Bugatti, Dodge, Fast and Furious, Fast Five
Aa
Aa

10 ყველაზე იშვიათი ავტომობილი, რომლებიც Fast and Furious-ში გამოიყენეს

Fast and Furious-ის 9 ნაწილი უკვე ვიხილეთ. მომავალში მეათე და მეთერთმეტე ნაწილების გამოსვლა იგეგმება. რეჟისორ ლინის თქმით, ეს სერიები, მეცხრე ეპიზოდის მსგავსად, ისევ წარსულში გვამოგზაურებს და ფილმების სიუჟეტს თავიდან ბოლომდე შეკრავს. ვინ დიზელმა კი 2021 წლის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ფორსაჟის“ საგა მეთერთმეტე ფილმით დასრულდება, რომლის პრემიერასაც 2024 წელს უნდა ველოდოთ.

მ წლების განმავლობაში კი 9 ფილმში უამრავი ავტომობილი მონაწილეობდა. მათ შორის, JDM ავტომობილები Supra და Skyline, რომლებიც ამ სერიების მოყვარულთათვის საკულტოდ იქცა. მეხუთე ფილმის შემდეგ გამოყენებული ავტომობილები ნელ-ნელა სულ უფრო იშვიათი გახდა. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ 10 ეგზემპლარადაც კია გამოსული. ამ სტატიაში თქვენ „ფორსაჟში“ გამოყენებულ ყველაზე იშვიათ ავტომობილებს იხილავთ.

CHEVROLET CORVETTE GRAND SPORT

Fast & Furious-ში უამრავი JDM ავტომობილია. მაგალითად, Nissan 370Z, რომელსაც გალ გადოტი მართავს. მეხუთე ფილმის შემდეგ ამ ფილმებს უამრავი ამერიკული და ევროპული ავტომობილი დაემატა და მათი ნაწილი ეგზოტიკურია. მაგალითად, 1962-1967 Chevrolet Corvette Grand Sport-ი, რომელიც მატარებლის სცენაში ჩანს.

C3-ზე დაფუძნებული Grand Sport Corvette მხოლოდ 5 ეგზემპლარად აიწყო. თითოეული მათგანის ფასი კი $5.0 მილიონია. Mongoose Motors-მა ამ ავტომობილის 13 რეპლიკა ააწყო. მათგან ყველაზე დახვეწილ ვერსიას V8 ძრავა ჰქონდა. Grand Sport ვერსია სწორედ ამ ფორმით 1966 წელს გამოვიდა.

FORD GT40

Fast Five ფილმმა დაგვიმტკიცა, რომ ეს ფილმები მხოლოდ იაპონიიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე არ იყო. ეს ავტომობილიც მატარებლის გაქურდვის სცენაში გამოჩნდა. თავიდან ის 1963 წლის Lola Mk 6-ზე დაფუძნებული სარბოლო ავტომობილი იყო. 1960-იანებში მან ლე მანზე Ferrari-ს ზედიზედ სამჯერ დამარცხებით გაითქვა სახელი. თუმცა, სარბოლო ვერსიის გარდა, რამდენიმე ეგზემპლარი საგზაო ვერსიაც ვიხილეთ.

ორიგინალ Ford GT40-ს სხვადასხვა მოცულობის V8 ძრავები ჰქონდა. ჯამში 105 ეგზემპლარად გამოვიდა. მათი დიდი ნაწილი ან სარბოლო ვერსია, ან პროტოტიპი იყო. 30 ეგზემპლარი კი გარდაქმნილი ან აწყობილი იყო, როგორც საგზაო ვერსია. ამ ავტომობილის ღირებულება $11.0 მილიონია. სწორედ ამიტომ, Fast 5-ში რეპლიკა გამოიყენეს.

