მსოფლიოს ყველაზე გრძელი ავტომობილი აღადგინეს და ის ახლა უფრო გრძელია
გიგანტური ლიმუზინის სიგრძე 30.5 მეტრია და მას შვეულმფრენის დასაჯდომიც აქვს.
2020 წელს ვნახეთ, რომ მსოფლიოს ყველაზე გრძელი ავტომობილი ფლორიდისკენ სრული რესტავრაციისთვის მიემართებოდა. ეს ავტომობილი 1986 წელს ჯეი ორბერგმა ააწყო. მას ზედმეტსახელად „ამერიკულ ოცნებას“ უწოდებენ. ის რამდენიმე წლის განმავლობაში ნიუ ჯერსის ერთ-ერთ საწყობში იყო მიტოვებული და საუკეთესო ფორმაში არ იყო. ახლა კი მსოფლიოში ყველაზე გრძელი ავტომობილი აღდგენილია და შესანიშნავად გამოიყურება.
ეს უნიკალური ავტომობილი ფლორიდელმა კოლექციონერმა მაიკლ დიზერმა მაიკლ მენინგისგან 2019 წელს შეიძინა და მისი აღდგენა გადაწყვიტა. 1976 წლის Cadillac Eldorado-ს ნასო ქანთრიდან ორლანდოში გადატანა ორ ნაწილად მოუწიათ. დიზერმა, მენინგმა და მათმა გუნდებმა ავტომობილის ერთად აღდგენა გადაწყვიტეს.
ექსტერიერი და ინტერიერი მთლიანად განახლებულია. აღდგენილია ძრავაც. ლიმუზინში არის ბილიარდის მაგიდა, აუზი, გოლფის მოედანი და ჯაკუზი. დიზერის გუნდს რესტავრაცია $250,000 დაუჯდა.
„ამერიკული ოცნება“ ახლა იმაზე უფრო გრძელია, ვიდრე 1986 წელს რეკორდის დამყარებისას იყო. მას 26 თვალი და ორი V8 ძრავა აქვს. ერთი წინ და ერთი უკან. მას 75 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.
ეს ავტომობილი ტექნიკურად გამართულია და სიარული შეუძლია თუმცა საჯარო გზებზე გადაადგილებისთვის ზედმეტად გრძელია. ამიტომ, ის დიზერის პირად ავტომუზეუმში საგამოფენო ექსპონატი იქნება.