Lotus-მა Evija EV-ის ჰიპერქარის ონლაინ კონფიგურატორი ჩაუშვა
ძვირადღირებული კონფიგურატორი ray-tracing ტექნოლოგიის მეშვეობით მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, რომ ნახონ, თუ ავტომობილი სხვადასხვა გარემოში როგორ გამოიყურება.
თუ თქვენ იმ 130 მომხმარებელთა სიაში შედიხართ, რომელიც Lotus Evija-ს ყიდვას აპირებს, მაშინ თქვენ ახლა ულტრა-თანამედროვე ონლაინ კონფიგურატორის მეშვეობით შეგიძლიათ სასურველი კომპლექტაცია უკვე შეარჩიოთ. მაგრამ თუ ავტომობილის შეძენაზე €1.5 მილიონის დახარჯვას არ აპირებთ, თქვენთვის ავტომწარმოებელი ახალი ვირტუალური კონფიგურატორის შესაძლებლობებს წარგიდგენთ.
„ლოტუსის“ ელექტრომობილის წარმოება წლის ბოლოს დაიწყება.
ავტომობილის ექსკლუზიურობის გათვალისწინებით, „ლოტუსის“ მომხმარებლები ინტერიერის პერსონალიზაციაში და ექსტერიერის ფერთა გამაში შეზღუდული არ არიან. კომპანიის კონფიგურატორი ახალი კონფიგურატორი ახალ Ray-Tracing არქიტექტურაზეა აწყობილი, რომელიც ძირითადად კომპიუტერულ თამაშებში გამოიყენება. Ray-Tracing-ი რეალურთან ყველაზე მიმსგავსებულ სხივებს და ანარეკლებს გადმოსცემს, რაც მომხმარებელს უკეთ წარმოდგენას შეუქმნის, თუ კონკრეტულ რეალურ გარემოში ავტომობილი როგორ გამოიყურება.
„ვიცით, რომ თითოეული მომხმარებლის სურვილი უნიკალური იქნება და ჩვენი მომხმარებელთან ურთიერთობის დეპარტამენტის გუნდი ამ სურვილების მხარის დასაჭერად მზად არის. ახალი კონფიგურატორის მეშვეობით, მომხმარებელი ყველა სასურველი დეტალის შესახებ გვამცნობს და მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით მათთვის იდეალურ ავტომობილს შევუქმნით. ამას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ღილაკზე დაჭერით შეძლებენ,“ აცხადებს „ლოტუსის“ გლობალური მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი საიმონ კლერი.
Evija ოთხ ელექტროძრავას იყენებს, რომლების ჯამური ცხენის ძალის მაჩვენებელი 1 900-ზე მეტია. „ლოტუსი“ ვარაუდობს, რომ ახალი ელექტრო ჰიპერქარი 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 3 წამზე ნაკლებს მოანდომებს და 200 კმ/სთ სიჩქარეს დაახლოებით 6 წამში განავითარებს. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 340 კმ/სთ-ზე მეტი იქნება და მანძილის დიაპაზონი 400 კილომეტრის ფარგლებში მერყეობს.