იშვიათი და უნიკალური Alpina B3 S
სტანდარტული მოდელის გაუმჯობესება ყოველთვის არის შესაძლებელი, სხვაობა შეიძლება იყოს ისეთ ნიუანსებში, რომელიც ავტომობილის ხასიათს განაპირობებენ. ზოგიერთი ტიუნინგ კომპანია სტანდარტულ საოჯახო ავტომობილს ნამდვილ სარბოლო „ბოლიდათ“ აქცევს, ზოგიც პირიქით. Alpina იმ კომპანიების ნუსხას მიეკუთვნება, რომლებიც სპორტულ და კომფორტულ ხასიათს ერთამნეთს შესანიშნავად უთავსებენ. ეს კომპანია BMW-ეს მოდელებს უკვე ნახევარი საუკუნეა ხვეწავს. ვერსად ნახავთ ავტომოყვარულს, რომელსაც Alpina-ს მოდელები სიგიჟემდე არ უყვარს. მე-3 სერიის მოდელებიდან „ალპინას“ პირველი პატივი BMW E30-ს ერგო, რასაც შემდგომი მოდელებიც მოჰყვა.
პირველად B3 3.3 (E46) მოდელი ვიხილეთ, რომელსაც განახლებული Alpina B3 S მოდელის გაგრძლებაც თან დაერთო. ამ ორ მოდელს შორის სხვაობა მცირეა და ერთმანეთთან ძალიან ბევრ იდენტობას იზიარებენ. ვიზუალურად „ალპინასთვის“ ბამპერებზე დამატებული სპოილერები, ბრენდის სტიკერები, დისკები და ავტომობილის განსხვავებული ფერები აქაც ტრადიციულია. ეს ავტომობილი მათთვისაა, ვისაც კომფორტული და განსხვავებული M3 უნდა. მოგეხსენებათ, რომ M3 მოდელი მხოლოდ კუპე და კაბრიოლეტი არსებობს, „ალპინას“ აგრეთვე ფურგონი და სედანიც ჰყავს. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ M3-სგან განსხვავებით Alpina-ს მოდელებში ავტომატური გადაცემათა კოლოფიც არის ხელმისაწვდომი.
აღნიშნული ავტომობილი მისი წინა მოდელის, E36 USA M3 (S52B32) ძრავით არის აღჭურვილი. მისი მონაცემები გაუმჯობესებულია, აგრეთვე მოცულობაც 3.3 ლიტრამდეა გაზრდილი და 305 ცხენისძალას გამოიმუშავებს, რაც 65-ით მეტია ვიდრე სტანდარტული ძრავის მონაცემები. აგრეგატის მიერ გამომუშავებული 362 ნიუტონი, 6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის მეშვეობით ავტომობილს 0-100 აჩქარებას 5.2 წამში ასრულებინებს. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 271 კმ/სთ-ს შეადგენს. დაკიდების და სამუხრუჭე სისტემები გაუმჯობესებულია, რადგან ავტომობილის მართვა მეტად სასიამოვნო იყოს. ამ ყველაფერს 18-იანი „ალპინას“ საფირმო დისკები ძალიან უხდება, რომლის ტრადიციული სტილი ყველა მოდელში დაცულია.
Alpina B3 S თავის პირვანდელ მოდელთან (B3 3.3) შედარებით ნაკლებ არის ცნობილი, თუმცა უამრავი ავტომოყვარულის აზრით B3 S მეტად დახვეწილი და სასურველია მათთვის ისევე, როგორც სტანდარტული და უბრალო მე-3 სერიის გარდამავალი მოდელიც.