გადარჩენილები: 10 ყველაზე ხანგრძლივად წარმოებული ავტომობილი
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სახელი მთელი ცხოვრებაა გვესმის, მოდელისთვის იშვიათია, რომ ათწლეულების განმავლობაში უცვლელი დარჩეს.
ავტომწარმოებლები პლატფორმების გარდაქმნაზე მუშაობენ. უფრო მსუბუქ ნედლეულსა და ტექნოლოგიებს იყენებენ. კლიენტების მოსაზიდად მოდელებს იმაზე ხშირად აახლებენ, ვიდრე საჭიროა. მაგრამ ეს სტატია ასეთ ავტომობილებზე არ მოგვითხრობს.
მაგილითისთვის, Volkswagen-მა ხელახლა დაბადებული Beetle-ს წარმოება 2019 წელს შეწყვიტა. ორიგინალმა ვერსიამ კი წარმოუდგენლად გრძელი გზა გაიარა.
ამ სტატიაში ჩვენ იმ 10 ავტომობილზე გესაუბრებით, რომლების სიცოცხლეც რამდენიმე ათწლეულზე დიდხანს გაგრძელდა.
Renault 12 (1969-2006) – 37 წელი
Renault-ის აღმასრულებლებს იმედი ჰქონდათ, რომ 12 ოთხ დიდ ბაზარზე წარმატებას მოიპოვებდა და ასეც მოხდა. ამ ავტომობილისთვის მთავარი ბაზარი აღმოსავლეთ ევროპა, დასავლეთ ევროპა, ამერიკა და ავსტრალია იყო.
12 ათწლეულების განმავლობაში Dacia-ს ხერხემალი იყო. 26 წლის განმავლობაში ეს ავტომობილი რუმინეთში იწყობოდა. ბოლო 11 წლის განმავლობაში კი საფრანგეთში. მის სპორტულ კუპე ვერსიას 1410 ერქვა, ჰეჩბექს – 1320. იწყობოდა პიკაპებიც. საბოლოოდ, ის Dacia Logan-მა ჩაანაცვლა.
Peugeot 504 (1968-2006) – 38 წელი
ამ ავტომობილმა 1969 წელს საუკეთესო ევროპული ავტომობილის ჯილდო მოიგო. მან გზა სხვა ბაზრებისკენაც გაიკვლია. აფრიკის ზოგიერთ ნაწილში მას გზების მეფეს უწოდებდნენ. ეს ავტომობილი არგენტინასა და ჩინეთშიც იწყობოდა. ნიგერიისთვის სპეციალური მოდელის წარმოება კი 2006 წელს დასრულდა.
ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმედინეჯედმა პირადი 1977 წლის 504 2010 წელს გაყიდა. აუქციონზე ეს ავტომობილი $2.5 მილიონად გაიყიდა, რამაც ის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ Peugeot-ად აქცია.
Hillman Hunter (1966-2005) – 39 წელი
ეს ავტომობილი პირველად Rootes Group-მა 1966 წელს გამოუშვა. Hunter-ი მალევე ბრიტანეთის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახდა. თუმცა, ბრიტანეთში მისი 13-წლიანი არსებობა მივიწყებულია. Hunter-ი ხელახლა დაიბადა მას შემდეგ, რაც ირანის ნაციონალურმა კომპანიამ მისი წარმოების უფლება მოიპოვა.
ავტომობილს სახელი შეუცვალეს და Paykan-ი დაარქვეს. ის მალევე გახდა ცნობილი, როგორც ირანის ნაციონალური ავტომობილი. მას ხშირად ნახავდით ტაქსისა და პოლიციის ავტომობილის ამპლუაში. ამ ავტომობილებს Peugeot 504-ს ძრავა ჰქონდა. მოგვიანებით ის Samand-ით ჩაანაცვლეს, რომელიც უფრო თანამედროვე Peugeot 405-ზე იყო დაფუძნებული.
