ეს უმაღლესი კომპლექტაციის Charger Daytona 22-დან ერთ-ერთია
Aa
Aa

ეს უმაღლესი კომპლექტაციის Charger Daytona 22-დან ერთ-ერთია

Mecum-ის აუქციონზე 1969 წლის Dodge Charger Daytona გავა. ეს ჩვეულებრივი, იმდენად, რამდენადაც ამ ავტომობილს შეიძლება ჩვეულებრივი ეწოდოს, Daytona არ გახლავთ. ეს ავტომობილი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კომპლექტაციის ეგზემპლარია, რაც გამოსულა.

სურათებზე ნაჩვენები Daytona ერთ-ერთია იმ 70 მოდელიდან, რომელიც 1969 წელს Hemi-ს 6.9-ლიტრიანი ძრავით გამოუშვეს. 70-დან კი 22 იყო ისეთი ეგზემპლარი, რომელიც A833-ის 4-სიჩქარიანი კოლოფით აღჭურვეს. ძალოვანი აგრეგატი, Carter-ის AFB ორმაგი კარბიურატორით, 425 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. გაგრილებაზე N51 Max Cooling Package-ი ზრუნავდა, რაც უზარმაზარ რადიატორს და ვენტილატორს ნიშნავდა. გაგრილების სისტემა სჭირდებოდა საჭის სისტემასაც. ავტომობილს დამატებით Sure-Grip-ის თვითბლოკირებადი ხიდიც გააჩნია.



მიუხედავად მექანიკური სრულყოფილებისა, ავტომობილის მთავარი ხიბლი მისი ვიზუალი და ფერია. F8 Dark Green Metallic-ის საღებავი, ფოლადის დისკები და უზარმაზარი ფრთა Daytona-ს ყველა სხვა ავტომობილისგან გამოარჩევს. სალონში ამავე ფერში შესრულებული ტყავი და ანატომიური სავარძლები დაგხვდებათ.

ეს Daytona Chrysler-ის ქარხანაში ააწყვეს, შემდეგ კი მფლობელს ფინიქსში, არიზონაში ჩააბარეს. რამდენიმე წლის წინ მანქანას სერიოზული რესტავრაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც მანქანა ახალივითაა.



Dodge-მა Daytona NASCAR-ში მონაწილეობისთვის შექმნა. უზარმაზარი ფრთა და კონუსის ფორმის ცხვირი იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ მოდელი შეჯიბრიდან კინაღამ მოხსნეს. თუმცა, ამასობაში Daytona-მ უამრავი გამარჯვების მოპოვება შეძლო.

ეს მანქანა Mecum-ის აუქციონზე 13 მაისს გავა და მსურველებს მის ხელში ჩასაგდებად ერთი კვირა ექნებათ. ამავე აუქციონზე RUF-ის ძალზედ იშვიათი მოდელიც გადის. ფაქტია, რომ წინ საინტერესო ამბები გველის.

იქამდე კი თქვენი ვარაუდი გვაინტერესებს - როგორ ფიქრობთ, რამდენად შეფასდება Daytona აუქციონზე? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები