავრცელებული მე-4 და მე-5 თაობის Prelude-ები იყვნენ. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ პერიოდში იაპონიიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი ძალიან დიდი მოთხოვნით გამოირჩეოდა. საქართველოში JDM მოდელების გავრცელების მიზეზს ეს ფაქტორი უწყობდა ხელს. იაპონიის ბაზრისთვის განკუთვნილ მოდელებს კი 185 ცხენის ძალის მაგივრად 200 ჰქონდათ. იშვიათად შეხვდებოდით 4WS მოდელს, რომელსაც უკანა თვლების მოხვევის ფუნქციით იყო აღჭურვილი. ავტოსპორტში დიდი მიღწევებით არ გამოირჩეოდა, თუმცა „ჰონდას" და სისწრაფის მოყვარულებს დანამდვილებით უყვარდათ.

Honda CRX

1991 Honda CRX SiR Is Ready For More Track Days

ერთი შეხედვით მინიატურული მანქანაა, თუმცა მისი „გიჟი“ ხასიათი ყველამ იცის, ვინც ამ მოდელის საჭესთან ერთხელ მაინც მჯდარა. დღეს მეორე თაობის მოდელზე ვილაპარაკებთ, რადგან ყველაზე დიდი პოპულარულობა მან დაიმსახურა. ის „სივიკის“ პლატფორმაზე იყო აწყობილი, თუმცა სახასიათო განსხვავებები მაინც ჰქონდა. დაბალი და აეროდინამიკაზე გათვლილი ძარა მას მეტად აგრესიულს ხდიდა. ამ ყველაფერს მისი მსუბუქი უკანა ნაწილი ემატებოდა და დაბალ სიჩქარეზეც კი მართვის დაკარგვა საკმაოდ ადვილი იყო. აღნიშნული მოდელის ყველაზე მძლავრი ვერსია DOHC VTEC-ი იყო. 150 ცხენის ძალა სრულიად საკმარისი იყო, რომ მასზე გაცილებით დიდი ძრავის მქონე ავტომობილებისათის „ჭკუა ესწავლებინა“.

Honda Accord EURO R

Honda Accord Euro R (CL1) 2000–02 pictures (1280x960)

„აკორდის“ საბაზისო მოდელი საშუალო ზომის საოჯახო ავტომობილია, ხოლო მაშინ, როცა თქვენს ავტომობილს უკან Euro R-ი აწერია, ყველაფერი იცვლება. ერთი შეხედვით საოჯახო სედანი სინამდვილეში ცხვრის ტყავში გახვეული მგელია. 220 ცხენის ძალა და 7000-ზე მეტი ბრუნი მას ყველა სპორტული სედანისთვის არასასურველ მეტოქედ ხდის. ამ ყველაფერს ბლოკირებული დიფერენციალი ემატება, რადგან გზის საფართან უკეთეს მოჭიდებაში იმყოფებოდეს. მისი გარჩევა უბრალო „აკორდისგან“ ბევრი სხვა დეტალებითაც შეიძლება, რომლებიც „ჰონდას“ მოყვარულებისთვის ძალიან მარტივი ამოსაცნობია.

Honda Integra Type R

1997-2001 ACURA INTEGRA TYPE R DC2 JDM - Fortune Auto Coilovers

ამ კონკრეტული მოდელის დანიშნულება სპორტია. მას მსოფლიოს უამრავ კუთხეში, ავტოსპორტის სხვადასხვა დისციპლინებში დღემდე აქტიურად იყენებენ. მისი დამარცხება თანამედროვე სპორტულ მოდელებსაც კი ძალიან უჭირთ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც საბაზისო მოდელი ფართო აუდიტორიისთვის უფრო ნაკლებად ცნობადია, ვიდრე Type R მოდელი, რასაც ზემოდხსენებულ „სივიკზე“ და „აკორდზე“ ვერ ვიტყვით. ვინაიდან ეს სტატია 1990—2000 წლებში აქტიურ მოდელებს ეხება, ჩვენ DC2 მოდელს გამოვარჩევთ. აქვე ვიტყვით, რომ დღევანდელი მონაცემებით მისი მომდევნო მოდელი (DC5) გაცილებით პოპულარულია, მაგრამ გადაშენების პირას მყოფი წინა მოდელი, მოცემულ პერიოდში უფრო მოთხოვნადი იყო. 1.8 ლიტრის მქონე ლეგენდარული B სერიის VTEC-ის ძრავა დაახლოვებით 9000 ბრუნამდე აღწევდა. ყველაზე ძლიერი “VTEC Kick”-ის მქონე ძრავია. “ჰონდას“ ინჟინრებმა ბევრი იშრომეს, რომ ავტომობილს მოსახვევის სტაბილურად დაძლევა მარტივად შესძლებოდა. საქართველოში ამ მოდელებს დინოზავრების ბედი ეწიათ და სულ რამოდენიმე შემორჩა.

Honda S2000

Honda S2000. Le guide d'achat (1999-2009)

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოდელი ჩვენს ქვეყანაში დიდი რაოდენობით ვერ დაიტრაბახებს, ჩვენს სიაში ყოფნას მაინც იმსახურებს . სულ რომ სამი ერთეული დადიოდეს, ისეთი მანქანაა, რომ ერთი დანახვისას სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ. ეს მოდელი მსოფლიო ავტოინდუსტრიას რეკორდით შეხვდა. მას 2 ლიტრიანი ატმოსფერული ძრავა ჰქონდა და 240 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, რაც იმ დროისთვის 1 ლიტრიდან მიღებული ცხენის ძალის რეკორდი იყო (1 ლიტრი= 120 ც.ძ.) მანამდე ეს რეკორდი BMW M3-ს ეკუთვნოდა. უკანა წამყვანის კონფიგურაცია ავტომოყვარულებში უფრო მეტ ემოციას აღძრავდა. იგი 2 ადგილიანი „როუდსტერია“, რომელსაც ძრავა მიუხედვად იმისა, რომ წინა ნაწილში აქვს განთავსებული, მაინც ავტომობილის ცენტრისკენაა შეწეული. მსგავსი ინჟინერული იდეები მას ძალზედ სპორტულ ავტომობილად ხდის. ქართველი Honda-ს მოყვარულები უკანა წამყვანი ავტომობილების მიმართ დიდი ინტერესით არ გამოირჩევიან, თუმცა ეს მოდელი მათთვისაა, ვისაც უკანა წამყვანის კონფიგურაცია და შეუდარებელი VTEC-ის მაღალბრუნიანი ძრავა დიდ სიამოვნებას ანიჭებთ.

How the 2000-'03 Honda S2000's High-Revving Engine Punched... | Hemmings

თანამედროვე ავტოწარმოება სპორტულ მოდელებს დიდ ყურადღებას აღარ უთმობს. ესეთ ავტომობილებზე მოთხოვნა ძალიანაა შემცირებული. სამწუხაროდ Honda-მაც ბევრი სპორტული მოდელი წარმოებიდან სრულად ამოიღო. ზემოთ ჩამოთვლილი მოდელებიდან მხოლოდ Civic Type R-ს აწარმოებს. ესეთი ლეგენდარული მოდელების გაქრობა დასანანი იქნება, ამიტომ ძველი მოდელების ფასი ყოველდღიურად იზრდება. თუ თქვენ, რომელიმე მათგანს ფლობთ, ბედნიერი ავტომოყვარული ხართ, რადგან ახალ თაობას Honda-ს სპორტული მოდელებით ტკბობის შესაძლებლობა ნაკლებად ექნებათ.

გაზიარება: