ჩრდილში მოხვედრილი ფრანგი
ფრანგული ავტომობილები სილამაზით გამოირჩევიან და მათი სტილი ყოველთვის განსხვავებულია. Peugeot მათგან ყველაზე მეტად გამოირჩევა, რადგან ამ კომპანიის სიაში უამრავ ლამაზ მოდელს შეხვდებით. აღნიშნულ მოდელებს კომპაქტურობა და ეკონომიურობა ახასითებთ, თუმცა დღეს ჩვენ ფუნდამენტალურად განსხვავებულ მოდელს გავიხსენებთ.
Peugeot 308 RCZ პირველად 2009 წელს იხილა მსოფლიომ. მისი ვიზუალი გულგრილს ვერავის ტოვებდა, შესაბამისად ამ ავტომობილმა უამრავ ნომინაციაში გაიმარჯვა, კერძოდ კი 2010 წლის ყველაზე ლამაზი ავტომობილის ტიტული 5-ჯერ აქვს მოგებული. მისთვის დამახასითებელი მუქი Double-bubbled სახურავი Zagato-სგან აქვს. ეს ის ავტომობილია, რომელიც თავისივე კოცეპტთან თითქმის იდენტურია. მისი სხეულის პროპორციებით თუ ვიმსჯელებთ, ერთი შეხედვით ცენტრალურძრავიანი ავტომობილი გეგონებათ.
მიუხედავად არც თუ მცირე წარმოებისა, რომლის რაოდენობაც 67 916 ერთეულს შეადგენდა, ფართო საზოგადოებისთვის დიდად ცნობილი არა არის. მისი აგრეგატები 1.6 ლიტრიანი ტურბოდაბერვის მქონე ბენზინის და 2.0 დიზელის ძრავებია.
RCZ-ს ყველაზე მძლავრი მოდელი R ვერსია იყო. იგი 270 ცხენისძალას და 330 ნიუტონს გამოიმუშავებდა, ამ მონაცემთა პიკის მიღწევა ძრავის 1900 ბრუნვიდან იყო შესაძლებელი. ავტომობილი 6 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით და Torsen-ის ბლოკირებით იყო აღჭურვილი, რადგან სხვაგვარად 1900 ბრუნზე მიღწეული 330 მაბრუნი მომენტის გამო საფართან მოჭიდება წარმოუდგენელი იქნებოდა. ეს მონაცემები 1300 კილოგრამიან "კუპეს" 100-მდე 5.9 წამში აჩქარებდა. ავტომობილს Alcon-ის სამუხრუჭე სისტემა და გაუმჯობესებული დაკიდება ჰქონდა. სტანდარტული მოდელიც კი ვიზუალურად იმდენად დახვეწილი იყო, რომ R ვერსიას მხოლოდ უკანა სპოილერი და R-ის ლოგოები დაუმატეს.
RCZ 2009-2015 წლებში იწარმოებოდა. არნიშნულ მოდელში “პეჟოს“ ეკონომიურობა და დაფალი ფასი შენარჩუნებული იყო. ეს ავტომობილი 32 000 ევრო ღირდა, რაც მის კონკურენტებთან შედარებით საკმაოდ მისაღები იყო.