KOENIGSEGG CCXR

პოლ უოკერი ფილმში ლეგენდარულ JDM ავტომობილებს მართავდა. მათ შორის, მეხუთე ფილმის ბოლოს, Nissan R35 GT-R-ს. თუმცა, ყველაზე ექსკლუზიური და ძვირადღირებული ავტომობილების საჭესთან ტაირის გიბსონის პერსონაჟი, რომან პირსი ვიხილეთ. ფილმის ბოლოს ის ლუდაკრისის პერსონაჟს მსოფლიოში სულ 6-დან ერთ-ერთი Koenigsegg CCXR-ით სტუმრობს.

CCXR-ი CCX-ის ხაზში მეორე ყველაზე სწრაფი ავტომობილია. მისი 4.8-ლიტრიანი ტვინ ტურბო V8 ძრავა 1 032 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაბრუნი მომენტი 1 080. 0-100კმ/სთ-მდე 2.9 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 410 კმ/სთ.

FERRARI FXX

პირველ სერიაში ზედმეტად ბევრი JDM ვიხილეთ. მეექვსე ფილმი კი ყველასგან განსხვავდებოდა. ლუდაკრისი Ferrari FXX-ის საჭესთან ვიხილეთ. ეს ავტომობილი მხოლოდ ტრეკის ვერსიაა და Ferrari Enzo-ზეა დაფუძნებული. V12 ძრავის მოცულობა 6.0-დან 6.3 ლიტრამდე გაზარდეს. შედეგად 789 ცხენის ძალა და 686ნმ მიიღეს.

FXX-1,155 კილოგრამს იწონის. 0-100კმ/სთ-მდე 2.9 წამში აღწევს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 349კმ/სთ-ია. Ferrari FXX სულ 30 ეგზემპლარად აიწყო. ფილმში გამოყენებული ეგზემპლარი კი „კიტ ქარია“.

LYKAN HYPERSPORT

მეშვიდე ფილმიდან უკვე ყველაფერი გიჟური გახდა. ექსკლუზიური ავტომობილები უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა. ამ ავტომობილების სიაში W Motors Lykan Hypersport-იც მოხვდა. დუბაიში აწყობილ ჰიპერქარს განსაცვიფრებელი დიზაინი ჰქონდა... სანამ პოლ უოკერი და ვინ დიზელი მას ეტიჰად კოშკებიდან საფრენად წაიყვანდნენ.

ფილმში გამოყენებული ვერსია რეპლიკა იყო. Lykan Hypersport-ი მხოლოდ 7 ეგზემპლარად არსებობს და თითოეული ეგზემპლარის ღირებულება $3.4 მილიონია. W Motors Lykan Hypersport-ს 3.7-ლიტრიანი ტვინ ტურბო 6-ცილინდრიანი ძრავა აქვს, რომელიც 780 ცხენის ძალას და 960 ნმ-ს გამოიმუშავებს. ამ ავტომობილის მაშუქები 440 ბრილიანტითაა გაფორმებული.

LOCAL MOTORS RALLY FIGHTER

მიშელ როდრიგესის პერსონაჟი ლეტი ფილმებში ბევრ საინტერესო ავტომობილს მართავს. Fast 8-ში კი მას Rally Fighter-ის საჭესთან ვხედავთ. მისი კონსტრუქცია ფოლადისაა და მილისერი ჩარჩო აქვს. ეს ავტომობილი მხოლოდ 50 ეგზემპლარადაა აწყობილი და საკმაოდ იშვიათია.

Rally Fighter-Chevrolet LS3 ძრავა აქვს. 6.2-ლიტრიანი V8 430 ცხენის ძალასდა 575ნმ-ს გამოიმუშავებს. ძალას უკანა თვლებზე 4-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი უგზავნის. ეს არის პირველი სერიული ავტომობილი, რომელიც შეგროვებული თანხით აიწყო. დიზაინზე სანგო კიმმა იმუშავა და ის ხალხმა ხმის მიცემით აირჩია.

