8 ავტომობილი, რომლებიც იმაზე სწრაფი იყო, ვიდრე ავტომწარმოებელი გვეუბნებოდა
Aa
Aa

8 ავტომობილი, რომლებიც იმაზე სწრაფი იყო, ვიდრე ავტომწარმოებელი გვეუბნებოდა

ხშირად ავტომობილების ბროშურაში მითითებული რიცხვები რეალურს არ ემთხვევა. ავტომწარმოებლები ზოგჯერ შეცდომას უშვებენ. თუმცა, იყო შემთხვევები, როცა მათ საზოგადოება შეცდომაში განზრახ შეიყვანეს.

სხვადასხვა ტიპის რეგულაცია მათ ისეთი ავტომობილის აწყობის საშუალებას არ აძლევდა, როგორიც სურდათ. ამიტომ, გადაწყვიტეს, წესები დაერღვიათ და ეს კარგად შეენიღბათ.

ამ სტატიაში ჩვენ 8 ავტომობილს გავიხსენებთ, რომლებსაც სინამდვილეში იმაზე მეტი შეეძლო, ვიდრე ავტომწარმოებელი გვეუბნებოდა. 

Porsche 959S

1980-იანებში 959 Porsche-ს ჰიპერქარი იყო. მართალია, ის უწყინრად გამოიყურებოდა, მაგრამ კორპუსის ქვეშ ნამდვილი რაკეტა იმალებოდა. ოთხივეწამყვანი სისტემა, მაგნიუმის დისკები, რომელშიც საბურავის წნევის სენსორები იყო, მიმდევრობითი ტვინტურბოდაბერვა, მსუბუქი წონა და უჟანგავი კევლარის კორპუსი... ეს ავტომობილი 911 Turbo-ს ღირსეული წინაპარია.

კომპანიის თქმით, 959 Komfort ვერსიის მაქსიმალური სიჩქარე - 317 კმ/სთ იყო. 959 Sport-ის კი - 319კმ/სთ.

ნახევრად საიდუმლო ქარხნული განახლებით, ცხენის ძალების რაოდენობის გაზრდა 450-დან 520-მდე შეიძლებოდა. საბოლოოდ 29 ეგზემპლარი აწყეს და მას 959 S დაარქვეს. მას 510 ცხენის ძალა ჰქონდა და 340კმ/სთ-ს აღწევდა. 1988 წლისთვის ეს წარმოუდგენლად ბევრი იყო.

Ferrari F40

Porsche 959 ვტობანებზე დომინირებისთვის იყო შექმნილი, Ferrari-ს მსუბუქი F40 კი ავტოსტრადებს იპყრობდა. მისი 2.9-ლიტრიანი ძრავა და ტვინ ტურბო კომპრესორი 480 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. F40-ს ტურბო პრიმიტიული იყო. ყველა, ვინც ამ ავტომობილის საჭესთან მჯდარა, ე.წ. ტურბო ლეგზე საუბრობს.

F40-ის მფლობელები ამტკიცებდნენ, რომ სინამდვილეში მათი ავტომობილი 500 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ეს ნაწილობრივ ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ ვერ დაჯაბნა F40 მისმა V12-ძრავიანმა შთამომავალმა F50-მა.

Nissan Skyline R34 GT-R

1990-იან წლებში იაპონიაში ავტომწარმოებლებს შეთანხმება ჰქონდათ, რომ არ გამოუშვებდნენ ავტომობილს, რომელსაც 276 ცხენის ძალაზე მეტს გამოიმუშავებდა. მჭიდრო დასახლებებში ცხენის ძალების ომი საჭირო არ იყო.

Nissan-ის ინჟინრებმა კი გადაწყვიტეს, რომ რაღაც სახალისო შეექმნათ და უბრალოდ მოიტყუეს. მათი თქმით, R34 Skyline GT-R-ის 2.6-ლიტრიანი ტვინ-ტურბოდაბერვის 6-ცილინდრიანი ძრავა 276 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

სინამდვილეში კი ყველამ კარგად იცოდა, რომ ამ ავტომობილს 400-ზე მეტი ცხენის ძალა ჰქონდა. თანაც ეს იქამდე სანამ ბედნიერი მფლობელები მის „დატუნინგებას“ დაიწყებდნენ.

Shelby GT500KR

ტაქტიკა „დაუმატე ცხენის ძალები და მოიტყუე“ ბევრად ადრე იყო პოპულარული, სანამ იაპონელების საყვარელი საქმიანობა გახდებოდა. ეს პრაქტიკა 1960-იანებში ამერიკაში კარგად ნაცადი იყო.

