Audi, RS, Q, e-tron
Aa
Aa

რის მიხედვით არქმევს Audi თავის მოდელებს სახელებს?

Audi გერმანიის ავტომწარმოებლების „დიდ სამეულში“ BMW-სთან და Mercedes-თან ერთად შედის. მისი მოდელები მსოფლიოს მასშტაბით ძალიან პოპულარულია. მათი ამოცნობა ნამდვილი ავტომოყვარულებისთვის რთული არ არის.

ეს ავტომწარმოებელიც თავის მოდელებს ასოებისა და რიცხვების კომბინაციით არქმევს. რა თქმა უნდა, ეს სისტემა შემთხვევითი არაა და თითოეულ ასოსა და რიცხვს თავისი მნიშვნელობა აქვს.

თავდაპირველად, მოდით განვმარტოთ, რას ნიშნავს თვითონ Audi. ამ ავტომწარმოებლის დამაარსებელს ავგუსტ ხორხი ერქვა. Horch გერმანულად სმენას ნიშნავს. ლათინურად კი სმენა ითარგმნება, როგორც Audi. ეს ავტომწარმოებელი ოთხი პარტნიორი კომპანიისგან შედგება: Audi, DKW, Horch და Wanderer. სწორედ ამიტომ, ლოგოზე ერთმანეთზე გადაბმული 4 რგოლია გამოსახული.

Audi მოდელების სახელებისთვის ასოებისა და რიცხვების კომბინაციებს იყენებს. ეს ასოებია “A”, “Q” & “R”. ამ ასოებს მოჰყვება ციფრები 3, 4, 5, 6, 7 და 8. რას ნიშნავს სინამდვილეში ეს სახელწოდებები? შეგახსენებთ, რომ, რაც უფრო მაღალია ციფრი, მით უფრო დიდია ავტომობილის ზომა.

ბრენდი ასო ნომერი ავტომობილები
Audi A 1 ჰეჩბექი
A 3, 4, 6, 7, 8 5-კარიანი საშუალო ზომის სედანი/ჰეჩბექი
Q 3, 5, 7 კროსოვერი
R 8 როდსტერი
RS 4, 5, 7 RS - RennSport (Racing Sport) კუპე
S 3 S – სპორტული მოდელი; S3 პატარა სპორტული ჰეჩბექი
S 4, 5, 6, 7, 8 S4-S8 საშუალო ზომის სპორტული სედანი/უნივერსალი/კუპე/ჰეჩბექი
TT TT კომპაქტური ავტომობილი – VW Group-ის A პლატფორმაზე
TTS TTS კომპაქტური სპორტული ავტომობილი მაღალი ტექნიკური შესაძლებლობებით
TT RS TT RS “RennSport” / კომპაქტური სარბოლო სპორტული ავტომობილი

e-tron

ელექტრო ავტომობილები

 

Audi S8

Audi ავტომობილებისთვის შემდეგ ციფრებს იყენებს:

1 = A1
2 = Q2
3 = A3, Q3,
4 = A4, S4, RS4
5 = A4, A5, S5, RS5, Q5, SQ5
6 = A6, S6, RS6
7 = A7, S7, RS7, Q7, SQ7
8 = A8, S8, RS8, Q8, SQ8, RSQ8

A და S მოდელები:

Audi A ასოთი სედანის ან ჰეჩბექის სახელებს იწყებს. A1 3-კარიანი ან 5-კარიანი ჰეჩბექია. Audi-ს 5 სედანი ჰყავს. A3-დან დაწყებული A8-თ დასრულებული. რაც უფრო მაღალია ასოს შემდეგ ციფრი, უფრო დიდი ზომისაა სედანი.

S ასო სპორტს ნიშნავს. ეს ავტომობილები A მოდელებს ჰგავს იმ განსხვავებით, რომ უფრო დიდი და ძლიერი ძრავა აქვთ. მაგალითისთვის S6-ის 8-ცილინდრიანი ძრავა 450 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, A6-ის 6-ცილინდრიანი 333-ს.

Audi A8

Q მოდელები:

Audi Q ასოს სუვებისთვის იყენებს. Q ასო “Quattro-ნიშნავს, რაც ოთხივეწამყვან ავტომობილს გულისხმობს. Audi-ს ყველაზე პატარა სუვი 5-კარიანი Q2-ია, ყველაზე დიდი, სრული ზომის მდიდრული სუვი - Q7.

Audi Q7

და RS მოდელები:

“R” და “RS” Audi-ს სახელწოდებებში როდსტერს და “Racing Sport”-ს ნიშნავს. R მოდელები “Audi Space Frame” პლატფორმაზეა, RS მოდელები A5-ზე. გარდა ამისა, კომპანია R8 & RS-4, 5 & 7 მოდელებს გვთავაზობს.

Audi R8

TT მოდელები:

TT იშიფრება, როგორც Tourist Trophy. ეს არის მოტოციკლეტების სარბოლო ტურნირი, რომელიც კაცების კუნძულზე ტარდება. TT მოდელები კომპაქტური სპორტული ავტომობილებია, რომლებსაც განივი განლაგების ტურბოდაბერვის ძრავა აქვს. TT S და RS ვერსიების სახით გამოდის.

Audi TT RS

E-Tron მოდელები

Audi e-tron-ი კომპანიის ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების სერიაა. 2009 წელს ფრანკფურტის ავტოშოუზე კომპანიამ პირველი e-tron კონცეპტი წარმოგვიდგინა. 2019 წელს, 10 წლის შემდეგ კი პირველი სრულიად ელექტრო სუვი ჩაეშვა წარმოებაში.

Audi e-tron GT

ახალი ავტომობილების სახელებში Audi ძრავის ტიპსა და რიცხვებს ამატებს, რაც ყველაფერს უფრო დამაბნეველს ხდის. სინამდვილეში ყველაფერი არც ისე რთულადაა. ეს რიცხვები ცხენის ძალებს ნიშნავს:

30 = 109-128 ცხენის ძალა
35 = 147-160 ცხენის ძალა
40 = 167-201 ცხენის ძალა
45 = 226-248 ცხენის ძალა
50 = 281-308 ცხენის ძალა
55 = 328-368 ცხენის ძალა
60 = 429-455 ცხენის ძალა
70 = 536+
ცხენის ძალა

დამატებითი ასოები კი ძრავის ტიპს ნიშნავს:

  • FSI – საწვავის შრეებრივი შეფრქვევა (ბენზინი)
  • TFSI – ტურბოჩაბერვიანი საწვავის შრეებრივი შეფრქვევა (ბენზინი)
  • TDI – ტურბოჩაბერვიანი პირდაპირი შეფრქვევა (დიზელი)

როგორც ხედავთ, Audi-ს სახელების დარქმევის სისტემა არც თუ ისე მარტივია და ყველა სიმბოლოს თავისი მნიშვნელობა აქვს. იმედია, ჩვენი სტატია გზის გაკვალვაში და მოდელების დამახსოვრებაში დაგეხმარებათ.

მსგავსი სიახლეები