APOLLO INTENSA EMOZIONE (IE)

Apollo IE Apollo Automobili GmbH-ის ბოლო ქმნილებაა. კომპანია 2004 წელს Audi-ს ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა როლანდ გუმპერტმა დააარსა და Gumpert Sportwagenmanufaktur უწოდა. კომპანიის ბოლო ქმნილების დიზაინი და აგრეგატი უფრო რადიკალურია. Apollo IE LaFerrari-ზეა დაფუძნებული, მაგრამ განსხვავებული დიზაინი აქვს.

ბოლო დეტალები Intenso Emozione-ზე AMG-ის შვილობილმა HWA AG-მ დაიტანა. 6.3-ლიტრიანი V12 ძრავა 780 ცხენის ძალასა და 760ნმ-ს გამოიმუშავებს. 0-100კმ/სთ-მდე 2.8 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 335კმ/სთ. ეს ავტომობილი მხოლოდ 10 ეგზემპლარად არსებობს და ერთ-ერთ მათგანს Fast 9-ში მცირედი როლი ჰქონდა.

BUGATTI VEYRON

დღეს Veyron-ი შედარებით მივიწყებულია, რადგან ის Chiron-მა გადაფარა. მიუხედავად ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის საკმაოდ იშვიათი ავტომობილია. ის მხოლოდ 450 ეგზემპლარად გამოვიდა. მეშვიდე ნაწილში რომან პირსი Bugatti Veyron-დან ხტება.

Veyron-ის 8.0-ლიტრიანი, ოთხმაგი ტურბო W-16 1001 ცხენის ძალას და 1250ნმ-ს გამოიმუშავებს. 0-100 კმ/სთ-მდე 2.5 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე კი 407კმ/სთ-ია. თეთრი Veyron-ი მაშინ ჩნდება, როცა პერსონაჟები აბუ დაბიში მიდიან.

1969 DODGE CHARGER DAYTONA

დომენიკ ტორეტოს ყოველთვის ექსკლუზიური Dodge Charger-ები ჰყავს. ვინ დიზელის პერსონაჟი Mopar-ის მოყვარულს ჰგავს. პირველი სერიის ბოლოს ის კლასიკური Charger-ის საჭესთან ვიხილეთ. შემდგომში ის იშვიათი 1969 Dodge Charger Daytona-ს საჭესთან გამოჩნდა.

ეს ავტომობილი მხოლოდ 503 ეგზემპლარად არსებობს და კოლექციონერებს შორის საკმაოდ პოპულარულია. რა თქმა უნდა, ეგზემპლარი, რომელსაც დომენიკი ფილმში ამტვრევს, რეპლიკაა. მას უფრო მოკლე ცხვირი და უკანა ფრთა აქვს. ორიგინალი Charger Daytona-ს მაქსიმალური სიჩქარე 300კმ/სთ იყო. სარბოლო ვერსიები კი 322კმ/სთ-ს ავითარებდა.

1969 NISSAN SKYLINE 2000 GT-R

Fast 5-ში ბრაიან ო’კონერს 1969 წლის Nissan Skyline 2000 GT-R-ის საჭესთან ვხედავთ. მანამდე პოლ უოკერის პერსონაჟი R34 GT-R-ს ამჯობინებდა.

ეს ავტომობილი ყველა შემდგომი GT-R-ს მშობელია. ის წარმატებული სარბოლო ავტომობილის საგზაო ვერსია იყო. პოლის ავტომობილი 1971 წელს გამოვიდა. ეს იყო ბოლო წელი, როცა C10 ვერსია გამოუშვეს. ავტომობილს 2.0-ლიტრიანი. 6-ცილინდრიანი ძრავა ჰქონდა, რომელიც 160 ცხენის ძალასა და 180ნმ-ს გამოიმუშავებდა. 1969-1972 წლებში ეს ავტომობილი კუპესა და სედანის ფორმით გამოდიოდა და სულ 1,945 ეგზემპლარად აიწყო.

მსგავსი სიახლეები