ყველაზე ძლიერი წინა წამყვანი
გერმანელებს Mercedes-ი და BMW ჰყავთ, იაპონელებს „ტოიოტა“, ამერიკელები კი „კადილაკით" ამაყობენ. ეს კომპანია მუდამ ამერიკული ტრადიციებისკენ იყო მიმართული. სახელმწიფო სამსახურებში მაღალჩინოსნებისთვის განკუთვნილი ავტომობილია და თვით ამერიკის პრეზინტენტებიც კი უკვე 30 წელია „კადილაკებით“ სარგებლობენ. ეს ყველაფერი კომპანიის მნიშვნელობაზე მიუთითებს. ამ კომპანიის ნუსხაში უამრავ ლეგენდარულ მოდელს აღმოაჩენთ, ჩვენ დღეს ერთერთ მათგანს გავიხსენებთ.
ამერიკული მაღალი კლასის ავტომობილები, როგორც წესი უკანა წამყვანები არიან, „კადილაკი“ ამ მხრივ შედარებით განსხვავებულია. ძალიან ბევრი მისი ლეგენდარული მოდელი წინა წამყვანი იყო. წამყვანი თვლების კონფიგურაციაზე ყურადღებას ტყუილად არ ვამახვილებთ. 90-იანი წლების მიწურულს კომპანიამ მორიგი მოდელი, Seville SLS გამოუშვა, რასაც მალევე STS მოდელიც მოჰყვა, ძირითადი განსხვავებები დაკიდების სისტემასა და ძრავაში იყო. V8 Northstar-ის 4.6 ლიტრიანი ატმოსფერული ძრავა 305 ცხენის ძალას და 400 ნიუტონს გამოიმუშავებდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ იმ დროისთვის მსოფლიოში არსებული სერიული წარმოების მქონე, ყველაზე ძლიერი წინა წამყვანი ავტომობილის სტატუსი მოეპოვებინა, რომელსაც ატმოსფერული ძრავა ჰქონდა. მოძველებული გადაცემათა კოლოფის მიუხედავად, რომლის მესამე სიჩქარე 220 კმ/სთ-ს ანვითარებდა, აჩქარება მაინც ძალიან შთამბეჭდავი ქონდა: 6.7 წამი საკმარისი იყო 100-მდე ასაჩქარებლად.
დღევანდელი მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, აღნიშნული მოდელი ეხლაც საპატიო ადგილს იკავებს, რადგან მიუხედავად დიდი პერიოდისა, მაინც ვერ მოიძებმა ისეთი კალიბრის ავტომობილი, რომელიც აღნიშნულ მონაცემებს დიდად გადააჭარბებს.