გზამკვლევი უსაფრთხოების სისტემების ფუნქციებში
უსაფრთხოების სისტემების რიცხვი დღითი დღე იზრდება და ავტომობილით მგზავრობაც სულ უფრო უსაფრთხო ხდება. ეს სისტემები თითქოს ერთმანეთს ჰგავს და მათი ფუნქციების გარჩევა არც თუ ისე ადვილია. ამ ფუნქციებში გარკვევა დაგვეხმარება, მივხვდეთ ღირს თუ არა ამა თუ იმ პაკეტში დამატებითი თანხის გადახდა.
როცა ავტომობილს ვყიდულობთ, საჭიროა ვიცოდეთ რომელი სისტემა რა ფუნქციას ასრულებს, როგორ მუშაობს და რა შემთხვევაში არ მუშაობს. აქ თქვენ გაეცნობით უსაფრთხოების სისტემების ფუნქციებს.
უსაფრთხოების ბალიშები
უსაფრთხოების წინა ბალიშები მსუბუქი ავტომობილებისთვის 1998 წლიდან, მსუბუქი სატვირთოებისთვის კი 1999 წლიდან სტანდარტულია. ზოგ მანქანას ეს ფუნქცია მანამდეც ჰქონდა. შეჯახების დასადგენად და უსაფრთხოების ბალიშების რეაგირებისთვის სენსორები კომპიუტერს უკავშირდება. სულ რაღაც წამებში, თვალის დახამხამებაში, უსაფრთხოების ბალიშები გაშლას იწყებს.
მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების ბალიშებს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია, მათ თქვენი დაზიანებაც შეუძლია. იმ შემთხვევაში თუ ადამიანი უსაფრთხოების ღვედით არ სარგებლობს, ბალიშებს მოკვლაც შეუძლია.
ადაპტირებადი ორ-საფეხურიანი წინა უსაფრთხოების ბალიშები 2003 წელს გამოჩნდა. სტანდარტული 2007 წლიდან გახდა. დღეს ბალიშების უმეტესობა ადამიანის წონას და პოზიციას საზღვრავს, ტრავმის საფრთხეს მაქსიმალურად ამცირებს.
წინა გვერდითა უსაფრთხოების ბალიშები უკვე თითქმის ყველა ახალ ავტომობილში სტანდარტულია. ზოგი ავტომწარმოებელი უკანა გვერდითა ბალიშებსაც გვთავაზობს. გვერდითა ბალიშები, როგორც წესი, პატარა ზომისაა. ისინი კარიდან ან სკამის ზურგიდან გამოდის. სამწუხაროდ, თავს კარგად ვერ იცავს. ზოგ ახალ მოდელს აქვს ფარდისმაგვარი ბალიშები, რომლებიც წინა და უკანა ფანჯრებზე ჩამოდის და მგზავრებს ფანჯარაზე თავის მირტყმისგან იცავს. გვერდითა ფარდისებრი ბალიშები მაშინ იხსნება, თუ სისტემა მანქანის გადაბრუნების საფრთხეს აღიქვამს.
უსაფრთხოების ღვედები
ღვედები ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. ახალი ფუნქციები მათ უსაფრთხოების დაცვაში ეხმარება.
წინა მხრიდან შეჯახების დროს უსაფრთხოების ღვედები მგზავრს მაშინვე მიიზიდავს და საქარე მინასთან შეჯახებისგან და უსაფრთხოების ბალიშების ტრავმისგან იცავს. ღვედი მკერდთან აწვება. დამჭიმი აიძულებს შემზღუდავებს ღვედი უკან წაიღოს და ძალას ამცირებს.
ზოგიერთი მოდელი უკან მჯდომი მგზავრებისათვის უსაფრთხოების გასაბერ ღვედს გვთავაზობს. ღვედის მოჭერის ძალას კიდევ უფრო ამცირებს და ამ ძალას უფრო ფართო მასშტაბებზე ანაწილებს. ეს მნიშვნელოვანია, თუ უკანა სავარძლის მგზავრი ბავშვი ან მოხუცია.
