ამერიკული ავტოწარმოება დიდი ტრადიციებით გამოირჩევა. ავტომოყვარულებმა იციან, რომ ამ უდიდეს კონტინენტზე Pickup-ი იმდენად ტრადიციული ავტომობილია, რომ დაახლოვებით ყოველ მესამე ოჯახს ჰყავს. ძირძველი ამერიკელები მას ძალიან დიდ პატივს სცემენ. დასაწყისში „პიკაპის“ იდეა მცირე ტვირთის გადაზიდვა იყო, თუმცა იმდენად დიდი პოპულარულობა მოიპოვა, რომ მალე ფუფუნების საგანიც გახდა. ამის გამო ამერიკულმა ავტომწარმოებლებმა მისი დანიშნულება სხვაგვარად წარმოაჩინეს და „პიკაპების“ მოყვარულებს განსხვავებული ვერსიები შესთავაზეს. ამ ყველაფერს კომპანიები სარისკო ნაბიჯად აღიქვამდნენ, თუმცა ეს ნაბიჯი მაინც გადადგეს და მართლებიც აღმოჩნდნენ. ამერიკელი ავტომოყვარულები ესეთ მოდელებს დიდი ინტერესეით შეხვდნენ და მათი არსებობით დღემდე ამაყობენ. თქვენს წინაშე წარსულში არსებული „შეშლილი ამერიკული პიკაპებია“.
Chevy El Camino SS
„შევროლეს“ ეს უნიკალური მოდელი წარმოუდგენელი სილამაზით გამოირჩევა. 2 ადგილიანი დაბალი „პიკაპია“, რომელსაც კაპოტქვეშ ამერიკული კუნთები უხვად აქვს. აღნიშნული მოდელი მხოლოდ უკანა წამყვანი იყო, რაც მას მეტად მიმზიდველს ხდიდა. მასში არაერთი მძლავრი V8 ძრავა იყო მოთავსებული, მათგან ყველაზე ძლიერი კი SS (Super Sport) მოდელში იდგა. 7.4 ლიტრიანი ძრავა 450 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, რაც 70-იან წლებში ბევრისთვის წარმოუდგენელი შედეგი იყო. 450 ც.ძ. მოდელს SS ლოგო წითელი ჰქონდა და მისი შესაძლებლობები 21 საუკუნეშიც ბევრს შეშურდება.
Shelby Dakota
იქ სადაც Shelby-ს სახელი გვესმის, ასოციაცია მხოლოდ სპორტულ ავტომობილებზე გვიჩნდება. 80-იანი წლების მეორე ნახევარში „შელბიმ“ სტანდარტული და უწყინარი Dodge Dakota ხელში ჩაიგდო. 3.9 ლიტრიანი 6 ცილინდრიანი ძრავა V8 ძრავით ჩაანაცვლა, რომლის მოცულობა 5.2 ლიტრი იყო. ძრავში თითქმის არ ჩარეულან, ერთადერთი რაც გააკეთეს, გამაგრილებელი ფრთა ღვედური გადაცემიდან ელექტროზე შეცვალეს, რამაც 5 ცხენის ძალით მომატება გამოიწვია, საბოლოოდ 175 ცხენის ძალა მიიღეს, მაგრამ ამერიკელებს ნიუტონი უფრო აინტერესებთ, ეს მაჩვენებელი კი „დაკოტაში“ 370-ს უტოლდება. მოცემული მოდელი მხოლოდ ორ ფერში, თეთრში და წითელში იწარმოებოდა და ყველა მათგანის დიფერენციალი ბლოკირებული იყო. საბოლოო ჯამში „შელბიმ“ სულ რაღაც 1500 ერთეული გამოიუშვა
Chevrolet 454 SS
„რთული ხასიათის“ Pickup-ებს 90-იან წლებში კიდევ ერთი შეუერთდა. ეს მოდელი სტანდარტული Silverado-ს ბაზაზეა აგებული. სპორტული ხასიათიდან გამომდინარე მასში გარკვეული ცვლილებები იყო შეტანილი. სანამ მთავარ აგრეგატამდე მივალთ, მანამდე გეტყვით, რომ მას Bilstein-ის სპორტული დაკიდება ჰქონდა, რაც მის უკეთეს მართვადობას უზრუნველყოფდა. მას აგრეთვე ერთი საინტერესო მოდიფიცირებაც გაუკეთეს: საჭის მექანიზმს სტანდარტულთან შედარებით მოკლე ბრუნვა ჰქონდა, რაც მას მოსახვევში მეტად აქტიურს ხდიდა. ეხლა რაც შეეხება აგრეგატებს: 7.4 ლიტრიანი V8 ატმოსფერული ძრავა 4 სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან იყო შეერთებული. აღნიშნული ძრავა 255 ცხენის ძალასა და კოლოსალურ 550 ნიუტონს გამოიმუშავებდა. მისი აჩქარება ძალზედ შტამბეჭდავი გამოვიდა, სულ რაღაც 7.7 წამი იყო საჭირო 100-მდე ასაჩქარებლად, რაც იმ დროსითვის და მითუმეტეს მძიმე „პიკაპისთვის“ საკმაოდ მოულოდნელი იყო.
