Opel Speedster-ის ხანმოკლე გაელვება
Aa
Aa

Opel Speedster-ის ხანმოკლე გაელვება

90-იანი წლების მეორე ნახევარში General Motors-მა „ოპელის“ სამოდელო სიაში სპორტული მოდელების ნაკლებობის ანაზღაურება დაისახა მიზნად. კომპანიამ ბრენდის იმიჯის გაზრდა გადაწყვიტა, რადგან მიიჩნევდა, რომ „ოპელის“ სამოდელო სიაში ის ავტომობილები იყო, რომლებიც მხოლოდ საოჯახო დანიშნულებისთვის გამოიყენებოდა. ამისთვის ყველა დროის პოპულარული ძარის ტიპი, „როუდსტერი“ აარჩიეს.  მსოფლიოს ამგვარად Opel Speedster-ი მოევლინა.

OPEL Speedster specs & photos - 2001, 2002, 2003, 2004, 2005 - autoevolution

მსგავსი ტიპის ავტომობილებთან მწირი გამოცდილების გამო, კომპანიამ ბევრად გამოცდილ „ლოტუსს“ მიმართა, სწორედ მისი დახმარებით და დიდი ჩარევებით შეიქმნა არსებული მოდელი. იგი პირველად 1999 წლის ავტოშოუზე წარადგინეს და მისი მასიური წარმოება 2001 წელს დაიწყო.

Speedster-მა „ლოტუსისგან“ არქიტექტურა და აგრეგატების განლაგების სქემა მიიღო. მისი წონა ალუმინის შენადნობების და კარბონის დახმარებით საკმაოდ მსუბუქი გამოვიდა (870 კგ) მასში „ოპელის“ ყოვედღიური მოხმარების მოდელებში მეტად გავრცელებული ძრავა მოათავსეს. 2.2 ლიტრიანი“ეკოტეკის“ ძრავა აგრესიულობით არ გამოირჩეოდა, თუმცა ციფრები საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. 0-100 აჩქარებას 147 ცხენის ძალიანი Speedster-ი 5.5 წამში ახერხებდა და მისი მაქსიმალური სიჩქარე 225 კმ/სთ-ს აღწევდა. მოგვიანებით მასში  იგივე მოცულობის ტურბო ძრავა განათავსეს, რომელიც 200 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და ძალის ნაკლებობას საერთოდ აღარ განიცდიდა. მოცემული ძრავა "ოპელის" სპორტული განყოფილების (OPC) მიერ იყო შემუშავებული. აღნიშნული მოდელი ყველაზე მეტად მართვის უნარებით იყო გამორჩეული, თუმცა მიუხედავად კარგი მონაცემებისა, მისი წარმოება მხოლოდ 5 წელს გაგრძელდა და შემდგომ პერიოდში ამ Opel-ის მსგავსი მოდელი სამწუხაროდ აღარ გვინახავს.

4 3 3 სტატიები საზოგადოება პოლიტიკა ეკონომიკა სპორტი მეცნიერება კულტურა  მოდა ჯანმრთელობა გართობა ქალი და მამაკაცი კულინარია Quiz ...

მიუხედავად ხანმოკლე ცხოვრებისა, Opel Speedster-მა თავისი დიდი პოტენციალის წარმოჩენა მაინც მოახერხა და დღემდე მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო მართვის მქონე ავტომობილად მიიჩნევა. 

მსგავსი სიახლეები