ადაპტირებადმა ანკერულმა სამაგრმა შეიძლება უკეთესი შედეგი გიჩვენოთ. ის გეხმარებათ იმაში, რომ ღვედი მკერდზე იყოს მოჭერილი და არა კისერზე. კისრის ტრავმას თავიდან გარიდებთ. განსაკუთრებით გამოსადეგია მაღალი მგზავრების შემთხვევაში.
მუხრუჭების განმბლოკველი სისტემა (ABS)
სანამ ავტომობილის განმბლოკველი სისტემა შეიქმნებოდა, მანამდე მძიმე დამუხრუჭებისას თვლების ბლოკირება მარტივად ხდებოდა. წინა საბურავების მოცურება საჭის მობრუნებას შეუძლებელს ხდიდა. ABS მუშაობს სენსორებით, რომლებიც თითოეულ საბურავზეა დამაგრებული. საბურავებს დამუხრუჭების დროს აკონტროლებს და ხელს უშლის მას ბლოკირებაში. ეს გვეხმარება საჭის კონტროლის შენარჩუნებაში. ასე რომ ბლოკირების საფრთხის შემთხვევაში დააჭირეთ მუხრუჭს და მიეცით სისტემას უფლება, შეასრულოს თავისი საქმე.
დაბუქსავების საწინააღმდეგო სისტემა
ეს ელექტრონულად კონტროლირებადი სისტემა ზღუდავს ბორბლის ბრუნვას აჩქარების დროს იმისთვის, რომ ავტომობილს ჰქონდეს მაქსიმალური ჩაჭიდება. ეს განსაკუთრებით საჭიროა სველ ან მოყინულ გზაზე, ან როცა საქმე ბევრ ცხენისძალიან ძრავას ეხება. დაბუქსავების საწინააღმდეგო ზოგიერთი სისტემა მხოლოდ დაბალ სიჩქარეზე მუშაობს. ბორბლების ტრიალის ასარიდებლად, უმეტესობა მბრუნავი ბორბლის მომენტალურად გასაჩერებლად მუხრუჭების განმბლოკველ სისტემას იყენებს, ზოგიც ანელებს ძრავას და ცვლის სიჩქარეს.
ელექტრონული სტაბილურობის კონტროლი (ESC)
ESC წაბუქსავების საწინააღმდეგო სისტემის განვითარებული ვერსიაა. ეს სისტემა ავტომობილს მოხვევისას ტრაექტორიას უნარჩუნებს და არიდებს მოცურებას. ის იყენებს კომპიუტერს, რომელიც დაკავშირებულია სენსორებთან და აღიქვამს ბორბლის სიჩქარეს, მოხვევის კუთხეს, გვერდითა მოძრაობას და ბრუნვას. თუ ავტომობილი ტრაექტორიიდან გადადის, ეს სისტემა მომენტალურად აჩერებს ერთ ან რამდენიმე ბორბალს და ამცირებს ძრავის ძალას ავტომობილის სწორ ტრაექტორიაზე დასაბრუნებლად.
ეს სისტემა განსაკუთრებით სასარგებლოა მძიმე ავტომობილის შემთხვევაში და იცავს მათ გადაბრუნებისგან.
2012 წლიდან ESC ყველა ავტომობილისთვის სტანდარტულია. სტაბილურობის კონტროლის სისტემას ყველა ავტომწარმოებელი თავის სახელს არქმევს.
