Mitsubishi SSU-იაპონური Hummer-ი
Mitsubishi Motors Corporation-ი 90-იანი წლების დასასრულისთვის ამერიკის ბაზარზე წელიწადში 200 000 ავტომობილის გაყიდვას ახერხებდა. ამ მაჩვენებლის გაზრდის მიზეზით კომპანიამ ბაზარზე მეტად ადაპტირებული SUV-ის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც მომავლის ხედვა იქნებოდა. ამ მოდელის პრეზენტაცია 1999 წელს ჩიკაგოს ავტოშოუზე შედგა.
Mitsubishi SSU საკმაოდ ფუტურისტული და ეშხიანი გამოვიდა. მისი ლაკუნური ფორმები ყველას თვალში ხვდებოდა, აგრეთვე ავტომობილში სპორტული ხასიათიც იგრძნობოდა. ექსტერიერის მიხედვით მისთვის სახასიათო წინა და უკანა მაშუქების დიზაინი იყო. უკანა მაშუქები LED განათების იყო, შესაბამისად გაჩერებულ ავტომობილს უკნიდან თუ შეხედავდით იფიქრებდით, რომ მას მაშუქები საერთოდ არ ჰქონდა, საკმარისი იყო გაბარიტული განათების ჩართვა, ან მუხრუჭის სატერფულზე შეხება და სილამაზე მოქმედებას იწყებდა. SSU-ს ინტერიერიც შესაფერისი ჰქონდა, მას სამხედრო მფრინავი აპარატების მსგავსი დეტალების დიზაინი გააჩნდა. ‘
ავტომობილს ძრავა Mitsubishi Galant VR-4-ის ჰქონდა, რომელიც კიდევ უფრო მეტად იყო გაძლიერებული, V6 ტიპის 2.5 ლიტრიანი ტურბოდაბერვის ძრავა 310 ცხენისძალას გამოიმუშავებდა. Mitsubishi-ს ეს ულამაზესი SUV-ი 4x4-ზე იყო და მისი უკანა დიფერენციალს AYC სისტემა გააჩნდა, რომელიც საბურავებზე მაბრუნი მომენტის მიზანმიმართულად გადანაწილებას უზრუნველფყოფდა. ავტომობილი 5-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით და 20-იანი დისკებით იყო აღჭურვილი.
მისი გაბარიტებიდან და დიზაინიდან გამომდინარე მას „იაპონური ჰამერი“ შეარქვეს. აღნიშნული ავტომობილი გაყიდვაში არასდროს ჩაშვებული და პროტოტიპად დარჩა, ეს ყველაფერი კი მისი შექმნიდან მომდევნო წლებში ამერიკის ბაზარზე საგრძნობლად შემცირებული გაყიდვების გამო მოხდა.