დაჩაგრული იაპონელი
Aa
Aa

დაჩაგრული იაპონელი

იაპონურ ავტოწარმოებას დანარჩენ მსოფლიოსთან მუდმივად ომი ჰქონდა გაჩაღებული. იგი ყოველთვის ცდილობდა ნებისმიერ სეგმენტში საკადრისი პასუხი გაეცა ევროპელებისთვის თუ ამერიკელებისთვის. ზოგიერთ მოდელს გაუმართლა და მისია შეასრულა, თუმცა ისეთი მოდელებიც არსებობდნენ, რომლებიც რიგი მიზეზების გამო ჩრდილში მოყვნენ და თავისი პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოავლინეს. „მაზდას“ ყოველთვის უჭირდა კონკურენტუნარიანი ავტომობილების შექმნა, მითუმეტეს აღნიშნულ სეგმენტში, RX-7 ამ კომპანიის საუკეთესო ქმნილებაა. სამწუხაროდ ესეთი დაჩაგრული ისტორია ჰქონდა ჩვენს გმირს. გაიცანით! თქვენს წინაშე Mazda Eunos Cosmo-ა.

TOPRANK GLOBAL | Find top quality used cars from our stock

მეტად გასაგები რომ იყოს, ეს ავტომობილი BMW 850-ის და Mercedes CL-ის კონკურენტად შეიქმნა. იაპონელები ტრადიციული ერია, ამიტომ მათ ყოველთვის უნდოდათ ნაციონალური ავტომობილი. Eunos Cosmo ნამდვილად ერთერთი საუკეთესო გამოუვიდათ, იგი 2.0 ლიტრი მოცულობის ვანკელის როტორული ძრავით იყო აღჭურვილი, რომელსაც ორი ტურბო ეხმარებოდა, ძრავა 280 ცხენისძალას და 407 ნიუტონს გამოიმუშავებდა. სისწრაფის მოყვარულებისთვის სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ყველა ეს მოდელი ავტომატური გადაცემათა კოლოფით გამოდიოდა, მიუხედავად ამისა 1640 კილოგრამიანი ავტომობილი 100-მდე 6 წამში ჩქარდებოდა, რაც 90-იანების დასაწყისში საკმაოდ კარგი შედეგი იყო.

TOPRANK GLOBAL | Find top quality used cars from our stock

ავტომობილი კომფორტულ GT კლასს განეკუთვნებოდა და ყველაზე მეტად ინტერიერით გამოირჩეოდა, რაც მოცემულ პერიოდში ძალზედ ფუტურუსტული იყო. თავდაპირველად ავტომობილის რეალიზება მხოლოდ შიდა ბაზარზე იყო გათვლილი, თუმცა წლების განმავლობაში ქვეყნის გარეთ განკუთვნილი მოდელებიც ჩაეშვა წარმოებაში. საბოლოოდ „მაზდამ“ Cosmo ძალიან მცირე ტირაჟით გამოუშვა, რომელთა რაოდენაბაც 9000 ერთეულს შეადგენდა.

I've suggested it before, but I'd like to suggest it again. A

მსგავსი სიახლეები