2025 წელს სრულიად ახალი Niva გამოვა
ეს ავტომობილი უკვე 45 წელია გამოდის და, სამწუხაროდ, ავტოსამყაროში, კიდევ დიდხანს დარჩენას აპირებს.
ყველაფერს აქვს დასასრული, თუმცა, Niva-ს გზის ბოლო ჯერ კიდევ არ ჩანს. ორიგინალი მოდელი 1977 წლიდან გამოდის და მას შემდეგ დიდად არც შეცვლილა. თუმცა, 2025 წელს მას მნიშვნელოვანი განახლება ელის.
Lada-ს მფლობელი Renault-ი და Dacia-ს ამბობენ, რომ 2025 წელს ახალ Niva-ს ვიხილავთ.
Niva უკვე 45 წლისაა, მაგრამ კომპანია მასზე უარის თქმას არ აპირებს. ორიგინალ მოდელს Lada Niva Legend-ი უწოდეს. Niva Travel მოდელი კი 2020 წელს განაახლეს. როგორც ამბობენ, რუსეთში მასზე ჯერ კიდევ მაღალი მოთხოვნაა. თანაც იქ რეგულაციების დაცვით თავს მაინცდამაინც არ იწუხებენ, ამიტომ Niva გზას კიდევ დიდხანს გააგრძელებს.
Dacia-ს ვიცე პრეზიდენტმა ლიონელ ჯელეტმა ახალი 7-ადგილიანი Jogger-ი წარმოადგინა, რომელიც Renault-ის CMF-B პლატფორმაზე იქნება. სწორედ ამ პლატფორმას მიიღებს ახალი Niva-ც.
უახლესი Niva Bronto-ს 1.7-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა 83 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გადაცემათა კოლოფი - 5-სიჩქარიანი მექანიკური.
უცნობია, შეიცვლება თუ არა ეს ძველისძველი ძრავა და მიიღებს თუ არა მეტ ცხენის ძალას Niva, თუმცა, რაც უნდა მოხდეს, ის ყველაზე სასურველი ყველგანმავალი ნამდვილად არ იქნება.