იაპონელების უცნაური ხედვა
Aa
Aa

იაპონელების უცნაური ხედვა

ავტომობილის დიზაინი ხშირად მისივე რეპუტაციისთვის გადამწყვეტია, უამრავი მოდელი გვახსოვს, რომლებსაც ტექნიკურად ვერაფერს დავუწუნებთ, მაგრამ არა თუ აღიარება ვერ ჰპოვეს, უბრალოდ თავისი თავი დაისამარეს ვიზუალის გამო. ყველა ავტომწარმოებელს თავისი სტილი აქვს, რომელიც ეტაპობრივად ცვლილებას განიცდის, მაგრამ ყოველთვის ცდილობენ ეს ცვლილება უეცარი არ იყოს, რადგან ამით იმის რისკი იზრდება, რომ მომხარებელი უბრალოდ ვერ მიიღებს მას. BMW-ს გიგანტური ცხაურას გარშემო მომხდარი მითქმა-მოთქმა ყველა ავტომოყვარულს ახსოვს, ამ სიახლის მიღება უმეტესობას გაუჭირდა. ამის შემდეგ წარმოიდგინეთ, თუ რა მოხდება მაშინ, როდესაც Nissan March-ის წინა ნაწილს 60-იანი წლების Jaguar-ის ცხვირს მიამსგავსებთ, ეს ყველაფერი კურიოზულიც კი ხდება. სწორედ ამ უცნაური და საკამათო დიზაინით არის Mitsuoka დაკავებული.

Mitsuoka Viewt Mitsuoka Viewt რეიტინგი 0.0 (0) კომპლექტაციები დასახელება  Engine Transmission Drive wheels Acceleration to 100 km/h საწვავის  მოხმარება 1.2 79 ცხ.ძ Petrol Variator 4x4 – – 1.2 79 ...

ეს იაპონური კომპანია ქვეყნის მეათე ავტომწარმოებელია, თუმცა მის შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცის, რადგან 2016 წლამდე ის მხოლოდ შიდა ბაზარზე ახდენდა ავტომობილების რეალიზაციას. აღნიშნულ წელს ბრიტანეთში მან „მაზდა მიატას“ პლათფორმაზე წარმოდგენილი „როუდსტერი“  სახელად Mitsuoka Himiko წარადგინა. ეს შემთხვევა გარე სამყაროსთან პირველი შეხება იყო.

2008 Mitsuoka Himiko ( based on Mazda MX-5 ) - Free high resolution car  images

კომპანიის ხელმძღვანელობა იუწყება, რომ მათი მთავარი მიზანი ავტომობილების ინდივიდუალიზაცია და უნიკალურობაა, თუმცა ეს ორი ფაქტორი დიდი გაყიდვების და პოპულარულობის გარანტი ვერ გახდა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კომპანია ისეთ ცნობილ იაპონურ ბრენდების პლატფორმებს იყენებს, როგორებიცაა „ნისანი“, „ტოიოტა“, "ჰონდა და ა.შ. მაინც ვერ მოხერხდა რაიმე ახალი და სენსაციურის შექმნა.

Mitsuoka Orochi Production Coming To An End

Mitsuoka-ს სამოდელო სიაში ინდივიდუალურად შექმნილ მოდელსაც აღმოაჩენთ: Honda NSX-ის ბაზაზე აწყობილი ავტომობილია, რომელმაც ამერიკაში და ევროპაში უდიდესი კრიტიკა დაიმსახურა და ბევრმა საავტომობილო პლატფორმებმა ყველაზე უსახური ავტომობილების სიაშიც კი შეიყვანეს.

2014 Mitsuoka Orochi Final Edition | Top Speed

Mitsuoka-ს არაერთი მოდელი ჩვენს ქვეყანაშიც გვხდება, ეს წარსულში არსებულმა ღია იაპონურმა ბაზარმა განაპირობა. ამ მოდელების დანახვისას უამრავ ავტომოყვარულს მათი წარმოშობის შესახებ კითხვები უჩნდებათ. თუ სადმე Nissan March-ი ან რომელიმე სხვა მოდელი უცნაური რეტრო სტილის დიზაინით შეამჩნიეთ, იცოდეთ, რომ Mitsuoka-სთან გაქვთ საქმე.

მსგავსი სიახლეები