მწარმოებელი |
სტაბილურობის კონტროლის სისტემის სახელები |
Acura |
Vehicle Stability Assist (VSA) |
Audi |
Electronic Stability Program (ESP) |
BMW |
Dynamic Stability Control (DSC) |
Cadillac |
StabiliTrak |
Chevrolet |
Active Handling (cars); StabiliTrak (SUVs) |
Chrysler |
Electronic Stability Program (ESP) |
Dodge |
Electronic Stability Program (ESP) |
Ford |
AdvanceTrac |
Honda |
Vehicle Stability Assist (VSA) |
Hyundai |
Electronic Stability Program (ESP) |
Infiniti |
Vehicle Dynamic Control (VDC) |
Jaguar |
Dynamic Stability Control (DSC) |
Jeep |
Electronic Stability Program (ESP) |
Kia |
Electronic Stability Program (ESP) |
Land Rover |
Dynamic Stability Control (DSC) |
Lexus |
Vehicle Stability Control (VSC) |
Lincoln |
AdvanceTrac |
Mazda |
Dynamic Stability Control (DSC) |
Mercedes-Benz |
Electronic Stability Program (ESP) |
Mini |
Dynamic Stability Control (DSC) |
Mitsubishi |
Mitsubishi Active Skid and Traction Control System (M-ASTC) |
Nissan |
Vehicle Dynamic Control (VDC) |
Porsche |
Porsche Stability Management (PSM) |
Subaru |
Vehicle Dynamics Control (VDC) |
Suzuki |
Electronic Stability Program (ESP) |
Toyota |
Vehicle Stability Control (VSC) |
Volkswagen |
Electronic Stability Program (ESP) |
Volvo |
Dynamic Stability Traction Control (DSTC) |
ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი
ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი იყენებს მანქანის რადარს და კამერებს იმისთვის, რომ შეცვალოს სიჩქარე, თუ წინ შედარებით ნელა მიმავალ ავტომობილს შენიშნავს. ეს სისტემა დაიცავს საჭირო მანძილს წინ მიმავალი მანქანისგან. ბევრ მოდელს დისტანციის სამი არჩევანი აქვს. იმ შემთხვევაში, თუ წინ მიმავალი ავტომობილი მოულოდნელად გაჩერდება, ამ სისტემის განვითარებულ ვერსიას შეუძლია მომენტალურად დაამუხრუჭოს და მოძრაობის დაწყების შემდეგ გააგრძელოს მოძრაობა.
პარკირების დამხმარე მექანიზმი
ჰიდროლოკატორის და რადარის გამოყენებით ეს სისტემა პოულობს და ზომავს ცარიელ ადგილს პარკირებისთვის. შემდეგ კი მძღოლს პარკირებაში ეხმარება. ზოგიერთი მწარმოებელი გვთავაზობს პარალელური და ჰორიზონტალური პარკირების დამხმარე მექანიზმს. თუმცა, ეს სისტემა არ არის იდეალური და სხვადასხვა გარემო პირობამ შესაძლოა მას სწორად ოპერირებაში ხელი შეუშალოს.
ავტომატური საავარიო დამუხრუჭება
წინა კამერების და რადარების გამოყენებით სისტემა აფრთხილებს მძღოლს მოსალოდნელი შეჯახების შესახებ სხვა მანქანასთან, ქვეითთან ან ნებისმიერ ობიექტთან, შემდეგ კი მძღოლის ნაცვლად ამუხრუჭებს. რამდენიმე ავტომობილის ტესტირებამ აჩვენა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საჭიროების შემთხვევაში მართლაც მუშაობს, იმდენად კარგად არ მოქმედებს, როგორც საჭიროა. ვერ ამუხრუჭებს საკმარისად ძლიერად. ასე რომ, მძღოლი ამ სისტემას ბოლომდე ვერ დაეყრდნობა. ზოგი სისტემა მხოლოდ დაბალ სიჩქარეზე მუშაობს, მაშინ, როცა უფრო განვითარებული სისტემები ძალიან მაღალ სიჩქარეებზეც ოპერირებს. 2022 წლიდან ეს სისტემა ყველა ავტომობილისთვის სტანდარტული ფუნქცია იქნება.
