დაკუნთული
Aa
Aa

დაკუნთული "გოლფი"

VW Golf-ის ისტორია ბევრმა ავტომოყვარულმა იცის. ამ კომპანიამ მოახერხა და ისეთი მოდელი შექმნა, რომელმაც საკუთარი კლასი ჩამოაყალიბა. ესეთ წარმატებულ მოდელს სპორტული ვერსიაც სჭირდებოდა, ამიტომ ლეგენდარული GTI მოდელი შექმნეს. ამ ლოგოს ქვეშ მოქცეულმა „ფოლკსვაგენებმა“ უამრავი წარმატება მოიპოვეს, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მას მომხმარებელი იმდენად შეეჩვია, რომ ცოტა მოსაწყენიც კი გახდა. კომპანიაში ახალი ზომები უნდა მიეღოთ, რადგან „გოლფის“ სპორტული მოდელი კვლავ სიცოცხლისუნარიანი გამხდარიყო.

მესამე თაობა „გოლფებში“ GTI-ის გარდა უფრო მძლავრი VR6 ვერსიაც გამოჩნდა. არსებული მოდელი ძირითადად საკვანძო აგრეგატით იყო განსხვავებული. იგი სასწაულ ხმას გამოსცემდა და ავტომოყვარულების გულებშიც მალევე დაიმკვიდრა ადგილი. მიუხედავად დიდი სიძლავრისა, GTI-ის მსგავსი სპორტული სულისკვეთების მაინც არ იყო.

Futur collector : VW Golf VR6, un ancêtre aujourd'hui très recherché ! -  VROOM.be

უკეთესი მოდელის ძიებაში კომპანიამ R32 მოდელი პირველად 2003 წელს შექმნა, რომელიც მე-4 თაობის „გოლფში“ იყო ხელმისაწვდომი. აღნიშნულ მოდელს სპორტული ხასიათი და მეტი კომფორტი უნდა ჰქონოდა. ავტომობილი V6 3.2 ლიტრიანი ძრავით და 4x4-ზე სისტემით იყო აღჭურვილი. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ეს ავტომობილი მსოფლიოში პირველი იყო, რომელსაც ორმაგი გადაბმულობის მქონე გადაცემათა კოლოფი ჰქონდა (DSG) 240 ცხენის ძალა და 320 ნ/მ საკმარისი იყო იმისთვის, რომ 1475 კილოგრამიანი ავტომობილი 100 კმ/სთ-მდე 6.6 წამში აეჩქარებინა. მაბრუნი მომენტი ისე გაანაწილეს, რომ მე-6 სიჩქარით 1000 ბრუნზეც კი შესაძლებელი იყო მშვიდად გადაადგილება. ამგვარ ძლიერ ავტომობილს დაკიდების სისტემაც შესაბამისი დაუყენეს და იგი სტანდარტულ მოდელთან შედარებით 200 მმ-ით დაბალი გამოვიდა. აღნიშნული მოდელი საკმაოდ მძლავრი სამუხრუჭე სისტემით აღჭურვეს, აგრეთე დიდი ცვლილებები განიცადა ვიზუალურადაც, შესაბამისად მისი გარჩევა GTI მოდელისგან ძალიან მარტივი გახდა.

File:VW Golf IV R32 20090916 front.jpg - Wikimedia Commons

აღნიშნული მოდელი იმდენად დახვეწილი გამოვიდა, რომ GTI-სგან განსხვავებით, სტანდარტულ მოდელთან შედარებით არა მხოლოდ სპორტული ხასიათით იყო გამორჩეული, არამედ კომფორტითაც. 

File:VW Golf IV R32 20090916 rear.jpg - Wikimedia Commons

მსგავსი სიახლეები