AMG-ის განსხვავებული "შავი სერია"
„შავი სერიის“ მოდელები ავტოსპორტის სამყაროდან ყოველდღიურობაში გადმოტანილი ტექნოლოგიებით გამოირჩევიან. თუ სტანდარტული C63 AMG-ის მოდელი BMW M3-ს მხოლოდ აჩქარებაში უწევდა კონკურენციას, Black Series-ს თავისი უნარების დემონსტრირება უკვე ტრეკზეც შეეძლო.
ერთი შეხედვით უწყინარ C Class-ს თუ შეხედავთ, ძნელი წარმოსადგენია, რომ მისგან ესეთი მონსტრი გამოვიდა, თუმცა AMG-ის ჩარევით არაფერია შეუძლებელი. აღნიშნული მოდელი ყველა დროის ყველაზე ძლიერი C Class-ია. სტანდარტულ მოდელთან შედარებით განსხვავებები შეუიარაღებელი თვალითაც აშკარაა. იგი გაცილებით აგრესიული დიზაინითა და უამრავი დამატებითი სპოილერით გამოირჩევა, აგრეთვე კარბონის უკანა დიფუზორს და სპლიტერებსაც შეამჩნევთ. ეს ყველაფერი აეროდინამიკის გაომჯობესებას ემსახურება, რადგან ტრეკზე მისი მდგრადობა უკეთესი იყოს. მისი 8 ცილინდრიანი ძრავა მაღალ ბრუნებზე ძალიან შთამბეჭდავია. მას 517 ცხენის ძალა და 620 მაბრუნი მომენტი აქვს, რაც 0-100 აჩქარებას 4.2 წამში ხდის შესაძლებელს. დაკიდებისა და სამუხრუჭე სისტემებიც საკმაოდ მოდიფიცირებულია, რადგან სტადნარტული ვარიანტები ტრეკისთის ნაკლებად არის გამოსადეგი.
როგორც ზევით ავღნიშნეთ, „შავი სერიის“ ფილოსოფია ტრეკზე მიღებული გამოცდილების ყოველდღიურობაში დანერგვაა. ამ გამოცდილებას ფორმულა 1-ის სამყაროში მისი მჭიდრო კავშირიც განაპირობებს. AMG ბოლო 15 წელია ფორმულა 1-ს უსაფრთხოების მანქანას და სამედიცინო დანიშნულების ავტომობილებით მომარაგებას უზრუნველყოფს.