მიკროავტომობილი, ბრაბუსი, როუდსტერი, სმარტი, ტუნინგი, შეუფერებელი, 3-ცილინდრიანი
Aa
Aa

Brabus-ისთვის შეუფერებელი მიკრო მანქანა

ავტომობილის ტუნინგი შეუზღუდავი რამ არის, ის ძვირად ღირებულ და დაბალ ფასიან მანქანასაც კი შეიძლება თანაბრად შეეხოს. თუ თქვენთვის ავტომობილი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არაა და ავტომოყვარული ხართ, მაშინ ნებისმიერ ტუნინგში დიდ ენთუზიაზმს ამოიკითხავთ. დღეს არ ვისაუბრებთ „ბრაბუსის“ რომელიმე უკომპრომისო და უანალოგო „გიჟურ“ მოდელზე, ჩვენი სამიზნე ერთი უბრალო და პატარა ავტომობილია, სახელად Smart For Two.

Smart cabrio BRABUS 1st edition 2002 - Specs, Review & Tests

ეს მოდელი პირველად 90-იანი წლების მიწურულს მოგვევლინა. მისი დანიშნულება ქალაქის საცობებში ადვილად და ეკონომიურად გადაადგილება იყო. „სმარტი“ მიკრო ავტომობილების ოჯახს ეკუთვნოდა და ამ სეგმენტის ღირსეული წარმომადგენელი იყო. ამ მოდელის წარმოებას „მერსედესის“ მთავარ ოფისში განაგებდნენ, რის გამოც ლეგენდარულ „ბრაბუსს“ ეს მცირე ზომის მოდელი არ გამორჩენია.

ATHENS CAR BLOG: Photo Files: Smart Cabrio Brabus Black Star 101 2006

აღნიშნული ტუნინგ კომპანია რასაც კი ხელს ჰკიდებდა, მაშინვე მონსტრად აქცევდა. თუმცა „სმარტის“ შემთხვევაში მოკრძალებული აღმოჩნდა, რადგან ავტომობილის ტექნიკური შესაძლებლობები და აგრეგატები თავზეხელაღებული იდეების განხორციელების საშუალებას არ იძლეოდა. 3-ცილინდრიანი ძრავა, რომელიც 0.7 ლიტრი მოცულობის იყო „ბრაბუსმა“ ტურბოთი აღჭურვა, რის შედეგადაც სტანდარტული 60-ცხენისძალიანი აგრეგატი 75-იანი გახადა. ავტომობილისთვის, რომელიც 700 კილოგრამს იწონიდა 15 ცხენისძალის დამატება დიდ საქმეს ნიშნავდა. ვიზუალურად გაცილებით აგრესიული გახდა. წინა და უკანა ბამპერის დიზაინში „ბრაბუსი“ ჩერთო. აგრეთვე 16-იანი Brabus Monoblock-ის დისკები და სპორტული გამონაბოლქვის სისტემაც დაამონტაჟეს. აღნიშნული მოდელი ორ ვარიანტად იწარმოებოდა: „კუპე“ და „კაბრიო“.

SMART ForTwo Brabus Specs & Photos - 2003, 2004, 2005, 2006, 2007 -  autoevolution

საბოლოოდ აგრესიული მიკრო მანქანა მივიღეთ, რომელიც სხვა „ბრაბუსებივით“ ვარსკვლავებს ვერ წყვეტდა და აჩქარების დროს უკანა საბურავებიდან თეთრ კვამლს ვერ უშვებდა, მაგრამ განსხვავებულ სტილს წარმოადგენდა და დღემდე ლეგენდარული „ბრაბუსის“ ოჯახის სრულუფლებიან წევრად ითვლება.

მსგავსი სიახლეები