GTI, ფოლკსვაგენი, R32, ფოლკსვაგენ გოლფი, ცხელი ჰეჩბეკი, 4x4
Aa
Aa

დაკუნთული Golf R32

VW Golf-ის ისტორია ბევრმა ავტომოყვარულმა იცის. ამ კომპანიამ მოახერხა და ისეთი მოდელი შექმნა, რომელმაც საკუთარი კლასი ჩამოაყალიბა. ესეთ წარმატებულ მოდელს სპორტული ვერსიაც სჭირდებოდა, ამიტომ ლეგენდარული GTI მოდელი შექმნეს. ამ ლოგოს ქვეშ მოქცეულმა „ფოლკსვაგენებმა“ უამრავი წარმატება მოიპოვეს, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მათ მომხმარებელი იმდენად შეეჩვია, რომ ცოტა მოსაწყენიც კი გახდნენ. კომპანიაში ახალი ზომები უნდა მიეღოთ, რადგან „გოლფის“ სპორტული მოდელი კვლავ სიცოცხლისუნარიანი გამხდარიყო.

2003 VOLKSWAGEN GOLF (MK4) R32

მესამე თაობა „გოლფებში“ GTI-ის გარდა უფრო მძლავრი VR6 ვერსიაც გამოჩნდა. არსებული მოდელი ძირითადად საკვანძო აგრეგატით იყო განსხვავებული. იგი სასწაულ ხმას გამოსცემდა და ავტომოყვარულების გულებშიც მალევე დაიმკვიდრა ადგილი. მიუხედავად დიდი სიმძლავრისა, ეს ვერსია GTI-ის მსგავსი სპორტული სულისკვეთების მაინც არ იყო.

2003 VOLKSWAGEN GOLF (MK4) R32

უკეთესი მოდელის ძიებაში კომპანიამ 2003 წელს R32 მოდელი შექმნა, რომელიც მე-4 თაობის „გოლფში“ იყო ხელმისაწვდომი. აღნიშნულ მოდელს სპორტული ხასიათი და მეტი კომფორტი უნდა ჰქონოდა. ავტომობილი V6 3.2-ლიტრიანი ძრავით და 4x4-ზე სისტემით იყო აღჭურვილი. აღსანიშნავია, რომ ეს ავტომობილი მსოფლიოში პირველი იყო, რომელსაც ორმაგი გადაბმულობის მქონე გადაცემათა კოლოფი ჰქონდა (DSG). ხოლო 240 ცხენის ძალა და 320 ნ/მ საკმარისი იყო იმისთვის, რომ 1 475-კილოგრამიანი ავტომობილი 100 კმ/სთ-მდე 6.6 წამში აეჩქარებინა. მაბრუნი მომენტი ისე გაანაწილეს, რომ მე-6 სიჩქარით 1 000 ბრუნზეც კი შესაძლებელი იყო მშვიდად გადაადგილება.

ამგვარ ძლიერ ავტომობილს დაკიდების სისტემაც შესაბამისი დაუყენეს და იგი სტანდარტულ მოდელთან შედარებით 200 მმ-ით დაბალი გამოვიდა. აღნიშნული მოდელი საკმაოდ მძლავრი სამუხრუჭე სისტემით აღჭურვეს და მნიშვნელოვანი ვიზუალური ცვლილებებიც შეიტანეს, რომელთა დამსახურებითაც მისი გარჩევა GTI მოდელისგან ძალიან მარტივი გახდა.

Volkswagen Golf R32:picture # 14 , reviews, news, specs, buy car

აღნიშნული მოდელი იმდენად დახვეწილი გამოვიდა, რომ GTI-სგან განსხვავებით, სტანდარტულ მოდელთან შედარებით ის არა მხოლოდ სპორტული ხასიათით, არამედ კომფორტითაც გამორჩეული იყო. 

მსგავსი სიახლეები