მაშუქების ავტომატური შორი ნათება
ფარების განათების ავტომატური ცვლა შესაძლოა ახალ ფუნქციად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ის 1950-იანი წლებიდან არსებობს. ადრეული სისტემები არც თუ ისე სანდო იყო, რადგან სინათლისადმი მგრძნობიარე სენსორებით მუშაობდა. დღეს განათებას მაღალტექნოლოგიური კამერები აკონტროლებს, რომლებიც შემხვედრი ავტომობილის ნათებას და საგზაო ნიშნებიდან ანარეკლს უკეთესად აღიქვამს.
ბრმა წერტილის მონიტორინგი
უკანა ბამპერებში ჰიდროლოკატორული სენსორების ან დამატებითი კამერებით ინტერიერის სარკეში ამ სისტემას შეუძლია გააფრთხილოს მძღოლი იმ სხვა ავტომობილის ან ობიექტის შესახებ, რომელსაც მძღოლი შესაძლოა ვერ ხედავდეს. ამ ფუნქციის მქონე მანქანების უმეტესობას ინტერიერის სარკეში წითელი სინათლე უნთებს და აფრთხილებს მოახლოებული საფრთხის შესახებ. ზოგიერთი ავტომობილი ხმოვან სიგნალსაც გამოსცემს. შეიძლება ითქვას, რომ ეს სისტემა საკმაოდ გამართულად მუშაობს.
მძღოლის ყურადღების მონიტორინგი
ეს სისტემა თვალყურს ადევნებს მძღოლს, რომ მისი დაბნეულობის გამო არ მოხდეს შეჯახება. სისტემების უმეტესობა იყენებს სენსორებს, რათა შეამოწმოს მანქანის მოძრაობა, მართვადობა, იმისთვის, რომ მიხვდეს რამდენად ყურადღებითაა მძღოლი საჭესთან. ეს სისტემა გამოსცემს ვიზუალურ და ხმოვან სიგნალს, რათა მიიქციოს მძღოლის ყურადღება. უფრო თანამედროვე სისტემები იყენებს მძღოლის ამსახველ კამერას, იმისთვის, რომ შენიშნოს ძილიანობის ნიშნები.
წინა შეჯახების გამაფრთხილებელი სისტემა
ადაპტირებადი კრუიზ კონტროლის მსგავსად, ეს სისტემაც იყენებს რადარს, კამერებს ან ორივეს იმისთვის, რომ თვალი ადევნოს შენელების ან გაჩერების მოძრაობას. ეს სისტემაც მძღოლს შეჯახების შესახებ ვიზუალური და ხმოვანი სიგნალით აფრთხილებს. მას ხშირად მოჰყვება საავარიო დამუხრუჭების სისტემაც, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მძღოლის ნაცვლად ამუხრუჭებს.
ზოლიდან გადასვლის გამაფრთხილებელი სისტემა
ზოლიდან გადასვლის გამაფრთხილებელი სისტემა ძირითადად კამერაზეა დაფუძნებული. კამერა ხედავს ზოლებს და სისტემა გაფრთხილებთ იმის შესახებ, თუ მოხვევის სიგნალის ჩართვის გარეშე არსებობს ზოლიდან გადასვლის საფრთხე.
ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემა
ზოლიდან გადასვლის გამაფრთხილებელი სისტემისგან განსხვავებით, ზოლში დარჩენის დამხმარე სისტემა დაგეხმარებათ დარჩეთ ზოლში და შეიტანს მცირე ცვლილებას თქვენს მართვაში. თუ სხვა სისტემები ვიზუალურ ან აუდიო სიგნალს გამოსცემენ, ეს სისტემა უბრალოდ შეინარჩუნებს ზოლში თქვენს ავტომობილს. საჭე მძღოლის ჩარევის გარეშე იცვლის მიმართულებას.
ღამის ხედვა
ღამის ხედვის ფუნქცია მძღოლის დამხმარე ფუნქციაა. ამ ფუნქციით აღჭურვილია ელიტარული მარკების ავტომობილები, მაგალითად, ისეთები, როგორებიცაა Audi, BMW, Cadillac და Mercedes-Benz. იყენებს თერმოგრაფიულ კამერებს, რომელიც თავს არიდებს ქვეითებს, ცხოველებს, და მანქანებს, რომლებიც სიბნელეში შეუნიღბავი თვალისთვის ძნელი შესამჩნევია. ინფორმაციულ-გასართობი სისტემის ეკრანზე პოტენციური დაბრკოლების გამოსახულება ჩნდება. დაბრკოლების აღმოჩენისას, მძღოლის არჩევანის მიხედვით მას შეუძლია მიიღოს ვიზუალური ან ხმოვანი სიგნალი.
