ყველაზე ეკონომიური
Aa
Aa

ყველაზე ეკონომიური

ეკონომიური ავტომობილის აქტუალურობა „საწვავის კრიზისის“ გაჟღერებისთანავე გაჩნდა. დღევანდელი მოცემულობით ავტომობილის შერჩევისას ერთერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი მისი ეკონომიურობაა. სანამ ავტოინდუსტრიაში ჰიბრიდული ერა შეიქმნებოდა, მანამდე ეკონომიური ავტომობილის სტატუსით დიზელზე მომუშავე ავტომობილები სარგებლობდნენ. თანამედროვე ავტოწარმოებაში დიზელის ეკონომიურობა ჰიბრიდულმა ან ელექტრო ავტომობილებმა თითქმის სრულად ჩაანაცვლა. ევროპელები პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანები არიან და ამის გამო დიზელზე მომუშავე მსუბუქ ავტომობილებს ყველაზე ხშირად ამ კონტინენტზე შეხვდებით. პირველი რეკორდის დამყარების სურვილიც ევროპაში გაჩნდა, კერძოდ გერმანიაში. დიზელის ძრავებით „აუდი“ დღემდე ამაყობს, ამიტომ სანამ „პრიუსი“ ან სხვა რომელიმე ჰიბრიდული ავტომობილი საწვავის მცირე მოხმარების მაჩვენებლით თავს იწონებს, შევახსენოთ, რომ 2000 წელს „აუდიმ“ 3 ლიტრიანი ავტომობილი შექმნა.

Used car buying guide: Audi A2 | Autocar

ამ ავტომობილის იდეა მხოლოდ ერთი და უპირობო იყო: 100 კმ-ზე 3 ლიტრ დიზელზე ნაკლები უნდა დაეხარჯა! „აუდის“ ეს გამოუვიდა! მათ აქცენტი დაბალ წონაზე და აეროდინამიკაზე გააკეთეს. ავტომობილის ძარა ალუმინის იყო, რკინის დეტალი მას თითზე ჩამოსათვლელი ჰქონდა, საბოლოოდ ავტომობილის წონა 895 კილოგრამს შეადგენდა. რაც შეეხება აეროდინამიკას, იმ დროისთვის ყველაზე დაბალი წინაღობის მაჩვენებელი ამ მოდელს ჰქონდა, სწორედ ამ მიზეზის გამო ჩვენ გმირს უცნაური ვიზუალი გააჩნდა. მისი ძრავა 1.2 ლიტრი მოცულობის იყო და სულ რაღაც 60 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ავტომობილს აგრეთვე ECO რეჟიმის ფუნქცია ჰქონდა, რომლის აქტივაციის დროსაც ძრავა მხოლოდ 40 ცხენის ძალა გამოიმუშავებდა და დაღმართზე მოძრაობისას ან სრულად გაჩერებისას იგი ბოლომდე ითიშებოდა. ავტომობილი ორნაირი გადაცემათა კოლოფით იწარმოებოდა: 5 სიჩქარიანი მექანიკურით და ავტომატურად მართვადი 5 სიჩქარიანი მექანიკურით. ბოლო ვერსია სიჩქარეების უმალვე მონაცვლეობით გამოირჩეოდა, რაც საწვავის მოხამრებას კიდევ უფრო ამცირებდა. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და Audi A2-მა 2003 წელს Nordic Eco Run-ის რბოლაში საწვავის მოხმარების რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა: 2.62 ლიტრი დიზელი 100 კმ-ზე!

Buy audi a2 1.4 tdi 2003 cheap online

მიუხედავად დიდი სენსაციურობისა, მისი წარმოება მცირე აღმოჩნდა და ეს მისი მაღალი ღირებულიბიდან გამომდინარე იყო, რაც ალუმინის კორპუსმა განაპირობა. ამ ყველაფერს ეკონომიური ავტომობილისთვის ნაკლებად აქტუალური პერიოდიც დაემთხვა, დიდი ალბათობით დღეს ესეთი ავტომობილი დიდი პოპულარულობით ისარგებლებდა.

Audi A2 used buying guide | Parkers

თუ კიდევ ვერ მიხვდით ამ ავტომობილის  დანიშნულებას, მაშინ გეტყვით, რომ მას იმაზე ნაკლები საწვავი სჭირდება, ვიდრე თბილისის ქუჩებში „გლოვოს“ კურიერი მოიხმარს Scooter-ით და ეს ყველაფერი სრულყოფილ ავტომობილს შეუძლია.

მსგავსი სიახლეები