Mini (1959-2000) – 41 წელი
ეს ავტომობილი 5.3 მილიონ ეგზემპლარად აიწყო! Mini იგივეა ბრიტანული ავტოინდუსტრიისთვის, რაც ჯგუფი The Beatles ბრიტანული მუსიკისთვის. ალენ ინსინუას გენიალური ინჟინერიით, ეს ავტომობილი ჩანახატიდან წარმოებულად 27 თვეში იქცა.
მცირე ზომის ავტომობილი 4 მგzავრს იტევდა. მთავარი ინოვაცია კი კაპოტის ქვეშ იმალებოდა. British Motor Corporation-მა წყლით გაგრილებადი 4-ცილინდრიანი ძრავა ააწყო. გადაცემათა კოლოფი 4-სიჩქარიანი მექანიკური იყო.
Mini-მ გავლენა არა მხოლოდ ქალაქის ავტომობილებზე მოახდინა, არამედ სუპერქარებზეც. როცა Lamborghini Miura-ში 4.0-ლიტრიანი V12 ძრავას ვერ ათავსებდნენ, ინჟინერმა პარკინგზე Mini-ს კაპოტის ქვეშ ჩაიხედა და შთაგონება ეწვია.
Citroën 2CV (1948-1990) – 42 წელი
Citroën 2CV იმაზე დიდხანს ცოცხლობდა, ვიდრე მისი მემკვიდრეები Dyane და Visa. „თუნუქის ლოკოკინას“ სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო უკვდავების ელექსირი არ იყო. საიდუმლო მის სიმარტივეში იყო.
ამ ავტომობილში მთავარი ფუნქციები იყო და არა ფორმები. ეს იყო უპრეტენზიო ავტომობილი, რომელსაც არაფრის დამტკიცება სჭირდებოდა. Citroën-მა ის 5.1 მილიონ ეგზემპლარად ააწყო. მათ შორის 1.2 მილიონი ფურგონი იყო.
Vaz 2121/Lada Niva/ Lada 4x4 (1977- დღემდე) – 45 წელი
Lada-მ Niva იაფფასიან ყველგანმავლად შექმნა, რომელიც ციმბირის პირობებს უნდა გამკლავებოდა. ეს ნაწილებს Fiat-იდან წარმოშობილ 2101-თან იზიარებდა. Niva კომპნიის ყველაზე ხშირად ექსპორტირებული ავტომობილი გახდა.
Lada ხარისხის სინონიმი ნამდვილად არ არის. თუმცა, მას რუსეთის ბაზარზე ანტარქტიკაში იყენებენ. წარმოება დღესაც გრძელდება. 2020 წლის ავტომობილი სულ მცირედით განაახლეს. ახალი მოდელის გამოსვლა 2025 წლისთვის იგეგმება. გარეგნულად ახლდება, თუმცა, უახლესი Niva Bronto-ს 1.7-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა სასაცილო 83 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
Hindustan Ambassador (1958-2007) – 49 წელი
Hindustan Motors-მა Ambassador-ი მას შემდეგ იყიდა, რაც British Motor Corporation-ისგან Morris Oxford Series III-ის წარმოების უფლება შეიძინა. ალბათ ამ შეთანხმებაში მონაწილე ვერც ერთ მხარეს ვერ წარმოედგინა, რომ Oxford-ის დიზაინი თითქმის ნახევარ საუკუნეს გაუძლებდა.
წლების განმავლობაში ეს ავტომობილი მხოლოდ მცირედით შეიცვალა. მთავარი განახლება კი 2004 წელს მიიღო.
Morgan 4/4 (1955-2019) – 64 წელი
ავტომობილების განვითარების გათვალისწინებით, Morgan-ს 4/4 1960-იანებში უნდა ჩაენაცვლებინა. ბრიტანულმა ბრენდმა ყველა ტრენდი უარყო, როცა ამ როდსტერის წარმოება გააგრძელა. დროთა განმავლობაში მან მხოლოდ მცირედი განახლებები განიცადა. მთლიანობაში კი დიზაინი ისე გამოიყურება თითქოს 50-იან წლებში გაიყინა.
