Ferrari, ძვირადღირებული
Aa
Aa

Ferrari-ს ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილები მსოფლიოში

5 მსოფლიოში ყველაზე სასურველი Ferrari, რომლებშიც კოლექციონერები მილიონებს არ იშურებენ.

Ferrari-ს ფლობა ექსკლუზიურ კლუბში გაწევრიანება. თუმცა, ამ კლუბში ყველა Ferrari-ს ერთნაირად არ ექცევიან. ზოგიერთი მათგანი ამქვეყნიურ სტატუსს ცდება. ამ სიაში თქვენ ი ავტომობილებს შეხვდებით, რომლი ფასიც ყოველგვარ გონივრულობას მიღმაა.

1963 წლის FERRARI 250 GTO - $70 მილიონი

Ferrari 250 GTO კოლექციონერებისთვის წმინდა გრაალია. 1962-1964 წლებში ეს ავტომობილი მხოლოდ 36 ეგზემპლარად აიწყო. ის არა მხოლოდ ერთ-ერთი უიშვიათესი Ferrari-ა, არამედ ავტორბოლებშიც ყველაზე წარმატებულიც, რაც მას ღირებულებას მატებს.

ეს კონკრეტული Ferrari 250 GTO, შასით ნომრით 4153 GT, აუქციონების ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილია. ის $70,000,000-ად გაიყიდა. მისი 3-ლიტრიანი V12 ძრავა 302 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. გადაცემათა კოლოფი - 5-სიჩქარიანი მექანიკური. ეს GT ავტომობილი მეოთხედ მილს მხოლოდ 13.1 წამში ფარავდა. მაქსიმალური სიჩქარე – 280კმ/სთ, რაც თანამედროვე სტანდარტებითაც არაა ცოტა. იმ დროისთვის კი შთამბეჭდავი იყო. ამ ავტომობილს 1964 წელს Tour de France აქვს მოგებული. მის მაღალ ფასზე გავლენა ამ ფაქტმაც იქონია. თუ მისი საიდუმლო მფლობელი ამ ავტომობილთან დაშორებას გადაწყვეტს, აუქციონზე ის დაახლოებით $100 მილიონად გაიყიდება.

ალბათ, გაინტერესებთ, არსებობს თუ არა უფრო ძვირადღირებული ავტომობილი. ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, 1955 წლის Mercedes 300SLR $100 მილიონზე მეტი ღირს!

1962 წლის FERRARI 250 GTO ($39.6 და $48.4 მილიონი)

ორიგინალი 1962 წლის Ferrari 250 GTO-ები კოლექციონერებისთვის ნამდვილი განძია. 1962-1964 წლებში ეს ავტომობილი მხოლოდ 36 ეგზემპლარად აიწყო. ცნობილი „კოლას ბოთლის“ დიზაინი ჯოტო ბიზარინიმ და სერჯიო სკაგლიეტიმ შეიმუშავეს. მისმა სარბოლო ვერსია GT კლასში ლე მანის 24 საათზე Aston Martin DP123-, Jaguar E-Type-ისა და Shelby Cobra-ს გვერდით წარმატებულად ასპარეზობდა.

Ferrari-მ ეს V-12 ძრავა 250 Testa Rossa-სგან ისესხა. ეს ალუმინის ძრავა 6 კარბიურატორს იყენებდა და გამძლეობის რბოლებში ძალიან ეფექტური იყო. 302-ცხენისძალიანი ავტომობილი 0-100კმ/სთ-მდე 5.5 წამში აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე – 280კმ/სთ. ადრეუი ეგზემპლარები უფრო იაფი ღირს, ვიდრე შემდეგი. თუმცა, 1962 წლის მოდელის ფასიც წარმოუდგენელია. როცა 250 GTO სოტბის აუქციონზე გამოჩნდა, $48.4 მილიონად გაიყიდა, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ავტომობილად აქცევს.

