ველური Opel Vectra
Aa
Aa

ველური Opel Vectra

ავტოინდუსტრიაში ხშირია შემთხვევა, როდესაც წამყვან კომპანიებს თავისი სპორტული განყოფილება გააჩნიათ, მაგალითისთვის:“მერსედესს“ AMG და BMW-ს Motorsport მოდელები ჰყავთ. მსგავსი სპორტული განყოფილება „ოპელსაც“ აქვს და მას Opel Performance Center (OPC) ჰქვია. დღევანდელ სტატიაში OPC-ს ყველაზე ძლიერი მოდელის, Opel Vectra OPC-ს გახსენება გვექნება.

Car Site, News Car, Review Car, Picture and More: 2011 Opel Vectra OPC

მიუხედავად „ვექტრის“ უმწეო კრავის სტატუსისა, ამ განყოფილებამ შესძლო და ველური  მოდელი შექმნა. სტანდარტული მოდელისგან ვიზუალურად უამრავი სპოილერითა და სპლიტერებით განსხვავდება, აგრეთვე ამ მოდელის ფერთა გამა სტანდარტულთან შედარებით უფრო თვალშისაცემია. გიგანტურ 18-იან დისკებში აუცილებლად შეამჩნევთ აგრეთვე გიგანტურ სამუხრუჭე სისტემასაც, რომელიც საქმეში საკმაოდ ეფექტურია. რაში სჭირდება „ვექტრას“ სპოილერები და ძლიერი მუხრუჭები?! 6 ცილინდრიანი 2.8 ლიტრი მოცულობის ძრავას Twin-scroll Turbo გააჩნია, რაც 1800-4500 ბრუნვის დიაპაზონში მაბრუნი მომენტის სრულად გამოყენებას განაპირობებს. ეს მაჩვენებელი ინჟინრებმა კარგად გათვალეს, რადგან 1600 კილოგრამიან ავტომობილს აჩქარებისას ძალის დემონსტრირება მალევე სჭირდება. ძრავის მიერ გამომუშავებული ცხენის ძალა 280-ს შეადგენს, ხოლოდ მაბრუნი მომენტის მაქსიმალური მაჩვენებელი კი 355-ს.

Vauxhall VXR | evo

ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა, თუმცა მასში რამოდენიმე ფაქტორია, რის გამოც ბევრი ავტომოყვარული ამ მოდელს არ იცნობს, ან იცნობს, მაგრამ არასდროს ახსენდება. ნებისმიერი სპორტული ავტომობილის ერთერთი მთავარი უნარი მისი მართვის მაღალი უნარებია, ეს ავტომობილი კი ამ მონაცემებში უარესზე უარესია. დიახ, სამწუხაროდ ამ ავტომობილს ექსტრემალურ პირობებში მოხვევა უბრალოდ არ შეუძლია. Top Gear-ის ერთერთ გადაცემაში, სადაც Jeremy Clarkson-ი Vectra OPC-ს ტესტავდა, მან ავტომობილის მართვადობას Catastrofic Understeer-ი უწოდა, რაც ავტოჟარგონულად რომ ვთქვათ “კატასტორფულად არასაკმარის მოხვევადობას“ ნიშნავს. ამ ყველაფერს ავტომობილის მაღალი საბაზისო ფასიც ემატებოდა. საბოლოოდ კი ძლიერი, ეშხიანი და ნაკლებად სასურველი სპორტული მოდელი მივიღეთ.

მსგავსი სიახლეები