GMC Syclone
ჩვენი გმირი თავის წინამორბედებთან შედარებით განსხვავებულია. თუ მანამდე არსებული მოდელები მხოლოდ უკანა წამყვანი თვლებით იყვნენ აღჭურვილნი, Syclone-ი 4X4-ზე იყო. ძრავის მიერ გამომუშავებული ენერგიის 35% წინა ამძრავზე და 65% კი უკანა ამძრავზე მიდიდოდა. ეს მოდელი საკვანძო აგრეგატითაც გასხვავებული იყო. მას 4.3 ლიტრიანი 6 ცილინდრიანი ტურბოდაბერვის მქონე ძრავა ჰქონდა, რომელიც 280 ცხენის ძალასა და 475 მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებდა. „მიცუბიშის“ ტურბოთი აღჭურვილი GMC Syclone-ი 0-100 აჩქარებას წარმოუდგენელ 4.3 წამში ახერხებდა. იმ დროს არსებული უამრავი „ფერარიც“ კი ვერ დაიტრაბახებდა ესეთ მაჩვენებელს. ამ ყველაფერს სრული ამძრავი კონფიგურაცია განაპირობებდა. საბოლოოდ საკმოად თავზეხელაღებული „პიკაპი“ გამოვიდა, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გამოუშვეს და მისი რაოდენობდა 3000-სს არ აღემატებოდა.
Ford F-150 SVT
„ფორდის“ ეს მოდელი 70 წელზე მეტს ითვლის. მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადია „პიკაპია“. ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე „ფორდს“ არ შეეძლო გვერდი აეარა „გიჟური პიკაპების“ მოდისათვის, ამიტომ მან საუკეთესო Performance Pickup-ი შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოდელი მე-2 თაობას წარმოადგენს, პირველი თაობიდან განსხვავებით მან გაცილებით დიდი ინტერესი გამოიწვია. კომპანია ავტომობილის ვიზუალშიც და ტექნიკურ მახასიათებლებშიც შედარებით ღრმად ჩაერია. V8 კომპრესორიანი ძრავა, რომლის მოცულობა 5.4 ლიტრი იყო არნახულ შეგრძნებებს იწვევდა. იგი 1999 წელს გამოვიდა და საწყის ეტაპზე 360 ცხენის ძალა ჰქონდა და მალევე განახლება განიცადა, რის შემდეგაც 380 ცხენის ძალა და 612 ნიუტონი მიიღეს. ავტომობილმა სავალ ნაწილშიც დიდი ცვლილებები გაიზიარა. ორჯერ გაიზარდა სამუხრუჭე სისტემის ეფექტურობა, რაც ესეთი სწრაფი მანქანისთვის აუცილებლობას წარმოადგენდა. წინა და უკანა დაკიდების სისტემები ფუნდამენტალურად შეიცვალა. იმისთვის, რომ ავტომობილი საფართან კარგ მოჭიდებაში დარჩენილიყო, გიგანტური 18-იანი საბურავები დაუყენეს (295/45-ზე) მან აგრეთვე ვიზუალური ცვლილებებიც განიცადა. წინა და უკანა ბამპერები გაცილებით აეროდინამიკური გახდა, ავტომობილს ძალიან მოუხდა დადაბლება და ყველაზე მეტად რაც მას უხდებოდა, ეს უკანა მარჯვენა ფრთიდან გამომავალი მაყუჩის სისტემა იყო, რომელიც არაამქვეყნიურ ღრიალს გამოსცემდა.
Dodge Ram SRT-10
ყველაზე „გიჟური“ მოდელი ბოლოსთვის შემოვინახეთ. წარმოიდგინეთ რა მოხდება, თუ Dodge Viper-ის ძრავს უწყინარ „პიკაპში“ მოვათავსებთ?! ჩვენ Dodge Ram SRT 10-ს მივიღებთ! ისტორიას რომ გადავხედოთ, ამ მოდელის საწყისს ვიპოვით. 1996 წელს ჩიკაგოს ავტოშოუზე კომპანიამ Dodge Ram VTS-ი წარადგინა, რომელიც სამწუხაროდ სერიულ წარმოებაში ვერ ვიხილეთ. 7 წლის შემდეგ კომპანიამ არსებული მოდელის წარმოება განაახლა. მასში „ვაიპერის“ 8.3 ლიტრიანი V10 მოათავსეს. 510 ცხენის ძალა და 712 მაბრუნი მომენტი მიიღეს, რაც მას ველურ „პიკაპად“ აქცევდა. მიუხედავად მძიმე წონისა (2300კგ) მისთვის აჩქარება პრობლემას არ წამოადგენდა, 0-100-მდე 4.8 წამს ანდომებდა და მისი მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ს აღწევდა. ამ მასის ავტომობილისთვის სასწაული შედეგი იყო. მისი ძარა და ინტერიერი SRT-ს ლოგოებით არის სავსე, რაც Street & Racing Technology-ს ნიშნავს. ავტომობილს წონიდან და სიჩქარიდან გამომდინარე ძლიერი სამუხრუჭე სისტემის გაგრილება დასჭირდა, რაც NASCAR-ის რბოლებიდან აიღეს. ჩვენი გმირის სიცოცხლის ისტორია მხოლოდ 3 წელს ითვლის და თავისი არსებობის პერიოდში „შეშლილი პიკაპების“ მბრძანებელი იყო.