FERRARI 335 SPORT SCAGLIETTI ($35.7 მილიონი)

ეს ავტომობილი 315S-ის მიხედვით აიწყო და Ferrari-ს სარბოლო ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. 355 Sports Scaglietti-ს ის V12 ძრავა აქვს, რომელიც ათწლეულის ბოლოს რბოლებში დომინირებდა. 4-ლიტრიანი Tipo Jano V12 390 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. 4-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ჰქონდა. ეს მსუბუქი ავტომობილი უფრო მოქნილი და სწრაფი იყო, ვიდრე Maserati 450S, რომელმაც Ferrari 315-ის დამარცხება შეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილი იმ პერიოდის ყველაზე წარმატებული Ferrari არ არის, იტალიური ავტომწარმოებლის ისტორიაში მაინც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. 1957-1958 წლებში მხოლოდ 4 ეგზემპლარი აიწყო. ისინი აუქციონზე იშვიათად ჩნდება. როცა ეს ხდება მათი ფასი წარმოუდგენლად მაღალია. ბოლოს, როცა ერთ-ერთი მათგანი აუქციონზე ვიხილეთ, ის $35,000,000-ად გაიყიდა. 355 Sports Scaglietti მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი და ძვირადღირებული Ferrari-ა.

FERRARI 290 MM SPIDER SCAGLIETTI ($28 მილიონი)

თითქმის ყველა ძველი Ferrari განსაკუთრებულია, მაგრამ Ferrari 290 MM Spider Scaglietti ნამდვილი საუნჯეა. ის სპეციალურად 1956 წლის Mille Miglia-სთვის შეიქმნა და ეუხენიო კასტელოტისთან ერთად მოიგო კიდეც.

ამ ავტომობილს უამრავი ლეგენდარული პილოტი მართავდა. მათ შორისაა სერ სტილინგ მოსი, პიტერ კოლინსი და ხუან მანუელ ფანხიო. ამ ავტომობილმა 3.5-ლიტრიანი Tipo V12 ძრავა 860 Monza-დან მიიღო. ეს ძრავა 320 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. გადაცემათა კოლოფი - 4-სიჩქარიანი მექანიკური. ეს ავტომობილი 907 კილოგრამს იწონიდა და თვლების მოკლე ბაზა ჰქონდა, რაც მის კონკურენტებზე სწრაფად აქცევდა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 274კმ/სთ იყო.

Ferrari 290 MM Spider Scaglietti 1956 წელს მხოლოდ 4 ეგზემპლარად აიწყო. იშვიათობამ და რბოლებში წარმატების ისტორიამ მის მაღალ ფასზე დიდი გავლენა იქონია. ავტომობილი, რომელსაც ხუან მანუელ ფანხიო მართავდა, აუქციონზე $28 მილიონად გაიყიდა. მეორე ეგზემპლარი კი სოტბის აუქციონზე, ლოს ანჟელესში იდუმალმა კოლექციონერმა $22 მილიონად შეიძინა. ეს ადამიანი Ferrari-ს ავტომობილების ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული კოლექციის მფლობელია.

FERRARI 275 GTB/C SPECIALE ($27 მილიონი)

როგორც კი Ferrari მოდელის სახელს Speciale-ს უმატებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ავტომობილი ნამდვილი მეამბოხე იქნება. იგივე მოხდა Ferrari 275 GTB/C Speciale-ს შემთხვევაშიც. ეს მცირეწონიანი ავტომობილი 1966 წელს გამოვიდა და საგზაო Ferrari 275 Grand Tourer-ზე იყო დაფუძნებული. 275 GTB/C Speciale Scuderia Ferrari-ის ნამუშევარი იყო. სარბოლო გუნდმა ის მხოლოდ 12 ეგზემპლარად ააწყო. ეს ავტომობილი 1966 წლის ლე მანის 24 საათსა და 1967 წლის Targa Florio-ში მონაწილეობდა, სადაც თავის კლასში გაიმარჯვა კიდეც. 

275 GTB/C Speciale-ს 3-ლიტრიანი Tipo V12 ძრავა ჰქონდა. მსუბუქი ფოლადისა და ალუმინის გამოყენებით, ეს იტალიური საჯინიბოს ერთ-ერთი საუკეთესო ავტომობილი იყო. საბოლოოდ, Ferrari 275 GTB/C Speciale 150 კილოგრამით უფრო მსუბუქი იყო, ვიდრე მისი საგზაო ვერსია. იშვიათობისა და მისი ინჟინრების წყალობით, ეს ავტომობილი კოლექციონერების ფავორიტია. მისი ფასი აუქციონზე $27,500,000-ია. ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ თუ ის აუქციონზე კიდევ გამოჩნდება, შეიძლება მისი ღირებულება ორჯერ გაიზარდოს.

Ferrari-ს მოყვარული მულტიმილიონერი რომ იყოთ, თქვენ რომელს შეიძენდით?

მსგავსი სიახლეები