Honda CR-V-ის მძღოლმა ავარიების სერია გამოიწვია და ბოძს შეეჯახა
Aa
Aa

Honda CR-V-ის მძღოლმა ავარიების სერია გამოიწვია და ბოძს შეეჯახა

ვიდეო ურგონის კამერამ გადაიღო.

Honda CR-V-ის მოუთმენელმა მძღოლმა ავსტრალიაში ავარიების სერია გამოიწვია. მან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით რამდენიმე ავტომობილს გადაუსწრო და ბოძს შეეჯახა. გზად კი სულ მცირე 4 ავტომობილი დააზიანა.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა Toyota Hilux-მა შეანელა და მარჯვნივ მოსახვევად გაჩერდა. ფურგონმა პიკაპს ჩაუარა. მას უკან ქალი მიჰყვა, რომელიც Honda CR-V-ის აგრესიულ სტილში მართავდა. სწორედ ამ დროს, ფურგონის მძღოლი მოულოდნელად ამუხრუჭებს, რაც ქალს აღიზიანებს.

CR-V-ის მძღოლი აქსელერატორს აჭერს, წესების დარღვევით უსწრებს ფურგონს და შემხვედრი მიმართულებით მომავალ Subaru Outback-ს კინაღამ ეჯახება. წინ MINI Clubman-ი ხვდება. Clubman-ი გაჩერებულ Kia Cerato Koup-ს და MINI Countryman-ს უსვამს.

სუვი MINI-ს აბრუნებს და გზას აგრძელებს, ბოლოს კი ბოძს ეჯახება. შეჯახება იმდენად ძლიერია, რომ ბოძი სუვს ზემოდან ეცემა.

ავარიის დროს, სულ მცირე 4 ავტომობილი დაზიანდა. ადამიანების ჯანმრთელობას, საბედნიეროდ, საფრთხე არ ემუქრება. მართალია, ფურგონის მძღოლი ძალიან ცუდად მოიქცა, როცა მის წინ სპეციალურად დაამუხრუჭა, მაგრამ, ამ დიდ არეულობაში დამნაშავე მაინც Honda CR-V-ის მძღოლია.

მსგავსი სიახლეები