ფლაგმანური Seat-ი ესპანეთიდან
Aa
Aa

ფლაგმანური Seat-ი ესპანეთიდან

Seat-ი ესპანური წარმოების კომპანიაა, რომელიც  VW-ის სათავო ოფისიდან იმართება. ნაცნობია, რომ ამ ლოგოს ქვეშ მოქცეული ავტომობილები ძირითად და სხვა ბევრ აგრეგატებსაც VW-Audi Group-ის კონცერნიდან იზიარებენ. ბევრ საინტერესო და სპორტულ მოდელს Seat-ის სამოდელი სიაში ვერ ვნახავთ, თუმცა ერთერთი მათგანი ნამდვილად შექების და გახსენების ღირსია.

2003 Seat Leon Cupra R (1M) - price and specifications

ერთი შეხედვით Seat Cupra უბრალო ჰეჩბექი იყო, რომელიც „გოლფის“ ბაზაზე იყო აწყობილი. მისი გაყიდვების ყველაზე დიდ რაოდენობას ესპანური ადგილობრივი ავტოპარკი შეადგენდა. Volkswagen-ის მსგავსად Seat-საც ჰყავდა ძლიერი და სპორტული ხასიათის მოდელი, რომელიც ერთ დროს ცხელი ჰეჩბეკების სტილისა და სიძლიერის სიმბოლოდ იყო მიჩნეული.

Seat Leon Leon Cupra I • 2.8 T Cupra R (204 Hp) technical specifications  and fuel consumption — AutoData24.com

სტანდარტული მოდელისგან განსხვავებით სახელწოდებაც აგრესიული შეურჩიეს და მას Seat Leon Cupra R დაარქვეს. R ლოგოს ქვეშ  ორი ვარიანტი არსებობდა, პირველი 2002 წელს გამოვიდა და მასში VW Group-ის VR6-ის ძრავა იყო განლაგებული, რომლის მოცულობაც 2.8 ლიტრი იყო და 204 ცხენისძალას გამოიმუშავებდა. ერთი წლის შემდეგ ამ კონკრეტულმა მოდელმა ძრავაში ცვლილებები განიცადა და 225 ცხენის ძალა მიიღო. ავტომობილი 6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით იყო აღჭურვილი და წამყვანი თვლების კონფიგურაცია 4x4-ზე ჰქონდა. 225 ცხენისძალიანი ვერსია საკმაოდ ძლიერი გამოვიდა, მისი მონაცემები და შესაძლებლობები ავტომოყვარულებისთვის დღესაც მიმზიდველია. 0-100 აჩქარებას 7 წამზე ნაკლებს ანდომებდა, ხოლო ძრავის მიერ გამომუშავებული 290 მაბრუნი მომენტი ნებისმიერ სიჩქარეში მყისიერ აჩქარებას განაპირობებდა. ავტომობილისთვის დამახასიათებელი იყო ერთი რამ, იგი გაცილებით ჩქარი იყო ვიდრე ეს სალონში იგძნობოდა.

Silver Seat Leon 3SDM 1 | Cupra, Mk1, Autos

ავტომობილი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, თუმცა ავტოკრიტიკოსების აზრით ერთადერთი, რაც მისთვის ხელისშემშლელი შეიძლებოდა რომ ყოფილიყო, Seat-ის მიმართ მომხმარებლებში დაბალი ნდობისა და ცნობადობის პრობლემა იყო, რაც წლების შემდეგ მართალი აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები