Mazda ამბობს, რომ MX-5 უკანაწამყვანი და შიგაწვისძრავიანი დარჩება
Aa
Aa

Mazda ამბობს, რომ MX-5 უკანაწამყვანი და შიგაწვისძრავიანი დარჩება

ღეს ავტომწარმოებლების უმეტესობა ძრავის ზომას ამცირებს და ელექტრიფიკაციაზე ზრუნავს. Mazda კი საპირისპიროს აკეთებს. კომპანიამ განაცხადა, რომ ახალ უკანაწამყვან პლატფორმას 6-ცილინდრიან ბენზინის ან დიზელის ძრავებთან ერთად გამოიყენებს. მეტიც, Mazda იმ უკანასკნელ მწარმოებელთა შორისაა, რომლებიც ატმოსფერულ ძრავებს იყენებს. კომპანიაში ფიქრობენ, რომ ბენზინის ძრავებს მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში ისევ აქვს მომავალი.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი რეგულაციები მასზე დიდი წნეხია, MX-5 ისევ არსებობს. ევროპაში Mazda-ს განვითარებისა და ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თქვა, რომ Miata Miata-დ დარჩება.

ეს ავტომობილი ჩვენი ბრენდის თილისმაა და მას ყოველთვის განსაკუთრებულად ვექცეოდით. ამ გადმოსახედიდან ისე ჩანს, რომ ეს ავტომობილი ყოველთვის გვეყოლება, ამ ზომით, ამ ფორმით და შიგაწვის ძრავით.

მან აღიარა, რომ დადგება დღე, როცა ამ ავტომობილის ელექტრიფიკაციაც მოუწევთ. იოახიმ კურცმა თქვა, რომ MX-5 კომპანიის ახალ პლატფორმაზე არ გადავა, რაც უკანაწამყვანობის დაკარგვას ნიშნავდა. ავტომობილის განვითარებაზე ზრუნვა კი იაპონიაში გაგრძელდება, რადგან Miata სათავო ოფისის შვილია.

ოდის გამოვა ახალი თაობა, ამაზე კურცს ჯერ ინფორმაცია არ აქვს. მისი თქმით, ერთი თაობის 10 წელზე მეტი წარმოებაში ქონა, კომპანიის პრობლემა არაა. ეს იმიტომ, რომ MX-5-ს ავტომწარმოებლის გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

როცა ახალი თაობა გამოვა, ის წარმატების იმ ფორმულას შეინარჩუნებს, რამაც ის მსოფლიოში ყველაზე კარგად გაყიდვად 2-კარიან სპორტულ ავტომობილად აქცია. სავარაუდოდ, შორეულ მომავალში ჰიბრიდულ ვერსიას უნდა ველოდოთ.

მსგავსი სიახლეები