რამდენად და როგორ უნდა ვიზრუნოთ ტურბინიან ავტომობილზე?
Aa
Aa

რამდენად და როგორ უნდა ვიზრუნოთ ტურბინიან ავტომობილზე?

ბოლო დროს გახშირდა სტატიები და ვიდეოებიც იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოვუაროთ ტურბინიან ავტომობილს. ძრავის გახურება და გაციება დაძვრისა და გაჩერების შემდეგ, სწორი ოქტანობის საწვავის ჩასხმა, კონუსის სწორი გამოყენება და სწორი სიჩქარის შერჩევა. ეს ის რამდენიმე საბაზისო წესია, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ტურბო და ძრავა ზიანდება.

მფლობელების უმეტესობა ტურბოს მოვლისთვის საბაზისო რჩევებს უგულებელყოფს, მაგრამ რას ამბობენ ავტომწარმოებლები ამაზე? რამდენად შესაძლებელია ელემენტარული წესების დარღვევით ავტომობილის დაზიანება? თუ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ეს რჩევებიც მოძველდა?

საქმე ისაა, რომ თანამედროვე ძრავები შემოწმებებს ყველაზე მკაცრ პირობებში გადის. ტურბინები მაქსიმალურად დახვეწილია. ძველ ავტომობილებს ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები ნამდვილად ეხება, თუმცა, რამდენად მოქმედებს თანამედროვე ვერსიებზე? დღეს პროგრამული სისტემები ადამიანური შეცდომების აღმოფხვრაზე მუშაობს.

ადრე ტურბინიან ავტომობილებზე რჩევებს გავცემდით. ახლა კი ასეთი ავტომობილის მფლობელებს რაიმე სპეციალურ რეკომენდაციებს აღარ ვაძლევთ“, - ამბობს BMW-ს პრესსპიკერი.

Audi-ს პრესსპიკერმა განავრცო: „Audi-ს ტურბინიანი ძრავები განსაკუთრებულ მზრუნველობას არ საჭიროებს. არც იმ მიდგომას, რომელსაც უფრო ძველი ძრავები მოითხოვდა. თუმცა, რა თქმა უნდა, რეკომენდაციას გავცემთ, რომ ცვეთის და გამონაბოლქვის შესამცირებლად, ზოგადი რეკომენდაციები გაითვალისწინონ“.

ეს ზოგადი რეკომენდაციები გეგმური სერვისებისგან არაფრით განსხვავდება. მარტივად რომ ვთქვათ, ავტომობილს უბრალოდ კარგად უნდა მოუაროთ. სერვისისთვის საჭირო ვადები მფლობელის სახელმძღვანელოში იქნება მითითებული. მთავარი ამ ინტერვალების დაცვა და სითხეების დროული გამოცვლაა.

როცა საქმე კონკრეტულად ტურბოს ეხება, ბევრი სადარდებელი არ გაქვთ. Citroen-ის ნაწილებისა და მომსახურების მენეჯერი იან სეჯვიკი განმარტავს:

ტურბოები წლების განმავლობაში დაიხვეწა. THP ძრავებს ცალკეული გამაგრილებელი სისტემა აქვს, რომელიც სიცხეს ისრუტავს. როცა ძრავას აქრობთ, სისტემა ავტომატურად ოპერირებს. ელექტრონულად კონტროლირებადი ტურბო მართვის სტილს და ძალას აკორექტირებს“.

რიკარდო მარტინეს ბოტასი ლონდონის Imperial College-ის მექანიკური ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მისი თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მძღოლს უბრალოდ შეუძლია ავტომობილში ჩაჯდეს და მართოს, მაგრამ საქმე სხვაგვარადაა, თუ მანქანა მოდიფიცირებულია.

ძრავის მენეჯმენტის სისტემები და თანამედროვე დიზაინი ყველაფერზე ზრუნავს. მაგრამ, თუ ამ სისტემაში ცვლილებას შეიტან, მაშინ ფრთხილად უნდა იყო.

„თუ შეცვლი ზეთის ტიპს შეცვლით, სისტემას დანამატებს დაუმატებთ, შეცვლით ელექტრონული მართვის ბლოკს, მაშინ უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ მოგცემთ, რადგან ავტომწარმოებელს ძრავა ამ შეცვლილ პირობებზე არ შეუმოწმებია“.

ტურბინიან ავტომობილზე პროგრამული განახლება მნიშვნელოვანი ცვლილებაა:

თუ ამას კონკრეტული შედეგების გააზრების გარეშე გააკეთებთ, სისტემის ცვლილება თქვენი ძრავისთვის შეიძლება დამაზიანებელი გამოდგეს. ძრავის ცილინდრები უფრო ძლიერი წნევის ქვეშ აღმოჩნდება. უპირველეს ყოვლისა დგუშის რგოლებს გააფუჭებთ“.

„ბოლო 10 წელია, კლიენტებს ამ საკითხზე სპეციალურ რჩევებს აღარ აძლევენ, რადგან ავტომწარმოებლებმა უკვე ყველაფერზე იზრუნეს“.

პროფესორმა რიკარდო მარტინეს ბოტასმა 5 ზოგადი რჩევა მიმოიხილა, რომლებიც ძირითადად 10 წელზე ძველ ტურბინიან ავტომობილებს ეხება. მისი მოსაზრება ასეთია:

1: გაახურეთ ძრავა დაძვრამდე – ზეთი საჭირო ტემპერატურამდე გაცხელდეს.

„თუ თქვენი ავტომობილის ასაკი გაწუხებთ, ან მოდიფიცირებული გყავთ, მაშინ ეს მგრძნობიარე თემაა და უნდა გაითვალისწინოთ“.

2: არ ჩააქროთ ძრავა მაშინვე – აცადეთ ზეთს გაციება.

„დღევანდელ ძრავებში ზეთის სისტემა თავისით მაშინვე არ გამოირთვება. გაგრილების პროცესი მიმდინარეობს. მაგრამ, თუ თქვენს ავტომობილს გაგრილების ეს სისტემა არ აქვს, მაშინ ფრთხილად უნდა იყოთ“.

3. მაღალ სიჩქარეში ზედმეტად ნელა არ იაროთ. ეს დეტალებზე მეტ წნეხს გამოიწვევს.

„აბსოლუტურად. ამას სრულიად ვეთანხმები“.

4. არ გამოიყენოთ იმაზე დაბალი ოქტანობის საწვავი, ვიდრე რეკომენდებულია.

„ძველ ძრავებში შესაძლოა ამან სერიოზული პრობლემა გამოიწვიოს. ეს ტურბოს სანდოობაზე ნაკლებად იმოქმედებს, მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში თვითონ ძრავას დააზიანებს“.

5. თუ ავტომობილს ტურბო ლაგი აქვს, აქსელერატორს ბოლომდე ძლიერად არ დააწვეთ – განსაკუთრებით მოსახვევიდან გამოსვლისას.

„8 და მეტი წლის წინ ტურბო ლაგი ზოგადი პრობლემა იყო. ძალას იმ დროს იღებ, როცა უკვე აღარ გჭირდება. ამიტომ მოსახვევიდან გამოსვლისას ფრთხილად უნდა იყო“.

მსგავსი სიახლეები