BMW Z1 და მისი დასაწყისი
ამ მოდელს ყველა რეცეპტი გააჩნდა, რაც BMW-ს მოყვარულებს მოსწონდათ. სიგრძეში 4 მეტრზე ნაკლები, ხოლო წონაში 1250 კილოგრამი იყო. იგი 80-იანი წლების BMW E30 325-ის ძრავით იყო აღჭურვილი. პატარა გაბარიტების და დაბალი წონის გამო 170 ცხენისძალიანი „როუდსტერი“ ძალზედ მოქნილი გამოვიდა. ასო Z გერმანული სიტყვის Zukunft-ის აბრევიატურა იყო და მომავალს ნიშნავდა.
1985 წელს კომპანიამ M Technik-ის განყოფილება ჩამოაყალიბა. მათი დანიშნულება ავტოსპორტიდან მიღებული გამოცდილების ყოველდღიურობაში გადმოტანა იყო. გასაოცარია, მაგრამ ამ განყოფილებაში მომუშავე ადამიანებს სულ რაღაც 8 თვე დასჭირდათ Z1-ის შესაქმნელად, ხოლო დამატებით 12 თვის შემდეგ კი სრულყოფილად მოქმედი პროტოტიპი შექმნეს. 1987 წელს ფრანკფურტის აუტოშოუზე მსოფლიომ BMW Z1 იხილა.
მისთვის ყველაზე სახასიათო დეტალი ვერტიკალურად მოძრავი კარია. ეს ინსპირაცია ინჟინრებს არ დაუმალავთ და მალევე განაცხადეს, რომ მსგავსი კარების სისტემა 60-იანი წლების Kiaser Darrin-დან ჰქონდათ აღებული. თუ ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 507 მოდელის შემდეგ BMW-ს „როუდსტერი“ აღარ შეუქმნია. Z1 სერიული წარმოების არ ყოფილა, იგი შეზღუდული ტირაჟით, სულ რაღაც 8000 ერთეული გამოვიდა და მისი ფასი 80 000 გერმანულ მარკას წარმოადგენდა. ეს მოდელი BMW-ს ისტორიაში ლეგენდარული ZET მოდელების დასაბამი გახდა. იგი ჩანასახი იყო იმისა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მომავალში Z3, Z4 და Z8 მოდელები.
Kaiser Darrin