მსოფლიოში პირველი Ford Bronco 6x6 ნამდვილი მონსტრია
Apocalypse Manufacturing-ი 6-თვლიან Bronco-ს „მუქ ცხენს“ უწოდებს.
2020 წელს 6x6 Bronco-ს რენდერი ვიხილეთ. ახლა კი ეს ავტომობილი მართლა არსებობს. Apocalypse Manufacturing-ი 6x6 ავტომობილებზე მუშაობს. ეს ვერსია მალევე შემოგვთავაზეს მას შემდეგ, რაც ფლორიდის მაღაზიაში ახალი Bronco მიიღეს. Apocalypse-ს ამ დრომდე 150 ეგზემპლარი 6x6 ავტომობილი ჰყავს აწყობილი.
სამუშაოები, რა თქმა უნდა, ავტომობილის შასის დაგრძელებით დაიწყო. ასევე სუვისთვის დიდი საბარგულის დამატება მოუწიათ.
Bronco მეორე რიგის სავარძლებს უკან შუაზე გაჭრეს. შემდეგ კი შუაში სექცია ჩაამატეს. ეს ისეთი მარტივი არაა, როგორ მარტივადაც ჟღერს, ამიტომ სახლში ნუ გაიმეორებთ.
პროგრამული განახლების წყალობით, ავტომობილის 2.7-ლიტრიანი V6 ახლა, 400-ის ნაცვლად, 470+ ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
ხისტი სახურავი და კარები მოხსნადია. ყავისფერ სალონში ტყავის შავი აქცენტებია. ტყავის სალონი თოვლსაც გაუძლებს, წვიმასაც და სიცხესაც.
Apocalypse Manufacturing-ი ამტკიცებს, რომ „მუქი ცხენი“ მსოფლიოში პირველი Ford Bronco 6x6-ია. ის 2022 წლის აპრილში ბარეტ-ჯექსონის აუქციონზე პალმ ბიჩში, ფლორიდაში გაიყიდება.