Chevy, Ford-, Pontiac-, Dodge, AMC და Plymouth-ი ცხენის ძალების ომში იყვნენ ჩართულნი. Shelby-იცოდა, რომ თუ Mustang-ში სარბოლო ძრავას ჩასვამდა და თუ ეს გამოაშკარავდებოდა, სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა... თუ...

როცა 1968 წელს GT500 „გზების მეფე გამოვიდა, კომპანია ამტკიცებდა, რომ მისი 7.0-ლიტრიანი ძრავა მხოლოდ 335 ცხენის ძალას გამომუშავებდა. მხოლოდ შიდა წრეებში იცოდნენ, რომ სინამდვილეში ამ ძრავიდან 435 ცხენის ძალის ამოღება შეიძლებოდა.

Lotus Carlton 

1990 წელს Vaxhaull-მა გადაწყვიტა, რომ, რაღაც ისეთი უნდა შეექმნა, რაც BMW M5-ს გაუწევდა წინააღმდეგობას და საბოლოოდ Carlton-ი შექმნა.

Lotus-მა 3.0-ლიტრიანი ძრავის მოცულობა 3.6 ლიტრამდე გაზარდა. შემდეგ კი ორი დიდი ტურბო დაუმატა. შედეგად 377 ცხენის ძალა მივიღეთ. 4-კარიანი სედანი 0-100კმ/სთ-მდე 5.2 წამში აღწევდა.

„საქალაქო გზებისთვის ზედმეტად სწრაფია... უნდა აიკრძალოს...“ - ეს ფრაზები Vauxhall Lotus Carlton-ზე მუდმივად ისმოდა. ამაზე ბრიტანეთის პარლამენტშიც კი მსჯელობდნენ.

ოფიციალური მონაცემებით, ამ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 280 კმ/სთ იყო. რეალურად კი, როგორც ამბობენ, მას 305+ კმ/სთ-ს განვითარება შეეძლო.

McLaren 720S

McLaren-მა ავტომობილის ცხენის ძალების რაოდენობის სახელში ჩაწერა გადაწყვიტა. წესით 720S-ს 720 ცხენის ძალა უნდა ჰქონდეს...

თუმცა, დინო ტესტებმა აჩვენა, რომ რეალურად ამ ავტომობილს 750 ცხენის ძალა აქვს. კომპანია ამტკიცებდა, რომ 0-100კმ/სთ-მდე ეს ავტომობილი 2.9 წამში აღწევს. ზოგიერთმა ტესტმა დაადასტურა, რომ რეალურად ეს დრო 0.2 წამით ნაკლებია.

Toyota GR Yaris

იდევ ერთი გმირი, რომელმაც ბროშურა მოატყუა, Toyota-GR Yaris-ია. ოთხივეწამყვანი ავტომობილი 0-100კმ/სთ-მდე 5.5 წამში აღწევს, რაც საკმარისია იმისთვის, რომ Golf GTI შეარცხვინოს.

როცა ეს ავტომობილი TopGear-ის ტრასაზე შეამოწმეს, მან უკეთესი შედეგი აჩვენა. 0-100კმ/სთ-მდე 4.6 წამში მიაღწია. ეს £40 000-ის ღირებულების Golf R-მა ვერ შეძლო.

ამიტომ, Yaris-ის გაუმჯობესებულ ვერსიაში £30 000-ის გადახდა ნამდვილად ღირს.

McLaren F1

ავტოინდუსტრიის „არ ვიცოდით, რომ ასეთი სწრაფი იყო“ ჯილდო McLaren F1-ს გადაეცემა! ამ ავტომობილზე ჩვენ ვრცელი ბლოგი უკვე შემოგთავაზეთ.

მოკლედ რომ ვთქვათ, გორდონ მარი მსოფლიოში ყველაზე სწრაფი წარმოებული ავტომობილის აწყობას არ აპირებდა, თუმცა რიცხვები მის სასარგებლოდ იყო.

BMW-V12 ძრავა 627 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ეს იყო 14%-ით მეტი, ვიდრე მარის ჰქონდა ჩაფიქრებული.

მიუხედავად მტკიცებისა, რომ ამ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 372კმ/სთ იყო, ბევრი ამბობდა, რომ მას მეტი შეეძლო.

მსგავსი სიახლეები