დიზაინერის წარმოსახვის ნაყოფი: Mazda RX-10 Vision Longtail სუპერქარი ლე მანისთვის
როტორულ ძრავიანი Mazda-ს ახალმა რენდერმა ინტერნეტის ყურადღება მიიპყრო.
Mazda 787B კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელია და ამის მიზეზი „ლე მანის 24 საათზე“ მიღწეული გამარჯვებაა.
დიზაინერმა მაქსიმილიან შნაიდერმა ამ მანქანის როტორულ ძრავიანი რენდერი შექმნა, რომელსაც შეუძლია, კომპანია ამ ფრანგული ღონისძიების სათავეში დააბრუნოს. ის მას Mazda RX-10 Vision Longtail -ს უწოდებს და მანქანა შესანიშნავად გამოიყურება.
„იმისთვის, რომ ბრენდის დიზაინის ემოციური ენა შემენარჩუნებინა, მე მარტივი 3-განზომილებიანი დიზაინი შევქმენი, ზედმეტი აგრესიული საჰაერო ხვრელებისა და ფრთების გარეშე“ . - ამბობს ის.
ავტომობილის დაბალპროფილიანი შეხედულება ისე გამოყურება, თითქოს მანქანა ჰაერში ცურავს და არ აქვს მნიშვნელობა დაბალ სიჩქარეზე სეირნობს, თუ სისწრაფის სამნიშნა მაჩვენებელი აქვს. უკანა ნაწილს ყველაზე საინტერესო დეტალები აქვს. მაგალითად, უკანა სამკუთხა ფანჯარა, საიდანაც ძრავა ჩანს. შემქმნელმა ფორმა როტორული ძრავის მიხედვით აარჩია.
შნაიდერის წარმოდგენით, მანქანა ლე მანის ჰიპერქარების შეჯიბრებაზე უნდა გამოვიდეს და წყალბადზე მომუშავე უნდა იყოს. სამროტორიანი Wankel-ის ძრავა 2.3-ლიტრიანი უნდა იყოს, რომელიც 780 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და უკანა თვლებს მიეწოდება. ელექტრო 2 მოტორისგან გამომუშავებული 250 ცხენის ძალა კი წინა თვლებს. 0-100კმ/სთ-მდე 2.5 წამი უნდა დასჭირდეს და მაქსიმალური სიჩქარე 427კმ/სთ იყოს.
გარდა იმისა, რომ შნაიდერი თავის „ინსტაგრამ“ გვერდზე რენდერების ფოტოების გამოქვეყნებითაა დაკავებული, Mitsubishi Motors Japan-ში ექსტერიერის დიზაინერიცაა. იმედია, კომპანია დააფასებს მის ნიჭს და მომავალ მოდელებზე მისი სტილის გავლენას ვიხილავთ.