პარკირების სენსორი
ეს სენსორი მძღოლს პარკირების დროს ეხმარება. ულტრაბგერითი გარდამქმნელები ადგენს არსებობს თუ არა დაბრკოლება გაჩერებული ავტომობილის, ან სხვა გარემო პირობების სახით და ხმოვან სიგნალის ხმას უმატებს მასთან მიახლოების შემთხვევაში. სენსორები ძირითადად წინა და უკანა ბამპერებზეა განლაგებული.
ქვეითის ამოცნობა
უსაფრთხოების სისტემები მხოლოდ ავტომობილის მგზავრების დაცვაზე როდი ზრუნავს. ისინი იცავს იმ ადამიანებსაც, რომლებიც ავტომობილის გარეთაა. ქვეითის ამომცნობი სისტემა იყენებს კამერას, რათა შენიშნოს ადამიანები, რომლებიც ქუჩას კვეთენ, იქნებიან ეს ქვეითები, თუ ველოსიპედისტები. ზოგ ავტომობილს ამ სისტემასთან ერთად ავტომატური დამუხრუჭების სისტემაც აქვს და საფრთხის შემთხვევაში ეს სისტემა ავტომატურად აქტიურდება.
უკანა მოძრაობის გამაფრთხილებელი სიგნალი
იმავე ულტრაბგერითი გარდამქმნელების გამოყენებით, რაც პარკირების სენსორის სისტემას აქვს, ან ჰიდროლოკატორების სენსორის, რომელიც უხილავი ზონის მონიტორინგის სისტემას აქვს, უკანა მოძრაობის გამაფრთხილებელი სიგნალი აფრთხილებს სხვა მძღოლებს ან ქვეითებს მიახლოების შესახებ. ეს სისტემა გამოსადეგია ხალხმრავალ ადგილებში პარკირების ზონიდან უკუსვლით გამოსვლის დროს. ზოგი ავტომობილი შეჯახების საფრთხის შემთხვევაში ავტომატურად ამუხრუჭებს კიდეც.
ნახევრად დამოუკიდებელი მართვის რეჟიმი
ეს სისტემა ეხმარება მძღოლს დაღლილობის შემცირებაში. აკეთებს მეტს, ვიდრე კრუიზ კონტროლი. მაგალითად, „ტესლას“ და „კადილაკის“ სისტემები გარკვეულ სიჩქარეზე ტრასაზე თავისით იმართება და ერთ ზოლში რჩება. ზოგიერთი სისტემა საჭიროების შემთხვევაში ზოლსაც კი იცვლის.
საგზაო ნიშნების ცნობა
ეს სისტემაც კამერაზეა დაფუძნებული. ის ამჩნევს საგზაო ნიშნებს, მაგალითად, როგორიცაა, სიჩქარის შეზღუდვა და მძღოლს აწვდის ინფორმაციას. ზოგიერთი სისტემა მაფრთხილებელი ნიშნების შესახებაც იძლევა ინფორმაციას. ეს ინფრომაცია ძირითადად მანქანაში არსებულ რომელიმე ეკრანზე გამოისახება. ზოგი ავტომობილის შემთხვევაში სიჩქარის შეზღუდვა სპიდომეტრზე წითელი ხაზით გამოისახება.
ეს არის ის უსაფრთხოების სისტემები, რომლებითაც ავტომობილებია აღჭურვილი. იმედია, ჩვენი სტატია დაგეხმარებათ თანამედროვე ტექნოლოგიებით სავსე ავტოსამყაროში გზის გაკვლევაში.