BMW Z8-წარსულის გაცოცხლება
BMW 507 კომპანიის ერთერთი დიდი სიამაყეა. მიუხედავად წარუმატებელი წარმოებისა, რომელიც სულ რაღაც 3 წელში დასრულდა, დროთა განმავლობაში მოახერხა და ნამდვილ ლეგენდად ჩამოყალიბდა. კომპანიას გათვლა წელიწადში 5000 ერთეულის წარმოებაზე ჰქონდა, თუმცა 3 წელიწადში მხოლოდ 252 ერთეულის გამოშვება მოახერხეს, რაც ნიშნავდა იმას, რომ ავტომობილის წარმოების ხარჯები და სარეალიზაციო ფასი ერთმანეთს აცდა. მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა (1956-1959) მან პოპულარობა მაინც მოიპოვა, მისი ერთერთი მფლობელი ლეგენდარული ელვის პრესლი იყო. ეს ავტომობილი კომპანიის პირველი „როუდსტერის“ სტატუსის მქონეა დღემდე. აღნიშნული კრახი იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა BMW-სთვის, რომ 30 წლის განმავლობაში კომპანიას „როუდსტერზე“ აღარც კი უფიქრია.
BMW 507 გახდა Z8-ის წარმოშობის მიზეზი. კომპანიის დირექტორთა საბჭოს ერთერთ წევრს 507 ჰყავდა, სწორედ ამ ავტომობილის მიმართ დიდი სიყვარულის გამო ახალი 507-ის მსგავსი „როუდსტერის“ წარმოშობის იდეა გაჩნდა. 1997 წელს ტოკიოს ავტოშოუზე სამყარომ ულამაზესი BMW Z8 იხილა.
ავტომობილის დიზაინი რეტრო სტილისაა, მასში ასახულია, თუ როგორ განვითარდებოდა 507-ის ვიზუალი წლების განმავლობაში ცოცხალი რომ გადარჩენილიყო. აღნიშნული მოდელის წარმოება მცირე რაოდენობაზე იყო გათვლილი და მისი დანიშნულება საკოლექციო მოდელის შექმნა იყო. კომპანიამ ეს ყველაფერი თავიდანვე განაცხადა და პოტენციური მომხმარებლები ანუგეშა იმით, რომ 40 წლის სამყოფი სათადარიგო ნაწილების წარმოები იყო დაგეგმილი, რადგან მფლობელებს ავტომობილის ხანრგძლივი ვადით შენახვაზე ჰქონოდათ აქცენთი გაკეთებული.
ავტომობილის სავალი ნაწილი და ძარაც ალუმინისგან არის დამზადებული, მისი აგრეგატები კი BMW E39 M5-სგან არის აღებული. 5 ლიტრიანი V8 ძრავა 400 ცხენის ძალას და 500 ნიუტონს გამოიმუშავებს. ავტომობილი 1600 კილოგრამს იწონის და მისი მაქსიმალური სიჩქარე შემზღუდველის გარეშე 290-ს აღემატება. 100-მდე აჩქარებას 4.4 წამში ასრულებს, ამ ყველაფერს 6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი და ბლოკირებული უკანა დიფერენციალი უწყობს ხელს. ეს აგრეგატები ყველასთვის ისედაც ცნობილია, თუმცა მისი დიზაინი და ინტერიერი უდიდეს ქებას იმსახურებს. Z8-ის წარმოება 5 703 ერთეულს მოიცავს და დღემდე მსოფლიოს ულამაზესს ავტომობილებში ერთერთი მოწინავე ადგილი უჭირავს.