1955 წლის შემდეგ Ford-ის ძრავებს იყენებდა. 1980-იან წლებში კი ცოტა ხნით Fiat-ის 4-ცილინდრიანი ძრავებიც ჰქონდა. იმ ფაქტმა, რომ Ford Sigma-ს ძრავა გამონაბოლქვის სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებდა, 4/4-ის წარმოება დაასრულა.
Volkswagen Type 2 (1949-2013) – 64 წელი
Volkswagen Type 2 (Bus ან Kombi) მაშინ გაჩნდა, როცა ბრენდის ნიდერლანდელმა იმპორტიორმა იმ ფურგონის ქვეყანაში შეყვანის უფლება ითხოვა, რომელიც ვოლფსბურგის ქარხანაში ნაწილების გადასატანად გამოიყენებოდა. მას ევროპელები საზოგადოებრივ ტრანსპორტად იყენებდნენ. ამერიკელებს კი კემპინგის ვერსია უფრო მოსწონდათ.
მოგვიანებით, Caravelle/Transporter-მა ორივე ვარიანტი ჩაანაცვლა, თუმცა, წარმოება ლათინო ამერიკულ ბაზრებზე გაგრძელდა. მაგალითად, მექსიკასა და ბრაზილიაში.
ვენი ბრაზილიაში 2010-იან წლებშიც წარმატებით იყიდებოდა, თუმცა, უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. ბალიშებისა და ABS სისტემის დამატების ნაცვლად, Volkswagen-მა მისი წარმოების შეწყვეტა გადაწყვიტა. ბოლო 600 ეგზემლარი სპეციალური გამოშვება იყო, რომელიც Last Edition-ის სახელის ქვეშ გამოვიდა და ექსკლუზიურად მხოლოდ ბრაზილიაში გაიყიდა. Type 2 არსებობის განმავლობაში ჯამში 10 მილიონ ეგზემპლარად აიწყო.
Volkswagen Beetle (1938-2003) – 65 წელი
და ყველაზე დიდხანს წარმოებული ავტომობილის ტიტული გადაეცემა Volkswagen Beetle-ს! ამ ავტომობილს მთელს მსოფლიოში თითქმის იგივე ცნობადობა აქვს, რაც Coca-Cola-ს ლოგოს.
Volkswagen-ს უბრალოდ გერმანიის ბორბლებზე შეყენება უნდოდა. მისი წარმოება ნაცისტურ გერმანიაში დაიწყო, თუმცა, ომმა პროცესი შეაჩერა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის კინაღამ ბრიტანული, ან ამერიკული გახდა, თუმცა, მისი წარმოება არც ერთ ბრიტანულ ავტომწარმოებელს არ სურდა. არც Ford-ს. ბრიტანული გამოცემა წერდა, რომ ავტომობოლისთვის ფუნდამენტალურ ტექნოლოგიურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. საშუალო სტატისტიკური მყიდველისთვისაც კი არ იყო მიმზიდველი. Beetle-ს წარმოება კომერციულად წამგებიანი იქნებოდა.
ომგადატანილი ევროპა ფეხზე მალე დადგა და ავტომობილების საჭიროებაც გაიზარდა. ეს ავტომობილი 60-იანების კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. გამკაცრებულმა გამონაბოლქვის სტანდარტებმა საბოლოოდ ამ ავტომობილის არსებობა დაასრულა. 2003 წელს მექსიკაში რეტრო სტილით შთაგონებული შეზღუდული გამოშვების ვერსია გამოვიდა, რომელსაც Última Edición-ი ერქვა. არსებობის მანძილზე სულ მცირე 15 ქვეყანაში 21 მილიონი Beetle აიწყო.