Aa Aa
15 მარტი 2022  |  11:57

Bentley-ის ჭეშმარიტება

21-ე საუკუნემდე არსებული პერიოდი ბრიტანული ავტომწარმოებლებისათვის „ოქროს პერიოდი“ იყო. ამ დროში ავტოწარმოება მთელს მსოფლიოში ძლიერ ვითარდებოდა, მოთხოვნაც ისეთი იყო, რომ „ბენტლის“ მიერ წარმოებული წმინდა სისხლის ბრიტანული „სუპერავტომობილები“ სიცოცხლით ხარობდნენ. სამწუხაროდ დროის ცვლილებასთან ერთად, ფანატიკოსი გენიების დრო წავიდა, შესაბამისად პრაგმატულად მოაზროვნე და მცირე კრიტერიუმებით განმსჭვალული მოთხოვნების მქონე ავტოსამყაროსთან მოგვიხდა შეგუება. ზოგიერთმა კომპანიამ ვერ გაუძლო წნეხს და საერთოდ გაქრნენ, ზოგმა კი მოახერხა ადაპტირება და დღემდე აგრძელებენ მუშაობას სხვადასხვა ტენდენციური იმიჯის მქონე ავტომწარმოებლებთან ერთად. ერთი რამ უნდა ითქვას, რომ „ფოლკსვაგენთან“ ან „ფორდთან“ მიღწეული კოლაბორაციით ვერასდროს შექმნიან ისტორიულად გიგანტურ ავტომობილებს! პრაგმატულად მოაზროვნე ბაზარზე გათვლილი ნამუშევარი ვერასდროს იქნება Bentley Continental R Mulliner-ი, ის ხომ ხელოვნების ნიმუშია?!

1998 Bentley Continental T Mulliner for sale on BaT Auctions - sold for  $92,000 on August 22, 2018 (Lot #11,813) | Bring a Trailer

ეს ძვირადღირებული „იახტა“ 90-იან წლებში გამოუშვეს და მისი დასასრული 2003 წელს დადგა. მას ყველაფერი აქვს, რაც კი შეიძლება საუკეთესო „ბენტლის“ ჰქონდეს. მისი სვლის კომფორტი და დეტალების ხარისხი უანალოგოა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ავტომობილი Rolls-Royce-ის და Bentley-ის მიერ შექმნილი ძრავით არის წარმოებული. იგი 8 ცილინდრიანი და ტურბოდაბერვის მქონეა, ხოლო მისი მოცულობა 6.75 ლიტრს შეადგენს. 420 ცხენის ძალა და გამაოგნებელი 881 ნიუტონი 2450 კილოგრამიან ავტომობილს 100-მდე 6 წამში აჩქარებდა. მიუხედავად ძრავის ძველი კონფიგურაციისა, არ გამოირჩეოდა დიდი ბრუნვებით, იგი თავისი ძალის მაქსიმუმს 2000-4500 ბრუნვის დიაპაზონში აღწევდა. R Mulliner მოდელი ჩვეულებრივი „კონტინენტალისგან“ გაბარიტებით განსხვავდებოდა, იგი დაახლოვებით 10 სმ-ით გრძელი იყო, რადგან უკანა სავარძლებზე მეტი ადგილი ყოფილიყო.

The Case for 90's Continentals – Automotive Views

აღნიშნული ავტომობილი არ იყო სპორტული ხასიათის, ის იყო ძვირადღთირებული „იახტა“ მდიდრებისათვის, რომლებიც ეკონომიას არაფერში აკეთებენ და ბოლომდე ტკბებიან ისეთი გრანდიოზული ავტომობილებით, როგორიც Bentley Continental R Mulliner-ია.

 

გაზიარება: